საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89125

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით ტყემალაძე ვერის წმინდა იოანეს ეკლესიის მღვდლად დანიშნეს.

1889

ტიპი: განათლება

1889 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით ტყემალაძე კიევის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის მე-2 გიმნაზიის საპატიო მზრუნველმა ნიკოლოზ ბაგრატიონ-მუხრანსკიმ თანამდებობა თავისი სურვილით დატოვა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 14 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით ტყემალაძე გორის სასულიერო სასწავლებელში პედაგოგად მუშაობდა.

1889

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1889 წლის 14 იანვარს ავალიშვილი თელავის წმინდა ნინოს სახელობის დედათა სასწავლებლის ფანჯრიდან გადმოვარდა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 13 იანვრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნდა ვაჟა-ფშაველას პიესა „სცენა მთაში“.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 12 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე ქაიხოსროს ძე აბაშიძე შავი ქვით ვაჭრობდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 12 იანვარს თბილისის ქართულ თეატრში უნდა წარმოედგინათ დავით გიორგის ძე ერისთავის მიერ რუსულიდან გადმოკეთებული 4-მოქმედებიანი პიესა „მეორედ გაყმაწვილება“.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 12 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, შავი ქვის წარმოება პირველად აკაკი წერეთელმა დაიწყო.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 12 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა გ. წერეთლის სტატია „შავი ქვის წარმოება დასავლეთ საქართველოში“.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 12 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილ გიორგი წერეთლის სტატიაში შავი ქვის წარმოების შესახებ აღნიშნულია, რომ შავი ქვის მადნეული კავკასიიდან საზღვარგარეთ პირველად 1878 წელს გაიტანეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 12 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მ. დ. ტატიშვილს ავაზაკები დაესხნენ თავს.

1889

ტიპი: მფლობელობა

1889 წლის 12 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გედევან ჩუბინიძეს ზესტაფონში სამიკიტნო ჰქონდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 12 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პავლე მოსეშვილი ადრე ხორცით ვაჭრობდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 12 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილ გ. წერეთლის სტატიაში შავი ქვის წარმოების შესახებ აღნიშნულია, რომ 1881 წელს კავკასიიდან საზღვარგარეთ გაიტანეს ნახევარი მილიონი ფუთი შავი ქვის მადნეული.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 12 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილ გ. წერეთლის სტატიაში შავი ქვის წარმოების შესახებ აღნიშნულია, რომ შავი ქვის წარმოების გასაძლიერებლად ჭიათურიდან ზესტაფონამდე რკინიგზის გაყვანა იყო საჭირო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 12 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, შავი ქვით ვაჭრობა პირველად პავლე მოსეშვილმა და გედევან ჩუბინიძემ დაიწყეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 12 იანვარს მთავრობის განკარგულებით მანსვეტოვი კავკასიის მე-4 მსროლელთა დრუჟინაში გადაიყვანეს.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 11 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ვარლამ ჭიჭინაძის წერილი სამეურნეო საზოგადოების შესახებ.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 11 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი წერეთლის მოთხრობა „მამიდა ასმათი“ გამოსცეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 11 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი წერეთლის წიგნი „მამიდა ასმათი“ 20 კაპიკად იყიდებოდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 10 იანვარს ალექსანდრე ყაზბეგმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ თავისი თხზულებებისა და მოთხრობების – „ელისოს“ და „მოძღვრის“ გამოცემებს საზოგადოებას ნახევარ ფასად გადასცემდა იმ პირობით, რომ თანხის სანაცვლოდ ისინი „დედაენასა“ და „ბუნების კარს“ გაუგზავნიდნენ.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 10 იანვარს თელავში იოსებ ჩიკვაიძის სახლს, რომელშიც ალექსანდრე დავითის ძე ჭავჭავაძე ცხოვრობდა, ცეცხლი გაუჩნდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 10 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე სულხანის ძე ჭავჭავაძემ თბილისის სათავადაზნაურო სკოლას 40 თუმანი შესწირა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 10 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია სოლომონის ძე ალხაზიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ახალციხესა და ახალქალაქში მოგროვებული 23. 36 მანეთი გადასცა.