საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87091

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 28 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი ბორისაშვილი ახალქალაქში პოლიციის ბოქაულად დანიშნეს.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 28 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე მაჭავარიანი ონში ბოქაულად დაინიშნა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 28 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილარიონ ჯაჯანაშვილი თბილისის მეტეხის ციხის ზედამხედველობიდან გაანთავისუფლეს.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 28 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილარიონ ჯაჯანაშვილი სენაკში ბოქაულად დაინიშნა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 28 ივლისის გაზეთ „ივერიაში“, „ქალების ეხლანდელი აღზრდა განათლების“ შესახებ ანასტასია თუმანიშვილის მოსაზრება დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 28 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლადო ალექსი-მესხიშვილის ხელმძღვანელობით ბათუმის დრამატული დასი რუსულ წარმოდგენებს მართავდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 28 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, უილიამ მორფილმა ინგლისურ საყოველკვირაო გაზეთში „ქართული ენისა და ლიტერატურის“ შესახებ თავისი წერილი დაბეჭდა.

1888

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1888 წლის 28 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რაფიელ ერისთავის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 28 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ალექსანდრე მირიანაშვილის მოთხრობა „ორი დობილი“ დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 28 ივლისს მაკა წერეთლის თაოსნობით საჩხერეში თბილისის ქალთა სასწავლებლის ღარიბ მოსწავლეთა დასახმარებლად წარმოდგენა გაიმართა.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 27 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დუშეთში მცხოვრები ივანე მუშაგავა ბალკონიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 27 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გ. გალუსტოვს ქუთაისში ბავშვი დაეკარგა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 27 ივლისს ნიკოლოზ ვეზირიშვილს სოფელ ოსიაურში ძნა დაუწვეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 27 ივლისს პავლე რაევმა მლეთაში ეკლესია და სამრევლო საეკლესიო სკოლა დაათვალიერა.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 27 ივლისს ერ. სუხიაშვილს სოფელ ბოსლევში თევზაობის დროს ხელში დინამიტი აუფეთქდა და გარდაიცვალა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 26 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა მოსე ჯანაშვილის სტატია გურჯაანში არსებული სამკურნალო ტალახი ვეძას შესახებ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 26 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იროდიონ ჩეკურიშვილმა შეარიგა ურიათუბნის მცხოვრებნი, რომლებიც სასამართლოს მეშვეობით ხშირად უსაფუძვლოდაც უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 26 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რაფიელ ერისთავს დამბლა დაეცა და რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 26 ივლისს ეგზარხოსი პავლე პალადი ვლადიკავკაზში ეპარქიის დასათვალიერებლად გაემგზავრა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 26 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნესტერევი ქუთაისის ჯანდარმიის პოლკოვნიკი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 26 ივლისს ეგზარხოსმა პავლე რაევმა დუშეთში ახალი ეკლესია მოინახულა და მოსახლეობას ჯვრები დაურიგა.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 25 ივლისს სტეფანე დანიელის ძე პორტნოვი მტკვარში დამხრჩვალი იპოვეს.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ჩარკვიანმა ქუთაისში რუსულად წაიკითხა ლექცია ბაქტერიებზე.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვარლამ ჭიჭინაძე ქუთაისში ცოფიანმა ძაღლმა დაკბინა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 24 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, საქართველოს ეგზარხოსმა პავლე რაევმა სიღნაღში არსებულ წმ. ნინოს სახელობის ტაძარს 170 მანეთი შესწირა.