საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92142

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 5 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 4 ნოემბერი“ (დასაწყისი).

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის პირველი ნოემბრიდან სინოდის დადგენილებით მათხოჯის ეკლესიის მოძღვარს, ტიმოთე ქუთათელაძეს ქუთაისის სამაზრო ხაზინიდან პენსია, თვეში 130 მანეთი, დაენიშნა.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის ნოემბერში რუსი კომპოზიტორის მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის მიერ შედგენილ წიგნში „ქართული ხალხური სიმღერა და მისი თანამედროვე მდგომარეობა (ნოტები)“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის „ელეგიის“ ტექსტი ქართულ და რუსულ ენებზე და სიმღერის ნოტები.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 28 ოქტომბრიდან სინოდის დადგენილებით ოქროსქედის ეკლესიის მღვდელს, ბესარიონ ჯინჭარაშვილს, ფოთის ხაზინიდან პენსია დაენიშნა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 28 ოქტომბრიდან სინოდის დადგენილებით ჯვარისას ეკლესიის მოძღვარს, გაბრიელ ბოჭორიშვილს ქუთაისის სამაზრო ხაზინიდან დაენიშნა პენსია, თვეში 130 მანეთი.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 28 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილ წერილში ეკატერინე გაბაშვილი რაფიელ ერისთავს ლიტერატურული მოღვაწეობის 50 წლისთავს ულოცავს და ხაზს უსვამს ქალებისადმი მიძღვნილი მისი სატრფიალო ლექსების მნიშვნელობას.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 28 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვა გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა სტამბურად დაბეჭდილი საფოსტო ქაღალდები ილია ჭავჭავაძის სურათით.

1895

ტიპი: გარდაცვალება

1895 წლის 27 ოქტომბერს ჭოგნარის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იოსებ ხარიტონის ძე ყუბანეიშვილი გარდაიცვალა.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 25 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადრესი რაფიელ ერისთავისადმი მისი ლიტერატურული მოღვაწეობის 50 წლისთავის გამო. გამგეობის წევრებთან ერთად მას ხელს აწერს საზოგადოების თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 22 ოქტომბერს თბილისში გამართულ რაფიელ ერისთავის მოღვაწეობის 50 წლის იუბილეს რუსი პოეტი ვასილ ველიჩკო დაესწრო.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 16 ოქტომბერს ურიების წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყების დროს ურიების უბანში 108 სახლი გაანადგურეს. მასში მონაწილეობდნენ: გრიგოლ კანდელაკი, რ. მეგრელიძე, ა. ავთანდილოვი, გრიგოლ ოქოევი, კ. ერისთავი, ნ. გაბადაძე, ი. დათაშვილი და გ. ნიშნიანიძე.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 16 ოქტომბერს პრისტავი მიქელაძე ქუთაისში ურიების წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყების დროს ბრბომ გადათელა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 16 ოქტომბერს პოლიცმეისტერმა სვიმონოვმა შეიტყო, რომ ქრისტიანები ქუთაისის ბაზარში ურიებს დაუპირისპირდნენ.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 16 ოქტომბერს ქუთაისში ურიებთან დაპირისპირების დროს პოლიციელებმა – სვიმონოვმა და მგალობლიშვილმა – ებრაელ ხანანაშვილის დაშავების გამო გრიგოლ ფორჩხიძე დააკავეს. აჯანყებულების დაჟინებული მოთხოვნით ფორჩხიძე მაშინვე გაათავისუფლეს.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 16 ოქტომბერს ურიების წინააღმდეგ აჯანყებულების ერთ ნაწილს ბ. ლორთქიფანიძე, ნ. ტყეშელაშვილი, ლევიძე, პ. ლომიძე და იგნ. ნიჟარაძე მეთაურობდა, მეორე ნაწილს – მალაქია დიხამინჯია.

1895

ტიპი: გარდაცვალება

1895 წლის 14 ოქტომბერს ქუთაისში ურიებთან დაპირისპირების დროს ლუკა კოსტავამ თავის გადასარჩენად რიონის გადაცურვა გადაწყვიტა, მაგრამ თავში ქვა მოარტყეს, გონება დაკარგა და დაიხრჩო.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 14 ოქტომბერს ქუთაისში ურიებთან შეტაკების დროს ლუკა კოსტავას გარდაცვალების ფაქტს გამომძიებელი ყიფიანი იძიებდა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 14 ოქტომბერს ლუკა კოსტავა, ლუარსაბ კოსტავა, სარდიონ გამგონეიშვილი და კიდევ ოთხი ქალი ქუთაისში დაუპირისპირდა ურიების ბრბოს, რომელიც ახალგაზრდა შეშლილ ქალს აწვალებდა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 4 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ ქართულ თეატრში მის პატივსაცემად გამართულ სადილზე სიტყვით მიმართა რუს პოეტ ვასილი ველიჩკოს.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 1-ელ ოქტომბერს ილია ჭავჭავაძეს რუსმა პოეტმა ვასილი ველიჩკომ წარწერით უძღვნა საკუთარი წიგნი.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 25 სექტემბერს რუსი პოეტი ვასილი ველიჩკო თბილისიდან პეტერბურგში გაემგზავრა.

1895

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ეფემია გეგეშიძე დაიბადა 1895 წლის 16 სექტემბერს, მოინათლა 14 ოქტომბერს. ნათლია იყო ქ. ფოთის მცხოვრები გიორგი ნიკოლოზის ძე ცომაია. ნათლობა აღასრულა მღვდელმა გიორგი ჯანელიძემ და დიაკვანმა დიმიტრი თელიამ.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 11 სექტემბერს ილია ჭავჭავაძე მეუღლესთან, ოლღა გურამიშვილთან ერთად კრწანისის ველზე დაესწრო კრწანისის ბრძოლის ასი წლისთავის აღსანიშნავ მსვლელობას და პანაშვიდს. მსახურებას ატარებდა ეპისკოპოსი ალექსანდრე ოქროპირიძე.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 10 სექტემბერს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის მოწინავე წერილი „ტფილისი, 11 სექტემბერი“.