საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80262

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის პირველ მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სტიპენდიატ შალვა ამირეჯიბის განცხადება ვენის უნივერსიტეტში თავისუფალ მსმენელად შესვლის შესახებ.

1910

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებმა გადაწყვიტეს, თელავის სასულიერო სასწავლებლის ობოლი მოსწავლის, გრიგოლ ჭინჭარაულის შესახებ საზოგადოების თელავის განყოფილებისთვის მიეწერათ და ჭინჭარაულის პატრონობა ეთხოვათ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 სექტემბერს მიხეილ გიორგაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს თონეთის სკოლის მასწავლებლად დანიშვნა სთხოვა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 8 მაისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას ყალამშიისა და გომარეთის სკოლების დათვალიერება დაევალა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 სექტემბერს ივანე დეკანოზიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს თონეთის სკოლის მასწავლებლად დანიშვნა სთხოვა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრების ხმათა უმრავლესობით თონეთის სკოლის მასწავლებლად ოლღა მირზაშვილი დაინიშნა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 სექტემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით დიტიატკოვსკის ქაღალდის მაღაზიას 95.30 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებმა მაქსიმე შარაძეს „საბარათიანოს“ 24 ფორმის ასაწყობ-დასაბეჭდად 144 მანეთი გადაუხადეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ იაკობ გოგებაშვილს ჩანაწერების რვეულში 300 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 სექტემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ბეგოიძეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით 35 მანეთი გადაუხადა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის სექტემბერში ექვთიმე თაყაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გაუგზავნა საზოგადოებისათვის შესაწირად გადაცემული წიგნების ჩამონათვალი: XVI საუკუნის მეტაფრაზი, ხუცური ხელნაწერი, XVII საუკუნის ხელნაწერები – მარხვანი, პატარა კურთხევანი, ლოცვანი, ზატიკი, ხუცური, ღვთისმშობლის სვინაქსარი და საქრისტიანო მოძღვრება, XVIII საუკუნის ხელნაწერები – ღვთისმშობლის დაუჯდომელი და პარაკლისი, სადღესასწაულო, ანტონ კათალიკოსის გრამატიკა, ქართლის მოქცევა, XIX საუკუნის გეოგრაფია და არითმეტიკა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 8 სექტემბერს ოლღა მირზაშვილი თონეთის სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. მისი თვიური ანაზღაურება 3 თუმანი იყო.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 8 მაისს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სოლომონ გიორგის ძე ფირცხალავას მოხსენება სკოლების რევიზიის შესახებ.

1901

ტიპი: განათლება

1901 წლის 8 სექტემბერს გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, ივანე დეკანოზიშვილმა თბილისის სასულიერო სემინარია დაამთავრა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 სექტემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ნიკოლოზ ავალიშვილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით 25 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ივანე დემუროვს წიგნებზე მუშაობისთვის 20 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 8 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ნიკო მარს წიგნებზე მუშაობისთვის 3.84 მანეთი გადაუხადა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 8 აგვისტოს ეკატერინე ყარამანის ასულმა პეტრიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გარდაცვლილი მეუღლის, პროფესორ ვასილ პეტრიაშვილის ბიბლიოთეკა შესწირა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 10 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ იასონ პავლეს ძე მოსაშვილს მადლობის წერილი გაუგზავნა ოდესაში ეკატერინე ყარამანის ასულ პეტრიაშვილისათვის გადასაცემად.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 26 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სოფიო ჯავახიშვილის თხოვნა საზოგადოების გამოცემების გასაყიდად მიცემის შესახებ. გამგეობამ მას 10 მანეთის წიგნები გადასცა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 14 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს გოგოთურ ჭინჭარაულის თხოვნა, მის ობოლ ძმისშვილ გრიგოლს სწავლის საფასურის გადახდაში დახმარებოდნენ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს აბელ აბელაშვილის თხოვნა, გაეგზავნათ წიგნები ოლთისის მაჰმადიანებისთვის გადასაცემად. გამგეობა აპირებდა აბელაშვილის თხოვნის შესრულებას.

1889

ტიპი: განათლება

1889 წელს გრიგოლ ჭინჭარაული თელავის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, ოლთის მაჰმადიანებისთვის გასაგზავნი წიგნების არჩევა ლუარსაბ ბოცვაძისთვის დაევალებინათ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს აღალო ათანასეს ძე თუთაშვილის თხოვნა, დიდუბის ბიბლიოთეკას დახმარებოდნენ წიგნებით. გამგეობამ 20 მანეთის წიგნების გაგზავნა გადაწყვიტა.