რეგისტრირებული ფაქტები89499
სორტირება თარიღი კლებადობით
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 13 თებერვალს მოწვეულ კავკასიის საიმპერატორო სამეურნეო საზოგადოების მორიგ კრებაზე ილია წინამძღვრიშვილს უნდა წაეკითხა მოხსენება სოფლის მეურნეობის საზოგადოებასა და მხარის მოსახლეობას შორის უწყვეტი კავშირის დამყარებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საშუალებების შესახებ.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 12 თებერვალს ქართულ დრამატულ საზოგადოებას უნდა წარმოედგინა დავით ერისთავის „სამშობლო“.
1892
ტიპი: პირადი ურთიერთობა
გაზეთ „ივერიის" 1892 წლის 12 თებერვლის ნომერი იუწყება, რომ შიო ალექსის ძე ჩიტაძე იყო გრიგოლ ალექსის ძე ჩიტაძის ძმა.
1892
ტიპი: ღონისძიება
„ივერიის" 1892 წლის 12 თებერვლის ნომერი გვამცნობს, რომ მიხეილ ერისთავი სადილად იყო მიწვეული ქარელში ა. ნ. ციციშვილთან, რის შემდეგაც სოფელ ზემო ხვედურეთში მიმავალს ფიზიკურად დაუპირისპირდა მჭედლიშვილი.
1892
ტიპი: თანამდებობა
„ივერიის" 1892 წლის 12 თებერვლის ნომრის ცნობით გორის მაზრის უფროსად უნდა დაენიშნათ პოლკოვნიკი რევაზ შალვას ძე ერისთავი.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 12 თებერვალს ქართული დრამატული საზოგადოების მიერ წარმოდგენილ დავით ერისთავის „სამშობლოში“ ლევან ხიმშიაშვილის როლი ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილს უნდა შეესრულებინა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 12 თებერვალს ქართული დრამატული საზოგადოების მიერ წარმოდგენილ დავით ერისთავის „სამშობლოში“ სვიმონ ლეონიძის როლი კოტე ყიფიანს უნდა შეესრულებინა.
1892
ტიპი: მფლობელობა
1892 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თომა ციციშვილს საკუთარი ტყე ჰქონდა ქარელში.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ ერისთავს ქარელის განაპირას თავს დაესხნენ მჭედლიშვილი, თედოზაშვილი და ქვრივიშვილი და სცემეს.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 12 თებერვლის „ივერიაში“ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კირილე ციციშვილი სოფელ ზემო ხვედურეთის მცხოვრები იყო.

