საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81340

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობამ დაადგინა, შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილს მინდობოდა დამფუძნებელი კრებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ შედგენილი დეკრეტის პროექტის წარდგენა საარჩევნო სიების გარანტიების შესახებ.

1921

ტიპი: სახელი

1921 წლის 1-ელი თებერვლიდან გასპაროვი მესხელის გვარზე გადავიდა.

1921

ტიპი: სახელი

1921 წლის 1-ელი თებერვლიდან ჩერეპანოვი რიმნისთველის გვარზე გადავიდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იუსტიციის მინისტრ რაჟდენ არსენიძის მოხსენების შემდეგ მთავრობამ დააკმაყოფილა ჩერეპანოვის შუამდგომლობა გვარის შეცვლის შესახებ და მას რიმნისთველის გვარის ტარების ნება დართო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობამ მოისმინა იუსტიციის მინისტრ რაჟდენ არსენიძის მოხსენება გასპაროვისთვის გვარის შეცვლის თაობაზე. მთავრობის დადგენილებით, გასპაროვს მესხელის გვარის ტარების უფლება მიეცა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის 1-ელ თებერვლამდე მიხეილ სპირიდონის ძე მაჭავარიანი ნავსადგურთა სამმართველოს ინჟინერ-მშენებელი იყო.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის 1-ელი თებერვლიდან ნავსადგურთა სამმართველოს ინჟინერ-მშენებელი მიხეილ სპირიდონის ძე მაჭავარიანი დაინიშნებოდა ამავე სამმართველოს უფროსის თანაშემწედ.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის თებერვალში კონსტანტინე საბახტარაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის თებერვალში კიაზიმ ყარაბექირ ფაშამ თურქეთის არმიის გენშტაბს მისწერა, რომ ერთ რაზმს ართვინ-არდაგნის ასაღებად ამზადებდა, თავის საკავალერიო პოლკს კი ორ ეშელონად ზართაშისკენ წინსვლა უბრძანა, რადგან, თუ მათ ბოლშევიკები დაასწრებდნენ და ამ ტერიტორიას დაიკავებდნენ, მისი უკან დაბრუნება გაჭირდებოდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის თებერვალში იმამზადე მეჰმედ ედიბის, ჰათუნზადე აჰმედ ნურედინისა და ჰიჯაბიზადე აჰმედ აკიფის თაოსნობით მომზადდა მიმართვა ბათუმის მოსახლეობისადმი, რომელსაც ისინი მოუწოდებდნენ, არ დაეჯერებინათ ბათუმის ოლქის საქართველოსთვის შეერთების მომხრე ჰაიდარ აბაშიძისათვის (თულუმბაზადესთვის).

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წლის თებერვალში წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისთვის ევგენი ღვალაძე თეთრი გიორგის ჯვრით დააჯილდოვეს.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის თებერვალში სვიმონ მდივანმა ანკარიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მისწერა, რომ თურქეთმა ართვინისა და არტაანის ოლქების დაცლა მოითხოვა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის თებერვალში სვიმონ გურგენის ძე მდივანმა ანკარიდან საქართველოს მთავრობას მისწერა, ჰკითხა, დათანხმებოდა თუ არა თურქეთის მთავრობას ბათუმის საქართველოს ფარგლებში დატოვების სანაცვლოდ ართვინისა და არტაანის დათმობაზე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის თებერვალში მოსკოვში ჩასული თურქეთის დელეგაცია მიხვდა, რომ გიორგი ჩიჩერინთან ვერ მოილაპარაკებდა და იოსებ ჯუღაშვილთან შეხვედრა გადაწყვიტა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის თებერვალში მოსკოვში მყოფმა თურქეთის დელეგაციის წევრმა იუსუფ ქემალმა გიორგი ჩიჩერინს აუხსნა, რომ ისინი მოსკოვში პოლიტიკურ-სამხედრო ხელშეკრულების დასადებად იყვნენ ჩასულები.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობის მეთაურმა ნოე ჟორდანიამ თბილისში ანკარის მთავრობის წარმომადგენელ კიაზიმ დირიქს დახმარება სთხოვა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის თებერვალში მოსკოვში გამართულ კონფერენციაზე გიორგი ჩიჩერინი ბათუმის თურქეთის საზღვრებში მოქცევის წინააღმდეგი იყო, თურქეთის დელეგაცია მას არ ეთანხმებოდა, ამიტომ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის თებერვალში მოსკოვში ჩასულ თურქეთის დელეგაციის წარმომადგენელ იუსუფ ქემალ ბეისთან საუბრისას გიორგი ჩიჩერინმა აღნიშნა, რომ რუსეთი თურქეთთან რაიმე სამოკავშირეო ხელშეკრულების დადებას არ აპირებდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის თებერვალში რუსეთ-თურქეთის მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის შემდეგ ენვერ ფაშამ თურქეთის დელეგაციას ურჩია, უარი ეთქვათ ბათუმზე და ხელშეკრულებაზე სასწრაფოდ მოეწერათ ხელი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის თებერვალში რუსეთ-თურქეთის მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის შემდეგ ენვერ ფაშამ და აზერბაიჯანის წარმომადგენელმა თურქებს გიორგი ჩიჩერინისა და იოსებ ჯუღაშვილის სახელით მოლაპარაკებათა განახლება აღუთქვეს, თუ ისინი თურქეთის აღმოსავლეთის საზღვრების მცირედით შეცვლას დათანხმდებოდნენ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 31 იანვარს დილის 12 საათზე სამხედრო სამინისტროს (მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე) სამნეო განყოფილებაში სიტყვიერი და წერილობითი განცხადებით დანიშნული იყო საჯარო ვაჭრობა თბილისის გარნიზონისთვის ერთი წლის ვადით ხორცისა და ცხიმის ჩაბარების შესახებ. დაწვრილებითი ცნობები მსურველებს შეეძლოთ მიეღოთ ყოველდღე სამნეო განყოფილების სასურსათო სექციაში, ბარიათინის ქუჩა N10.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 31 იანვარს საქართველოს დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის პირველ სხდომაზე პრეზიდიუმის თავმჯდომარედ არჩიეს სპირიდონ კედია, თავმჯდომარის მოადგილეებად − გრიგოლ ვეშაპელი და ალექსანდრე ასათიანი, პასუხისმგებელ მდივნად − რაფიელ ინგილო, მდივნის თანაშემწედ − მთავარი კომიტეტის წევრი ელისე პატარიძე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 31 იანვარს საქართველოს დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაზე აირჩიეს ბიურო, რომელიც შედგებოდა 9 წევრისგან: სპირიდონ კედია, გრიგოლ ვეშაპელი, გიორგი გვაზავა, ალექსანდრე ასათიანი, იოსებ მაჭავარიანი, რაფიელ ინგილო, შალვა ქარუმიძე, კოტე აფხაზი. ერთი წევრის არჩევა შემდეგი სხდომისთვის გადაიდო.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 31 იანვარს სოფელ აბანოში (გორის მაზრა) ბარბარე სოლომონის ასული ბაგრატიონ-დავითაშვილისა გარდაიცვალა.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნინო ოტიას ასული დადიანი-ერისთავი ინჟინერ ივანე დადიანის და იყო.