რეგისტრირებული ფაქტები88502
სორტირება თარიღი კლებადობით
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 1 მარტს თერგის ოლქში მცხოვრები ავდოტია კორსუნოვისა ყალბი მოწმობის გამოყენების გამო დააპატიმრეს.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის მარტში სამსონ ჭილაია ბესარიონ კვესელაძის გაქურდვის ბრალდებით დააპატიმრეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის მარტში სამოსწავლო ოლქის მზრუნველმა კირილე პეტრეს ძე იანოვსკიმ ა. ნ. გრენისთან ერთად თბილისის სათავადაზნაურო სკოლა დაათვალიერა. მზრუნველი კმაყოფილი დარჩა სკოლაში არსებული ვითარებით.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის მარტში სვიმონ ფომიჩევი კავკასიის მსროლელთა ბატალიონის ჯარისკაცი იყო.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 1-ელი მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თეიმურაზ ჩაჩავამ ოჩამჩირის სკოლას 100 თუმნის ღირებულების ნივთები შესწირა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 1-ელი მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ყარსში მცხოვრებმა ქართველებმა – ს. კ. ერისთავმა, ა. ციციშვილმა და ალ. მიქელაძემ წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლას მანეთ-მანეთი შესწირეს.
1889
ტიპი: გარდაცვალება
1889 წლის პირველ მარტს სოფ. ზენობნის წმ. სამების ეკლესიის მღვდელი ეგნატე გიორგის ძე გერსამია გარდაიცვალა.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 28 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია ოქრომჭედლიშვილი მოსკოვში ლაზარევის ინსტიტუტის პროფესორი იყო.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 28 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია ოქრომჭედლიშვილი მოსკოვიდან თბილისში უნდა ჩამოსულიყო.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 28 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე სულხანის ძე ჭავჭავაძემ თბილისის სათავადაზნაურო სკოლას 400 მანეთი შესწირა.
1889
ტიპი: ორგანიზაცია
1889 წლის 27 თებერვალს ქუთაისის საქალაქო საბჭოს სხდომაზე სვიმონ ღოღობერიძე ქუთაისის საქალებო პირველდაწყებითი სკოლის სამზრუნველო კომისიის წევრად აირჩიეს.
1889
ტიპი: ორგანიზაცია
1889 წლის 27 თებერვალს ქუთაისის ქალთა საბჭოს სხდომაზე მარიამ რუბანი ქუთაისის საქალებო პირველდაწყებითი სკოლის სამზრუნველო კომისიის წევრად აირჩიეს.
1889
ტიპი: ორგანიზაცია
1889 წლის 27 თებერვალს ქუთაისის საქალაქო საბჭოს სხდომაზე ვასილ როსტომის ძე ყიფიანი ქუთაისის საქალებო პირველდაწყებითი სკოლის სამზრუნველო კომისიის წევრად აირჩიეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 25 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ანტონის ძე ცაგარელმა რუსულად თარგმნა „სიბრძნე ბალავარისა“.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 24 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, შაიშმელოვი გორში ვექილად მუშაობდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 23 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ჯინჭველაძის მიერ საინგილოში დაარსებულ სამრევლო სკოლაში 18 მოსწავლე სწავლობდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 23 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ჯინჭველაძის დახმარებით საინგილოში სამრევლო სკოლა დაარსდა.

