რეგისტრირებული ფაქტები87059
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 2 სექტემბერს გიორგი ლევანის ძე თედორაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ოდესის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 ნოემბერს პირველი ეროვნული ყრილობის მიერ არჩეულ პედაგოგიურ საბჭოსთან არსებულ საბავშვო წიგნების გამომცემელ კომისიას ქართული საბავშვო ლიტერატურის შეგროვება, ევროპულის თარგმნა, მაღალ დონეზე დასურათება და გამოცემა ევალებოდა. წიგნები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სტამბაში უნდა დაებეჭდათ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 6 აპრილს მარიამ აბიათარის ასულმა იაკობაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას თბილისის ქალთა უმაღლესი კურსების ისტორია-ფილოლოგიის განყოფილებაზე სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: სიმონ ნიკოლოზის ძე ედილაშვილი, ბარბარე იოსების ასული ეგნატაშვილი და იაკობ გიორგის ძე ელიაშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: იასონ ისიდორეს ძე ესებუა, დავით მიხეილის ძე ელისაშვილი და ვლადიმერ მათეს (მეთოდეს) ძე ენუქიძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: გიორგი ელბაქიძე, ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავი, ანასტასია გიორგის ასული ერისთავი, ნინო ნიკოლოზის ასული ერისთავი და თამარ ნიკოლოზის ასული ერისთავი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
საქართველოს რესპუბლიკის 1918 წლის 19 ნოემბრის პირველი ეროვნული ყრილობის დადგენილების თანახმად, სკოლის გარეშე განათლების ყველა დარგის მოწესრიგება ეროვნულ საბჭოს დაევალა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 იანვარს თბილისის რეალური სასწავლებლის შენობაში სრულიად საქართველოს ყველა ტიპისა და საფეხურის სკოლის მასწავლებელთა დელეგატების პირველი ყრილობა გაიხსნა. ყრილობის პრეზიდიუმში იყვნენ: თავმჯდომარე ალექსანდრე ივანეს ძე მდივანი, მოადგილეები – ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე და ივანე ბესარიონის ძე იმნაძე, მდივნები – კონსტანტინე იოსების ძე მიქაბერიძე, ევგენი ნიკოს ძე ოდიშარია და გიორგი გიორგობიანი.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 30 აგვისტოს სერაპიონ კონსტანტინეს ძე რამიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხიდისთავის განყოფილების გამგეობის წევრი იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 ნოემბრის პირველი ეროვნული ყრილობის მიერ არჩეულმა პედაგოგიურმა საბჭომ თბილისში, თელავში, ხაშურში, ქუთაისში, ზესტაფონში, ფოთში, ბათუმში, სოხუმსა და გალში პედაგოგთა გადამზადების კურსების მოწყობა გადაწყვიტა. მსმენელები ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის, პედაგოგიკის, კანონმდებლობისა და სახელმწიფო უფლების ლექციებს მოისმენდნენ, რისთვისაც სახელმწიფომ 200 000 მანეთი გამოყო.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 5 მაისს ვანო იოსების ძე იოსებიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ინსტიტუტში სწავლისთვის სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 ნოემბრის პირველი ეროვნული ყრილობის მიერ არჩეულმა პედგოგიურმა საბჭომ სკოლისათვის სახელმძღვანელო გეგმებისა და პროგრამების შემმუშავებელი კომისია დაამტკიცა, რომელშიც ფიზიკის, არითმეტიკის, გეომეტრიის, ისტორიის, ბუნებისმეტყველების, კანონმდებლობის, სახელმწიფო უფლების, პოლიტეკონომიისა და ბუღალტერიის მასწავლებლები შედიოდნენ.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 30 აგვისტოს ქიშვარდ მეგრელიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხიდისთავის განყოფილების გამგეობის წევრი იყო.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 30 აგვისტოს ფოცია კალანდაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხიდისთავის განყოფილების გამგეობის მდივანი იყო.
1895
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრმა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა ბოდიში მოუხადა პროფესორ ჰუგო შუხარდტს, იმის გამო, რომ 1895 წლის აგვისტოში გამოგზავნილი წიგნები ქართულმა ფოსტამ ფრანგული ენის უცოდინრობის გამო უკან დაუბრუნა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის სექტემბერში ატენის სკოლაში (მასწავლებელი ლავრენტი ბარნაბაშვილი) 39 მოსწავლე სწავლობდა, მაგრამ ოჯახური მდგომარეობისა და უგზოობის გამო 10 მოსწავლე დააკლდა, I კლასიდან – 4 ბავშვი, II-დან და III-დან კი – 3-3.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ატენის სკოლის (მასწავლებელი ლავრენტი ბარნაბაშვილი) შენობა 4 ოთახისგან შედგებოდა, საკლასო ოთახების გარდა სკოლაში იყო სოფლის ბიბლიოთეკა-სამკითხველო და მასწავლებლის ბინა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ატენის სკოლის მასწავლებლის, ლავრენტი ბარნაბიშვილის ხელფასი 648 მანეთი იყო. ის სკოლაში ცხოვრობდა, ამიტომ ბინის ქირას საზოგადოება არ უხდიდა.

