რეგისტრირებული ფაქტები80261
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის პირველ მაისს მიხეილ ლობჟანიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ეკატერინე ბარათაშვილისთვის 30 მანეთი სთხოვა. გამგეობამ უსახსრობის გამო მისი სურვილი ვერ დააკმაყოფილა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს პეტრე გრიგოლის ძე მამრაძის თხოვნა ვერის ბიბლიოთეკის წიგნების ავლაბრის ბიბლიოთეკისთვის გადაცემის შესახებ.
1908
ტიპი: თანამდებობა
1908 წლის 22 მაისს კ. დ. მესხი რუსეთის მეორე დამზღვევი საზოგადოების ოლქის ინსპექტორი იყო.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკის კომისიის დადგენილების თანახმად, დავით ღამბაშიძისთვის უნდა ეთხოვათ, საზოგადოებისთვის გადაეცა „მწყემსის“ ნომრების სრული კრებული.
1908
ტიპი: ორგანიზაცია
1908 წლის 5 ივნისს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და ივანე ივანეს ძე ზურაბიშვილი იყვნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მცირე კომისიის წევრები.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას მოხსენება წიგნის მაღაზიისთვის ბინის საკითხის მოგვარების შესახებ. საზოგადოებამ ამ საკითხის გამოკვლევა საფინანსო კომისიას მიანდო.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 5 ივნისს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოხსენება ბიბლიოთეკა-მუზეუმის შენობის შესახებ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 5 ივნისს ანასტასია წერეთელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას განუცხადა, რომ მალე ხელმეორედ აპირებდა ვერის ბიბლიოთეკის გახსნას, ამიტომ ბიბლიოთეკის წიგნებს ვერ გადასცემდა ავლაბრის ბიბლიოთეკას.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 5 ივნისს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს 1907 წლის ანგარიში.