რეგისტრირებული ფაქტები80199
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ოქტომბერში კავკავის სკოლის გამგემ, პართენ გოთუამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, სკოლისთვის 30 „დედა ენა“ და 10 „რუსკოე სლოვო“ (I ნაწილი) გაეგზავნათ. წიგნები ჯამში 12.80 მანეთი ღირდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 12 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წარმოადგინეს ელენე ადამის ასული მირზაშვილის მიერ საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებლად წაღებული ყულაბა N92.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 12 ოქტომბერს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გახსნეს ელენე ადამის ასული მირზაშვილის წარდგენილი ყულაბა N 92, რომელშიც 7. 74 მანეთი იყო.
1887
ტიპი: ორგანიზაცია
1887 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, წლის განმავლობაში საზოგადოების საქმეებს განაგებდნენ საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია. სხვა წევრები: ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილისა, ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილისა, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი, სოლომონ ვახტანგის ძე მაჩაბელი, ალექსი ივანეს ძე მირიანაშვილი, დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი, ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძე, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი და ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე. კანდიდატები: გიორგი ექვთიმეს ძე წერეთელი, რაჟდენ სოლომონის ძე ჯაჯანაშვილი და ვასილ ილიას ძე რცხილაძე.
1887
ტიპი: ავტორობა
1887 წლის პირველი იანვრიდან 1888 წლის პირველ იანვრამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში სულ 438 წევრი იყო. აქედან 119 დამფუძნებელი, 313 ნამდვილი წევრი და 8 წევრობის მსურველი. ხელს აწერენ საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია. წევრები: ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილისა, ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილისა, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი, სოლომონ ვახტანგის ძე მაჩაბელი, ალექსი ივანეს ძე მირიანაშვილი, დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი, ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძე, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ ალექსანდრეს ძე მანსვეტოვი.
1887
ტიპი: ავტორობა
1887 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებას ექვსი დამფუძნებელი და ხუთი ნამდვილი წევრი დააკლდა. შვიდი გარდაიცვალა, ორმა დამფუძნებელმა და ორმა ნამდვილმა წევრმა კი საზოგადოების წევრად ყოფნა აღარ ისურვა. ხელს აწერენ საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია. წევრები: ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილისა, ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილისა, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი, სოლომონ ვახტანგის ძე მაჩაბელი, ალექსი ივანეს ძე მირიანაშვილი, დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი, ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძე, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ ალექსანდრეს ძე მანსვეტოვი.
1887
ტიპი: გარდაცვალება
1887 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, გარდაიცვალა საზოგადოების ნამდვილი წევრი ალექსი ანდრიას ძე კვალიაშვილი.
1887
ტიპი: თანამდებობა
1887 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების მოლარე იყო დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი.
1887
ტიპი: თანამდებობა
1887 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების საქმისმწარმოებელი იყო იაკობ ალექსანდრეს ძე მანსვეტოვი.
1899
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1899 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე გამგეობამ დავით კარიჭაშვილს, ივანე ზურაბიშვილსა და ალექსანდრე მიქაბერიძეს ივანე ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილი სამკითხველოთა ანგარიშის ფორმის განხილვა დაავალა. ოქმს ხელი მოაწერეს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ და წევრებმა: ივანე ზურაბიშვილმა, დავით კარიჭაშვილმა, ალექსანდრე ჭყონიამ, გრიგოლ ყიფშიძემ, ვლადიმერ ლორთქიფანიძემ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 12 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ივანე დავითის ძე მელიქაძის თხოვნაზე – მის მიერ შედგენილი თათრულ-რუსული ლექსიკონის საზოგადოების ხარჯით დაბეჭდვის შესახებ – გადაწყდა, ავტორისთვის ეცნობებინათ, რომ საზოგადოება ვერ დაბეჭდავდა მის წიგნს. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.
1887
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1887 წლის ანგარიშის მიხედვით, საწევრო შეაგროვეს და გამგეობას წარუდგინეს საზოგადოების დამხმარე წევრებმა: თიანეთიდან ნიკოლოზ თადეოზის ძე ხიზანაშვილმა, ცხინვალიდან ქეთევან ლუარსაბის ასულმა ჟურულისამ, ლაილაშიდან ქაიხოსრო იაკობის ძე გელოვანმა და თემირ-ხან-შურიდან ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილმა.
1887
ტიპი: ორგანიზაცია
1887 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ნიკოლოზ თადეოზის ძე ხიზანაშვილმა უარი თქვა დამხმარე წევრობაზე.
1887
ტიპი: თანამდებობა
1887 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ბაქოში ახალ დამხმარე წევრად ლავრენტი ჯავრიშვილი დაინიშნა.
1887
ტიპი: ავტორობა
1887 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების გამგეობამ სკოლებში სწავლის წესი შეცვალა. იდეა ეკუთვნოდა იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილს. მისი აზრით, საზოგადოების სკოლების წარმატებას აბრკოლებდა ის ფაქტი, რომ თითოეულ სკოლაში ოთხი განყოფილება იყო, რომელთა ერთად გაძღოლა მასწავლებლებს უჭირდათ. ამიტომ უკეთესი იქნებოდა, თუ პირველი და მეორე განყოფილება დილით ისწავლიდა, ხოლო მესამე და მეოთხე განყოფილება შუადღის შემდეგ. ეს აზრი გამგეობის წევრებმა მოისმინეს და გადაწყვიტეს სკოლებში ამ წესის შემოღება.
1887
ტიპი: ავტორობა
1887 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლის ოთხ განყოფილებაში სულ 34 მოსწავლე სწავლობდა. აქედან I განყოფილებაში 5 მოსწავლე, II – 18, III – 7 და IV – 4. მათგან 31 ქრისტიანი და 3 მაჰმადიანი (სპარსელი) იყო. სკოლა დაათვალიერა და მოსწავლეთა გამოცდებს დაესწრო გამგეობის წევრი ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე.
1887
ტიპი: ავტორობა
1887 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლის მოსწავლეთა უმეტესი ნაწილი ქართველი იყო. ყველაზე მეტი მოსწავლე სამეგრელოდან, გურიიდან და იმერეთიდან მიიღეს, ერთი მოსწავლე ქართლიდანაც იყო. სკოლა დაათვალიერა და მოსწავლეთა გამოცდებს დაესწრო გამგეობის წევრი ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე.
1887
ტიპი: ავტორობა
1887 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო წლის პირველ ნახევარში ბათუმის სკოლაში არც ერთი ქართველი მაჰმადიანი არ სწავლობდა, მაგრამ 1887 წლის მეორე ნახევრისთვის შემდეგი ცვლილება მოხდა: ოთხი განყოფილების ნაცვლად სკოლაში სამი განყოფილება დარჩა, რადგან მეოთხე განყოფილების მოსწავლეები სამოქალაქო სკოლაში გადავიდნენ. მოსწავლეთა რიცხვი მაინც გაიზარდა, მათგან ათი მაჰმადიანი ქართველი იყო, ამიტომ ხოჯა მოიწვიეს. სკოლა დაათვალიერა და მოსწავლეთა გამოცდებს დაესწრო გამგეობის წევრი ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე.
1887
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1887 წლის ანგარიშის მიხედვით, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ ბათუმის სკოლა დაათვალიერა და გამოცდებსაც დაესწრო.
1887
ტიპი: ავტორობა
1887 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლის დაარსების მეორე წელსვე დადგა მისი გაუქმების საკითხი, რადგან საზოგადოებას არ ჰქონდა საკმარისი თანხა მის უზრუნველსაყოფად. საზოგადოებას ან მხოლოდ ბათუმის სკოლაზე უნდა ეზრუნა და სხვა საჭირო საქმეები უყურადღებოდ დაეტოვებინა, ან სხვა ხარჯები დაეფარა ძირითადი თანხიდან, რომელიც ხელუხლებლად უნდა დებულიყო. მიუხედავად ამისა, ბათუმის სკოლა არ გაუქმდა. ანგარიშს ხელს აწერენ საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია, წევრები: ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილისა, ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილისა, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი, სოლომონ ვახტანგის ძე მაჩაბელი, ალექსი ივანეს ძე მირიანაშვილი, დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი, ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძე, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ ალექსანდრეს ძე მანსვეტოვი.
1887
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1887 წლის ანგარიშის მიხედვით, ყველაზე დიდი ხარჯი ბათუმის სკოლას ჰქონდა. საზოგადოების წლიურ კრებას ისე არ ჩაუვლია, ამ სკოლის ყოფნა-არყოფნაზე საუბარი არ ყოფილიყო. საზოგადოება ყველანაირად ცდილობდა სკოლას დახმარებოდა, ნიშნავდა ცალკე კომისიებს, რომელთაც მასზე უნდა ეზრუნათ, მართავდა კონცერტებს, წარმოდგენებს და ა. შ. ანგარიშს ხელს აწერენ საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია, წევრები ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილისა, ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილისა, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი, სოლომონ ვახტანგის ძე მაჩაბელი, ალექსი ივანეს ძე მირიანაშვილი, დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი, ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძე, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ ალექსანდრეს ძე მანსვეტოვი.
1887
ტიპი: ავტორობა
1887 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ბათუმში დაარსდა ე. წ. მზრუნველი კომიტეტი, რომლის წევრებად გავლენიანი ქალები და მამაკაცები აირჩიეს. სამზრუნველო 11 წევრისგან შედგებოდა, ჰყავდა თავმჯდომარე, თავმჯდომარის ამხანაგი, მოლარე და მდივანი. ხელს აწერენ საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია, წევრები: ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილისა, ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილისა, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი, სოლომონ ვახტანგის ძე მაჩაბელი, ალექსი ივანეს ძე მირიანაშვილი, დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი, ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძე, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ ალექსანდრეს ძე მანსვეტოვი.
1887
ტიპი: ავტორობა
1887 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, მზრუნველმა კომიტეტმა ბათუმის სკოლისთვის წელიწადში 600 მანეთად ახალი სახლი დაიქირავა, მაჰმადიანი მოსწავლეებისთვის კი თვეში ორ თუმნად ხოჯა დანიშნა. ანგარიშს ხელს აწერენ საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია, წევრები: ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილისა, ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილისა, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი, სოლომონ ვახტანგის ძე მაჩაბელი, ალექსი ივანეს ძე მირიანაშვილი, დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი, ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძე, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, იაკობ ალექსანდრეს ძე მანსვეტოვი.