საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88490

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: სონა პაპიძე, დავით პიტნავა, ნიკოლოზ იოსების ძე ფსუტური, ნიკო ალექსანდრეს ძე ჟღენტი, ანეტა ჟღენტი, ვახტანგ ჟორდანია, დავით ივანეს ძე პაპიაშვილი, სოფიო პაპალაშვილი, დიმიტრი ზაქარიას ძე პაპალაშვილი, ოლღა სპირიდონის ასული პაატაშვილი, ალექსანდრე ერმალოს ძე პატარიძე, ნატალია ილარიონის ასული პეტრიაშვილი, თედო სოლომონის ძე პაესოვი, ლევან პანოევი, ნინო პროზოროვი და ანა პანდელაშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ონისიმე ნიკოლოზის ძე ჯავახაძე, კოსტა თედოს ძე ჯატიევი, გრიგოლ ზაქარიას ძე ჯავახიშვილი, ნიკოლოზ ზაქარიას ძე ჯავახიშვილი, დავით ჯიქაძე, ალექსანდრე ჯიქია, ანტონ ასალოს ძე ჯანელიძე, მარკოზ არქიფოს ძე ჯაფარიძე, დიმიტრი მიხეილის ძე ჯავახოვი, მარუსია ნიკოლოზის ასული ჯაფარიძე, ანტონ იაკობის ძე ჯოჯუა, ილარიონ თეიმურაზის ძე ჯაში, მამია ილარიონის ძე ჯაში და გიორგი მოსეს ძე ჯაველიძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ოლივერ უორდროპის ინიციატივით შეიქმნა ინგლის-საქართველოს საზოგადოება.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს ოლივერ უორდროპმა ოქსფორდის უნივერსიტეტში მარჯორი უორდროპის საქველმოქმედო ფონდი დააარსა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს მარჯორი უორდროპმა ინგლისურ ჟურნალში „The Ring of bells" გამოაქვეყნა სპეციალური წერილი, რომელშიც აღნიშნავდა, რომ ინგლისელების საყვარელი სიმღერა „საღამოს ზარების“ ავტორი ქართველია.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წელს ლონდონში გამოვიდა ოლივერ უორდროპის მიერ ინგლისურად თარგმნილი სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა“.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წელს ოლივერ უორდროპი დაინიშნა ბრიტანეთის ელჩის პირად მდივნად და კონსულად სანკტ-პეტერბურგში.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წელს ლონდონში გამოვიდა ოლივერ უორდროპის წიგნი „საქართველოს სამეფო“.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წელს მარჯორი უორდროპმა ილია ჭავჭავაძეს გაუგზავნა წერილი, სთხოვდა, „განდეგილის“ ინგლისურ ენაზე თარგმნის უფლება მიეცა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წელს დაიბეჭდა მარჯორი უორდროპის მიერ ინგლისურად თარგმნილი „ვეფხისტყაოსანი“.

1900

ტიპი: ავტორობა

1900 წელს ოქსფორდში გამოვიდა მარჯორი უორდროპის „წმინდა ნინოს ცხოვრების“ ინგლისური თარგმანი.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წელს მარჯორი უორდროპმა ალექსანდრე ხახანაშვილს მისწერა, რომ მიიღო მისი სტატია შოთა რუსთაველზე.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს მარჯორი უორდროპმა სვიმონ წერეთელს წყალდიდობისაგან დაზარალებულთა დასახმარებლად 100 მანეთი გაუგზავნა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის გაზაფხულზე მარჯორი უორდროპი ჩამოვიდა საქართველოში მშობლებთან და მეორე ძმა თომასთან ერთად.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წელს ლონდონში გამოვიდა მარჯორი უორდროპის მიერ თარგმილი ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის 7 ნოემბერს მარჯორი უორდროპი საქართველოდან ოდესის გავლით გაემგზავრა ლონდონში.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 3 დეკემბერს მარჯორი უორდროპი ძმასთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წელს მარჯორი უორდროპმა ლექსად თარგმნა ილია ჭავჭავაძის პოემა „განდეგილი“.

1909

ტიპი: გარდაცვალება

1909 წლის 7 დეკემბერს გარდაიცვალა მარჯორი უორდროპი.

1869

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1869 წლის 26 ნოემბერს დაიბადა მარჯორი სკოტ უორდროპი.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წელს მარჯორი უორდროპმა გამოსცა ქართული ხალხური ზღაპრების წიგნი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წელს ოლივერ უორდროპმა გამოაქვეყნა ორას გვერდიანი წიგნი „საქართველოს სამეფო, მოგზაურობა ღვინის, ქალებისა და სიმღერების ქვეყანაში“.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის აპრილში ოლივერ უორდროპი პირველად ჩამოვიდა საქართველოში.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის 5 მარტს დაპატიმრებული ილარიონ როსტომის ძე რუსიშვილის დაკითხვის ოქმის თანახმად, იგი 1903 წელს თბილისის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში შევიდა, დაჭერის დღემდე იქ მუშაობდა და ტექნიკურ სამუშაოებს ასრულებდა. პარტიაში ყოფნის დროს რუსიშვილი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. მონაწილეობდა ბომბების დამზადებასა და გადატანაში. 1905 წელს სოციალ-დემოკრატებმა ყუმბარა, ე.წ „Адская машина“, დაამზადეს. რუსიშვილს მკაცრი იზოლაციის დაწესებულებაში მიესაჯა სასჯელის მოხდა.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის 5 მარტს ილარიონ როსტომის ძე რუსიშვილი თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ალექსანდროვის ქუჩა N37-ში ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული ანტისაბჭოთა საქმიანობისა და პროვოკაციული გაზეთების გამოშვების ბრალდებით დააპატიმრეს.