რეგისტრირებული ფაქტები80201
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, გრიგოლ ვოლსკის თხოვნით აღეძრათ შუამდგომლობა ბათუმის საბჭოს წინაშე ქ. შ. წ. კ. გ. ს. ბათუმის სკოლის დახმარების შესახებ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის ნოემბერში საქალებო ინსტიტუტის კურსდამთავრებული დარია ჯავახიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, მიეცათ მისთვის მასწავლებლის ადგილი კავკავის სკოლაში.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 ნოემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა საქალებო ინსტიტუტის კურსდამთავრებული დარია ჯავახიშვილის თხოვნა და ჩარიცხა კანდიდატად. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1911
ტიპი: განათლება
1911 წლის 5 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ძმები ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდია, 25 მანეთი გადაურიცხა: ვ. მდივანს, აკ. ფაღავას, ი. ლორთქიფანიძეს, თ. შიუკაშვილს, ლ. შურღაიას, ტარას ნიჟარაძეს, ნესტორ იმნაიშვილს, დიმიტრი ძნელაძეს, ანა ხახუტაშვილს, ვასილ ილიას ძე რცხილაძეს, იოსებ დიმიტრის ძე ავალიშვილს, ალექსანდრე ივანეს ძე დგებუაძეს და შალვა ნიკოლოზის ძე დადიანს.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 28 აპრილს ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ სოფელ გიორგიწმინდის ახალი სკოლისათვის 100 მანეთის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი.
1885
ტიპი: ავტორობა
1885 წლის 5 აგვისტოს გრაცის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰუგო შუხარდტმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 1888 წელს გამოცემული ქუთათელაძის „პირველდაწყებითი გრამატიკის“, 1884-ში გამოცემული გვარამაძის „მესხური ხალხური ლექსების“, 1892 წელს გამოსული ღონღაძის „ნიმუში ქართველთა პოეზიისა“, 1890 წლის ექვთიმე თაყაიშვილის „ისტორიის ქრონიკებისა“ და რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ გაგზავნა სთხოვა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებამ ძველი ვალები გაისტუმრა და მატერიალური მხარე მოაწესრიგა. ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, წევრები: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა და ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძე.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოების განყოფილება ბევრ ადგილას გაიხსნა. ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, წევრები: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა და ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 23 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელმოწერით დაადასტურა, რომ თბილისის 1-ელმა სამკითხველომ ოქტომბერში თვეში 24 მანეთი და 90 კაპიკი დახარჯა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 27 ნოემბერს ვენის აკადემიის წევრი, პროფესორი ჰუგო შუხარდტი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უგზავნის ქართულ ენაზე დაწერილ მადლობის წერილს და ატყობინებს ქართული წიგნების გერმანულ ენაზე გამოცემის შესაძლებლობის შესახებ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 26 ივნისს ვლადიმერ ივანეს ძე ნატრაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას „დედა ენის“ ყდებისთვის ავანსად ორასი მანეთი სთხოვა. გამგეობამ ეს საკითხი განსახილველად საფინანსო სექციას გადასცა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 26 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას განცხადება ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძის ფონდიდან იაკობ ივანეს ძე ნიკოლაძისთვის ასი მანეთის მიცემის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი არ დააკმაყოფილა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ყირიმი ტარიელის ძე ჩიქოვანმა და ანდრია მაქსიმეს ძე ანჯაფარიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აბედათის ბიბლიოთეკაში წიგნების გაგზავნის თხოვნით მიმართეს. გამგეობამ იმავე წლის 12 მარტის სხდომაზე გადაწყვიტა, ბიბლიოთეკაში 5 მანეთის წიგნები გაეგზავნათ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 16 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ წინარეხის სკოლის მასწავლებლებს მოუწოდა, გაკვეთილების ხანგრძლივობა გაეზარდათ და მეტი ენთუზიაზმით ემუშავათ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 23 ოქტომბერს პეტრე ჩარექიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს საზოგადოების საქმიანობის შესახებ ცნობების მიწოდება სთხოვა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 26 ივნისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძე, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე და ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 26 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილსა და გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილს სტამბის გახსნის 200 წლის იუბილეს ორგანიზება დაევალათ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 26 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილისა და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას მოხსენება საქართველოში სტამბის გახსნის 200 წლის იუბილეს აღნიშვნის შესახებ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის პირველ ივლისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ პეტრე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილმა მომავალში ჟენევის ბიბლიოთეკისთვის თანხის გაგზავნაზე უარი განაცხადა.