რეგისტრირებული ფაქტები87089
სორტირება თარიღი კლებადობით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 3 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვლადიმერ აღნიაშვილს სურდა „ყარამანიანი“ გადაეკეთებინათ ქართულ სცენაზე წარმოსადგენად.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 2 მაისს ქალაქის საბჭოს კრებაზე ნ. ზ. თუმანიშვილმა განაცხადა, რომ მოსამზადებელი კლასების დახურვის ერთ-ერთი მიზეზი ბავშვების ნაადრევად, პატარა ასაკშივე სასწავლებლად მიბარება იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 2 მაისს ქალაქის საბჭოს კრებაზე მელიქ-კარაკოზოვმა განაცხადა, რომ მთავრობამ კავკავის გინმაზიის თხოვნა მოსამზადებელი კლასების გახსნის შესახებ არ დააკმაყოფილა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 2 მაისს ქალაქის საბჭოს სხდომაზე არტემ იოანისიანმა განაცხადა, რომ სახალხო განათლების სამინისტრომ დახურა მოსამზადებელი კლასები.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 2 მაისს ქალაქის საბჭოს კრებაზე მ. ი. თამამშევმა განაცხადა, რომ სანამ დადასტურებით არ გაიგებდნენ, მთავრობა იხდიდა თუ არა პარალელური კლასების შენახვის თანხას, მანამდე არანაირი სახის განცხადება არ გაეკეთებინათ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 2 მაისს ქალაქის საბჭოს კრებაზე მელიქ-კარაკოზოვმა განაცხადა, რომ პარალელური კლასების შენახვის ვალდებულება მთავრობამ იკისრა. ხაზინამ თბილისში არსებული პარალელური კლასების შესანახად 500 თუმნამდე გადაიხადა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 2 მაისს ქალაქის საბჭოს კრებაზე გიორგი ევანგულოვმა განაცხადა, რომ აუცილებელი იყო მოსამზადებელი და პარალელური კლასების გახსნა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 1-ელ მაისს მიხეილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ ვლადიკავკაზში მცხოვრები ქართველები საზოგადოებისგან დიდ შემწეობას ელოდნენ, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, სკოლის გახსნას მაინც აპირებდნენ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 1-ლ მაისს მიხეილ ზაალის ძე ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ 8 მაისს ვლადიკავკაზში ქართული სასწავლებლის გახსნის ინიციატორები იკრიბებოდნენ გადაწყვეტილების მისაღებად. ყიფიანი გამგეობას სთხოვდა, მალე ეცნობებინათ, ეთანხმებოდნენ თუ არა მის მიერ შეთავაზებულ გეგმას.
1888
ტიპი: ავტორობა
1888 წლის 1-ლ მაისს მიხეილ ზაალის ძე ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ ვლადიკავკაზში მცხოვრებ ქართველებს დამოუკიდებლად სკოლის გახსნა არ შეეძლოთ, მით უმეტეს, მთავრობისგანაც არ ჰქონდათ დამტკიცებული წეს-დებულება. ყიფიანი ფიქრობდა, დაეარსებინათ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვლადიკავკაზის განყოფილება, რომელიც თბილისის უმთავრესი საზოგადოების მფარველობის ქვეშ იქნებოდა; აერჩიათ დამხმარე წევრები, რომლებიც სკოლის მასწავლებელთან ერთად ადგილობრივი საქმის გამგენი იქნებოდნენ; ვლადიკავკაზში მოგროვებული საწევრო და შემწეობა მთლიანად სკოლას მოხმარებოდა; ვლადიკავკაზის განყოფილების წევრები კი თბილისის უმთავრესი საზოგადოების წევრებად ჩარიცხულიყვნენ.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის მაისში ქუთაისის სამხედრო გუბერნატორი და საექიმო უწყების უფროსი იოსებ გორალევიჩი იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის მაისში გურიის თავადაზნაურობამ და გლეხობამ თხოვნით მიმართა ქუთაისის სამხედრო გუბერნატორსა და საექიმო უწყების უფროსს იოსებ გორალევიჩს, რომ გურიაში ექიმად დაენიშნათ დიმიტრი ერისთავი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის მაისში ვ. ფორკატის დასმა ბანკის თეატრში 6-ჯერ გამართა წარმოდგენა „მოგზაურობა დედამიწის გარშემო 80 დღის განმავლობაში“.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის მაისში თბილისში იმყოფებოდა ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ქართული ენისა და ლიტერატურის მცოდნე, უილიამ რიჩარდ მორფილი. ის ეწვია წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 1-ელი მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, აკოფ მელიქ-აკოფიანის ობლებს სწავლა სომხების სასულიერო სემინარიამ და ალექსანდრე მანთაშევმა დაუფინანსეს.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის მაისში ხაშურსა და გომს შუა მდებარე სადგურზე მატარებელი დაეჯახა მუშა ქრისტეფორე სანიკიძეს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
1888
ტიპი: მფლობელობა
1888 წლის მაისში გიგო გომართელს, რომელიც გომში ვაჭრობდა დუქანში ჰქონდა ოქროს ბრასლეტი, ტანსაცმელი და ფული.
1888
ტიპი: მფლობელობა
1888 წლის მაისში იოსებ როსტომოვს, რომელიც გომში, დუქანში ვაჭრობდა ჰქონდა ვერცხლის ქამარ-ხანჯალი, საათი და ფული.

