რეგისტრირებული ფაქტები80261
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების თავმჯდომარემ, იაკობ ღულაძემ კრება გახსნა და დამსწრეთ დღის წესრიგი გააცნო. საზოგადოების გამგეობის მდივანმა, სამსონ ფირცხალავამ წაიკითხა მოხსენება ილია ჭავჭავაძის ფონდისა და საფლავის ძეგლის მდგომარეობის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ოქტომბერში ლუკა რაზიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, მისი თხზულებების ჰონორარიდან ყოველთვიურად 10 მანეთი ანტონ გოგიაშვილისთვის მიეცათ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ელენე ანტონოვსკის მისცა 15 მანეთი ივანე ბატონიშვილის ლექსიკონის გადაწერაში.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წლის ოქტომბერში თერგის ოლქის სახალხო სკოლების დირექტორმა აცნობა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, რომ დირექცია წინააღმდეგი არ იყო, პართენ გოთუა დანიშნულიყო კავკავის სკოლის გამგედ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 5 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და მხედველობაში მიიღეს კავკავის სკოლის მასწავლებლის ნიკოლოზ კურდღელაშვილის განცხადება სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 5 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა თერგის ოლქის სახალხო სკოლების დირექტორის თანხმობა პართენ გოთუას კავკავის სკოლის გამგედ დანიშვნის თაობაზე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ოქტომბერში ხელთუბნის სკოლის მასწავლებელმა თედო რაზიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას აცნობა, რომ სკოლის ბაღის ღობე დაზიანდა და მის აღდგენას სჭირდებოდა ორი ურემი ფიჩხი და ერთი ურემი ძეძვი 9 მანეთის ღირებულებისა. ასევე საკლასო ოთახის ფანჯრებს აკლდა შუშები, რომელთაგან 10 დიდი შუშა მან თავისი ხარჯით ჩასვა და 4 პატარა შუშა დარჩა, სულ 5 მანეთისა. ის ამ თანხის გაგზავნას ითხოვდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 12 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ ალექსანდრე მიქაბერიძე, ალექსანდრე ჭყონია, დავით კარიჭაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, ვლადიმერ ლორთქიფანიძე და ივანე ზურაბიშვილი.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საზოგადოების ხარჯთაღრიცხვა. პირველიდან 12 ოქტომბრამდე შემოსავალი იყო 1416. 95 მანეთი, ხარჯი – 497. 36. 12 ოქტომბრისთვის საზოგადოებას ჰქონდა 19735. 86 მანეთი, ასევე სხვა საგანგებო და სათადარიგო თანხები. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში მაქსიმე შარაძისთვის წიგნების თანხის – 51. 43 მანეთის მიცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში ფოტოსახელოსნოს გამგე ტარას მომცემლიძისთვის 25 მანეთის მიცემის შესახებ.