საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80199

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 მარტს სიღნაღის მაზრის თავად-აზნაურთა კრებაზე აზ. ი. გომელაურმა განაცხადა, რომ სკოლის ფონდისთვის თანხის გამანაწილებელი კომისიის თავმჯდომარემ გადასახდელი თანხა თავად-აზნაურებზე არასწორი პრინციპით გაანაწილა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 30 მარტს ზაქარია იესეს ძე ანდრონიკაშვილი სიღნაღის თავად-აზნაურთა კრებას დაესწრო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 მარტს სიღნაღის მაზრის თავადაზნაურთა კრებაზე ზ. ი. ანდრონიკაშვილმა განაცხადა, რომ სკოლის ფონდისთვის თანხის გამანაწილებელმა კომისიამ გაითვალისწინა წევრების მატერიალური მდგომარეობა და ამის მიხედვით გასცა გადასახდელი თანხა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 მარტს სიღნაღის მაზრის თავადაზნაურთა კრებაზე ი. გ. ვაჩნაძემ განაცხადა, რომ სკოლის ფონდისთვის თანხის გამნაწილებელი კომისიის მიერ შედგენილი სიები სამარცხვინო იყო და დამსწრე წევრებს მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 მარტს სიღნაღის მაზრის თავადაზნაურთა კრებაზე ი. გ. ვაჩნაძემ განაცხადა, რომ როგორც ჩანდა ზოგიერთ წევრს არ სურდა სწავლა-განათლების საქმეში წვლილის შეტანა და ვერ იმეტებდნენ თანხას სკოლის ფონდისთვის.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 მარტს სიღნაღის მაზრის თავად-აზნაურთა კრებაზე ი. გ. ვაჩნაძემ განაცხადა, რომ წევრებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც სკოლის ფონდისთვის 400-ის თუ არა, 300 მანეთის შეწირვა მაინც შეეძლოთ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 მარტს სიღნაღის მაზრის თავადაზნაურთა კრებაზე ი. გ. ვაჩნაძემ განაცხადა, რომ სკოლის ფონდისთვის თანხის გამნაწილებელმა კომისიამ ნაკლებშემოსავლიან პირთა სიაში შეიყვანა და ეს შეცდომა იყო, რადგან არა 50-ის, არამედ 100 მანეთის გამოყოფაც შეეძლო სკოლისთვის.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 მარტს სიღნაღის მაზრის თავადაზნაურთა კრებაზე ი. გ. ვაჩნაძემ განაცხადა, რომ ძველმა წევრებმა მხოლოდ სკოლის შენობის ასაშენებლად 4000 მანეთი გამოყვეს და ახლანდელმა კომისიამ კი გადაწყვიტა 3100 მანეთით მთლიანად გიმნაზია შეენახა. ამგვარი დამოკიდებულება სწავლა-განათლების საქმის მიმართ მაზრისთვის დიდი სირცხვილი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 მარტს სიღნაღის მაზრის თავადაზნაურთა კრებაზე ი. გ. ვაჩნაძემ განაცხადა, სკოლის ფონდისთვის თანხის გამნაწილებელმა კომისიამ იცოდა 3100 მანეთით ყმაწვილების მხოლოდ მერვედი ნაწილი რომ შეძლებდა სწავლას და სხვა დანარჩენი კი უსწავლელი დარჩებოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 მარტს სიღნაღის მაზრის თავადაზნაურთა კრებაზე ი. გ. ვაჩნაძემ უკმაყოფილება გამოთქვა სკოლის ფონდისთვის გამოყოფილი 3100 მანეთის შესახებ. მისი აზრით, ეს თანხა საკმარისი არ იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 მარტის გაზეთ „ივერიაში“ რაფიელ დავითის ძე ერისთავის ფელეტონი „ხინჩლას გალაშქრება ქისტებზე“ დაიბეჭდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 30 მარტის გაზეთ „ივერიაში“ სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილის მოთხრობის „გმირისეული ქალის“ დასასრული დაიბეჭდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 30 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იონა მიხეილის ძე მეუნარგია ევროპიდან სხვა საინტერესო ამბავთან ერთად მხატვარი მიხაი ზიჩისაგან „ვეფხისტყაოსნის“ სურათების შესახებ ნამდვილ ამბავსაც ჩამოიტანდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 30 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე კონსტანტინეს ძე მუხრანბატონი თავად-აზნაურთა წინამძღოლი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 30 მარტს ივანე კონსტანტინეს ძე მუხრანბატონი და იონა მიხეილის ძე მეუნარგია თბილისში ჩამოდიოდნენ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 30 მარტს ვალერიან ლევანის ძე გუნია და ქართული ხორო არწუნისეულ თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ სალიტერატურო საღამოში მონაწილეობდნენ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 30 მარტს დავით მერაბის ძე გამყრელიძე არწუნისეულ თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ სალიტერატურო საღამოში მონაწილეობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 30 მარტს ვასილ ალექსის ძე აბაშიძე არწუნისეულ თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ სალიტერატურო საღამოში მონაწილეობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 30 მარტს ნიკოლოზ იაკობის ძე ავალიშვილი არწუნისეულ თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ სალიტერატურო საღამოში მონაწილეობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 30 მარტს არისტო ვასილის ძე ქუთათელაძე არწუნისეულ თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ სალიტერატურო საღამოში მონაწილეობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 30 მარტს პეტრე იოსების ძე უმიკაშვილი არწუნისეულ თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ სალიტერატურო საღამოში მონაწილეობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 30 მარტს აკაკი წერეთელი არწუნისეულ თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ სალიტერატურო საღამოში მონაწილეობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 30 მარტს ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარელი არწუნისეულ თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ სალიტერატურო საღამოში მონაწილეობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 30 მარტს მარიამ მიხელის ასული საფაროვისა არწუნისეულ თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ სალიტერატურო საღამოში მონაწილეობდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 30 მარტს რაფიელ დავითის ძე ერისთავი არწუნისეულ თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ სალიტერატურო საღამოში მონაწილეობდა.