რეგისტრირებული ფაქტები89170
სორტირება თარიღი კლებადობით
1890
ტიპი: თანამდებობა
1890-1894 წლებში თედო სახოკია მიხეილ რომანოვის ბორჯომის მამულში მეტყევედ მუშაობდა.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890-იანი წლებიდან კონსტანტინე ნიკოლაძე სტატიებს აქვეყნებდა „ივერიაში“, „მოამბეში“, „ნიშადურში“, „საქართველოში“ და სხვა ქართულ და რუსულ ჟურნალ-გაზეთებში.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890-იანი წლებიდან კონსტანტინე ნიკოლაძემ თარგმნა პუშკინის, ნეკრასოვისა და დიკენსის ნაწარმოებები.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლიდან იაკობ ფანცხავა ოდესის უნივერსიტეტში ყოველთვიურ სტიპენდიას იღებდა ოცი მანეთის ოდენობით.
1890
ტიპი: თანამდებობა
ექიმი იაკობ ბარდახი, რომელმაც 1890-იან წლებში ოდესაში არაერთ ქართველს უმკურნალა, შემდეგ პროფესორი-ბაქტერიოლოგი გახდა.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890-იან წლებში ივანე ლუზინი ხარკოვის უნივერსიტეტიდან გარიცხვის შემდეგ თბილისში დაბრუნდა.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890-იან წლებში თედო სახოკიას არ სურდა თავისი ვინაობის გამომჟღავნება და გულუბრყვილოდ ეგონა, რომ მუდმივად ასე იქნებოდა.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წელს ვარშავაში გამგზავრებისას თავდაპირველად შიო არაგვისპირელი გემით ოდესაში წავიდა და მგზავრობისას ზღვამ იმდენად მოაჯადოვა, რომ საშინელი ღელვის დროსაც კი არ შორდებოდა გემბანს.
1890
ტიპი: ღონისძიება
ზღვაში გასვლა შიო არაგვისპირელის ოცნება იყო ახალგაზრდობაში და როცა 1890 წელს გემით ოდესაში გაემგზავრა, დღედაღამ ბაქანს არ შორდებოდა, თვალს ვერ წყვეტდა ზღვას.
1890
ტიპი: ღონისძიება
1868 წელს დაბადებული სიმონ ქვარიანი წერდა და აქვეყნებდა ნაწარმოებებს ქართულად.

