რეგისტრირებული ფაქტები87059
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915-1916 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დასაწყისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლაში (მასწავლებლები – ალექსანდრე ბუჭუას ძე მგელაძე და მარიამ აფრასიონის ასული ლომინაძე) 40 ბავშვი გამოცხადდა. მშობლების გადასახლების გამო წლის განმავლობაში სკოლა ათმა მოსწავლემ დატოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლაში (მასწავლებლები – ალექსანდრე ბუჭუას ძე მგელაძე და მარიამ აფრასიონის ასული ლომინაძე) სწავლა 15 სექტემბერს დაიწყო და 29 მაისს შეწყდა. წლის მანძილზე 172 სასწავლო დღე იყო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლაში (მასწავლებლები – ალექსანდრე ბუჭუას ძე მგელაძე და მარიამ აფრასიონის ასული ლომინაძე) პროგრამულ საგნებთან ერთად გალობასაც ასწავლიდნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
საქართველოს რესპუბლიკის 1918 წლის 19 ნოემბრის პირველი ეროვნული ყრილობის არჩეულ საგანმანათლებლო სექციის სხდომას დაესწრო სახალხო და უმაღლესი პირველდაწყებითი სკოლების მასწავლებელთა კორპორაციის 4 წევრი, ქალაქის თვითმმართველობის ორგანოს სასკოლო კომისიისა და საშუალო სასწავლებლების მასწავლებელთა წრის – 3-3, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 2 წევრი, ასევე ქართველ ხელოვანთა, ქალთა საზოგადოებისა და გუბერნიის სკოლების წარმომადგენლები.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლა (მასწავლებლები – ალექსანდრე ბუჭუას ძე მგელაძე და მარიამ ლომინაძე) ომიანობის გამო საკუთარ შენობაში არ იყო მოთავსებული. ნაქირავები შენობა, სადაც სკოლა დროებით მოეწყო, ორსართულიანი იყო, ქვედა სართული კერძო პირს ჰქონდა ნაქირავები. სკოლა მეორე სართულზე იყო, 4 ვიწრო ოთახი ჰქონდა დათმობილი და 2 კლასისთვის ოთახი აკლდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885-დან 1904 წლამდე, სანამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლის მასწავლებელი გახდებოდა, ალექსანდრე ბუჭუას ძე მგელაძე სამინისტრო სკოლებში ასწავლიდა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლაში ასწავლიდნენ ალექსანდრე ბუჭუას ძე მგელაძე და მარიამ ლომინაძე, სკოლაში 44 მოსწავლე იყო.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 18 მარტის წერილში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილება (გამგეობის თავმჯდომარე – გიორგი ზდანოვიჩი, მდივანი – იაზონ ბაქრაძე) მთავარ გამგეობას სთხოვს, განუმარტონ – ფილიალის წევრებს აქვთ თუ არა საერთო კრებაზე დასწრებისა და გადამწყვეტი ხმის უფლება.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ეკატერინე გაბელია, ნადეჟდა გამყრელიძე, ნინო გედევანიშვილი, სვიმონ ზაქარიას ძე გიორგობიანი, ნიკოლოზ გამყრელიძე და ზოსიმე გველესიანი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: სერგეი ალექსის ძე დოლიძე, ბესარიონ ალექსანდრეს ძე დანელია, სპირიდონ კონსტანტინეს ძე დოლიძე და ივანე გიორგის ძე დურგლიშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილ წევრებს – სალომე დგებუაძეს, გრიგოლ დიასამიძეს, ნინო დავითაშვილს, ალექსანდრე დგებუაძესა და არხიპ დიდებულიძეს –საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ბესარიონ პეტრეს ძე დუნდუა, ლუარსაბ ალექსის ძე დაჯანგავაძე, პლატონ ექვთიმეს ძე დვალი, ვლადიმერ ესტატეს ძე დიდებულიძე და სანდრო დავითაშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: გიორგი ილიას ძე დიდებულიძე, გიორგი მიხეილის ძე დათაძე, ლავრენტი დვალიშვილი, ვლადიმერ იოსების ძე დედანოვი და გრიგოლ პლატონის ძე დადიანი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ვასილ ივანეს ძე დემეტრაშვილი, ეფემია დევდარიანი, იოსებ ივანეს ძე დემეტრაშვილი და სოფიო ნიკოლოზის ასული დარბაისელი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ არტემ იაგორის ძე დადუაშვილი, შოთა პლატონის ძე დადიანი, ანა დვალიშვილი, ანდრია კონსტანტინეს ძე დგებუაძე და ილია გიგოს ძე დოლიძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1910
ტიპი: ავტორობა
1910 წლის 14 თებერვალს იასონ ბაქრაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას აცნობა, რომ ქუთაისის ფილიალის გამგეობა თანახმა იყო, მონაწილეობა მიეღო საზოგადოების საერთო უწყების გამოცემაში და მათზე დაკისრებული 75 მანეთი ნაწილ-ნაწილ გაეგზავნა მთავარი გამგეობისთვის.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 27 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობის მდივანმა იასონ ბაქრაძემ მთავარ გამგეობას ქუთაისის ფილიალის 1909 წლის ხაჯთაღრიცხვა და შემოსავლის 20% (177 მანეთი და 18 კაპიკი) გაუგზავნა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ მარკარ დოლიძე, მიხეილ დიმიტრის ძე დაფქვიაშვილი, გრიგოლ სიმონის ძე დევდორიანი და თამარ დათაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: მიხეილ გრიგოლის ძე დუნდუა, იასონ საყვარელის ძე დოლიძე, ნინო დიმიტრის ასული დაფქვიაშვილი და ნინო დიმიტრაშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ანა მიხეილის ასული დიასამიძე, სიმონ თომას ძე ელიავა, ვასილ გრიგოლის ძე ედილაშვილი, ანა მიხეილის ასული ედილაშვილი-საძაგლიშვილისა და სტეფანე თევდორეს ძე ელიაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1926
ტიპი: ღონისძიება
1926 წლის 31 იანვრის წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სილიბისტრო რომანოზის ძე თავართქილაძის თხოვნა საზოგადოების გამოცემების 30%-იანი ფასდაკლებით დათმობის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა თავართქილაძისთვის საზოგადოების გამოცემები მიეცა 25%-იანი ფასდაკლებით, 500 მანეთის ფარგლებში.

