რეგისტრირებული ფაქტები80261
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 29 მაისს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გაზეთ „ნაპერწკლის“ რედაქტორის თხოვნა მეტეხის ტუსაღებისთვის რამდენიმე წიგნის გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1891
ტიპი: თანამდებობა
1891 წლის 1-ლ მაისს ბიბლიოთეკის კომისიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მინდობილობის თანახმად გადაწყვიტა, ბიბლიოთეკის გამგედ ექვთიმე თაყაიშვილი დაენიშნა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს პარმენ გელაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს თონეთის სკოლის მასწავლებლად დანიშვნა სთხოვა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის სექტემბერში ტარას მომცელიძემ ფოტოგრაფიის დირექტორის თანამდებობიდან გადადგომა ითხოვა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს ისიდორე რამიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ბათუმის სკოლაში მესამე მასწავლებელის დამატება სთხოვა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს ერმალოზ სირბილაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ამცნო, რომ სკოლებისა და ბიბლიოთეკებისთვის 800 მანეთი გადადეს და 301.19 მანეთი დახარჯეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერში ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ერმალოზ სირბილაძეს 5 მანეთის ქართულენოვანი წიგნები გაუგზავნა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 15 მაისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძე, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 29 მაისს წინარეხის სკოლის მასწავლებელმა, ივანე იოსების ძე გიუნაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ჯამაგირი სთხოვა.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო დავთრის მიხედვით, ფილიპე გურულმა საზოგადოებას მუზეუმისთვის გადასცა თოფის ლულის ნაჭერი.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძეს ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძისა და ოლღა თადეოზის ასულ გურამიშვილის მამულის შეძენის საკითხის მოგვარება დაევალა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ნიკოლოზ ბადრიძისთვის წიგნების ყდაში ჩასასმელად 31. 36 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის სექტემბერში ექვთიმე თაყაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გაუგზავნა ჩამონათვალი იმ წიგნებისა, რომლებიც მას საზოგადოებისათვის შესწირეს: „სახარება“ „პალიმპსესტი“, „მარგალიტნი“, „მამათა სიტყვანი“, „საუკუნის მარხვანი“, XVI საუკუნის „საგალობელნი“, XVII საუკუნის „ზიარების ლოცვანი“ და XVIII საუკუნის „ხელთუქმნელი ხატის პარაკლისი“.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის 16 ოქტომბერს სამსონ ყიფიანმა განცხადებით მიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომ თუ გამგეობა მის მიერ მოთხრობად გადაკეთებული შექსპირის პიესების გამოცემას ითავებდა, თავად გადაიხდიდა საჭირო ხარჯებს, გაყიდული წიგნების მოგების ნახევარი კი საზოგადოებას დარჩებოდა.
1891
ტიპი: მფლობელობა
1891 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმის ისტორიული და არქეოლოგიური მნიშვნელობის ნივთების სიაში აღრიცხული იყო ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ილია ჭავჭავაძეს ქუთაისის სამღვდელოებამ გადასცა.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმის ისტორიული და არქეოლოგიური მნიშვნელობის ნივთების სიაში აღრიცხული იყო მაცხოვრის ხატი, რომელიც ილია ჭავჭავაძეს ეპისკოპოსმა ლეონიდე ოქროპირიძემ გადასცა.