საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87059

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 31 იანვარს შილდის სასოფლო სკოლის მასწავლებელმა გიორგი აღნიევმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო სახელმძღვანელო და საკითხავი წიგნები სკოლისათვის.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 31 იანვარს სოფელ შილდის სკოლის მასწავლებელმა გიორგი აღნიევმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიღებული ყველა წიგნი განათავსა სკოლის ბიბლიოთეკაში. მას ძირითადად ღარიბი მოსწავლეები იყენებდნენ.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ გიორგი აღნიევის ცნობით, 1881 წლის 19 დეკემბრისთვის შილდის სასოფლო სასწავლებელში სწავლობდა 56 მოსწავლე, მათგან 19 ქალი იყო.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ სოფელ ბოდბისხევის სკოლის მასწავლებელ ტრიფონ კაჭარავას შესავსებად გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 21 დეკემბერს ბოდბისხევის სასოფლო სკოლის მასწავლებელმა ტრიფონ კაჭარავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 21 დეკემბერს ბოდბისხევის სასოფლო სკოლის მასწავლებელი ტრიფონ კაჭარავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობებს, რომ მოსწავლეთათვის უფასოდ დასარიგებლად სკოლამ წიგნები ნამდვილად მიიღო მისი წინამორბედის დროს, მაგრამ არ იყო დაფიქსირებული რამდენჯერ და როდის.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ ტრიფონ კაჭარავას ცნობით, 1881 წლის 21 დეკემბრისთვის ბოდბისხევის სასოფლო სკოლაში სწავლობდა 60 მოსწავლე ვაჟი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 21 დეკემბერს მასწავლებელი ტრიფონ კაჭარავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობებს, რომ ბოდბისხევის სკოლას იმ დროისთვის ესაჭიროებოდა შემდეგ წიგნები: „ბუნების კარი“ – 12, „დედა ენა“ – 15, რაფიელ ერისთავის „იგავ-არაკნი“ – 15, „რამდენიმე სურათი ყაჩაღის ცხოვრებიდან“ – 10, „დიმიტრი თავდადებული“ – 10, ი. დავითაშვილის ლექსების კრებული „სტვირი“ – 10; ნივთები: ორი მაგიდა, თითო 5 მოწაფისათვის, ფასი 16 მან., დახაზული ასპიდის დაფები – 15, სახაზავები – 18, გრიფელი – 2 კოლოფი, ხმელი მელანი – 2, გლობუსი, საქართველოს რუკა, ფანქრები – 2 დუჟინი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 21 დეკემბერს მასწავლებელი ტრიფონ კაჭარავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, ბოდბისხევის სასოფლო სკოლის მოსწავლეთათვის გამოეგზავნათ ადვილად საკითხავი წიგნები. მისი აზრით, მსგავსი წიგნები სასარგებლო იყო ხალხში წიგნის კითხვის გავრცელებისთვის.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ სოფელ კირცხის სასწავლებლის პედაგოგ ისიდორე ჭანტურიას გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ, ბრძანება N30.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 12 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მიიღო მასწავლებელ ისიდორე ჭანტურიას ცნობა, რომ სოფ. კირცხის სასწავლებელს ერთხელაც არ მიუღია წიგნები და სასწავლო ნივთები ღარიბი მოსწავლეებისთვის უფასოდ დასარიგებლად.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ ისიდორე ჭანტურიას ცნობით, 1881 წლის ნოემბრისთვის სოფელ კირცხის სასწავლებელში 85 მოსწავლე ქალი და ვაჟი სწავლობდა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 10 დეკემბერს სოფელ ხოტევის სკოლის მასწავლებელი კონსტანტინე ნატროშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვს, გაუგზავნონ „დედა ენა“, „ბუნების კარი“, გ. დიდებულიძის თარგმნილი „დაწყებითი სწავლა მართლმადიდებლობითის ქრისტიანებრივის სარწმუნოებისა“, ასპიდის დაფები გრიფელით, 17 ეგზემპლარად, რამდენი ღარიბი მოსწავლეც იყო.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის ნოემბერში მასწავლებელმა ისიდორე ჭანტურიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სოფელ კირცხის სასწავლებლის შესახებ. გამგეობამ წერილი მიიღო 12 ნოემბერს.

1872

ტიპი: ავტორობა

იაკობ გოგებაშვილმა შეადგინა „დარიგება მასწავლებლისათვის, თუ როგორ უნდა წაიყვანოს სწავლება წერა-კითხვისა ქართულ ანბანში და პირველ საკითხავ წიგნში“, რომელიც გამოიცა 1872 წელს.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 27 ნოემბერს მასწავლებელმა პ. ხატიევმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აუწყა, რომ სოფელ ენისლის სკოლას სჭირდებოდა 3 ც. სახელმძღვანელო გ. დიდებულიძის „დაწყებითი სწავლა მართლმადიდებლობითის ქრისტიანებრივის სარწმუნოებისა“, 5 ც. ასპიდის ფიცარი, ერთი ყუთი გრიფელი და ერთი კოლოფი რკინის კალმები.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ სოფელ ლესიჭინის სკოლის მასწავლებელ სოფრონ ბერულავას გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ, დადგენილება N99.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 28 ნოემბერს ზუგდიდის მაზრის სოფელ ლესიჭინის სკოლის მასწავლებელმა სოფრომ ბერულავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ. გამგეობამ წერილი მიიღო 7 დეკემბერს.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 28 ნოემბერს მასწავლებელმა სოფრომ ბერულავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სოფ. ლესიჭინის სკოლას არ მიუღია სასწავლო ნივთები, სახელმძღვანელო და საკითხავი წიგნები ღარიბთათვის დასარიგებლად.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ სოფრონ ბერულავას ცნობით, 1881 წლის 28 ნოემბრისთვის სოფელ ლესიჭინის სკოლაში სწავლობდა 30 ვაჟი და 2 ქალი.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ სოფრონ ბერულავას ცნობით, 1881 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით სოფელ ლესიჭინის სკოლის მოსწავლეთაგან ღარიბი იყო 17 ვაჟი და 1 ქალი.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლის 7 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმის" ნომერში გამოქვეყნდა თბილისის მაზრის საერობო ხმოსნებად არჩეულ პირთა სია. გაზეთში სასიხარულო მოვლენად იყო შეფასებული ყარაიაზის ოლქიდან კანდიდატად წარდგენილი მუსლიმი ქალის – პარი-ხანუმ სოფიევას ხმოსანთა წევრად არჩევა.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ ტრიფონ კაჭარავას ცნობით, 1881 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით ბოდბისხევის სასოფლო სკოლის მოსწავლეთაგან 18 ღარიბი იყო.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ ისიდორე ჭანტურიას ცნობით, 1881 წლის ნოემბრის მდგომარეობით სოფელ კირცხის სასწავლებლის 24 მოსწავლე იმდენად ღარიბი იყო, რომ არ შეეძლოთ საკუთარი სახსრებით წიგნებისა და სასწავლო ნივთების შეძენა, 15 მოსწავლე კი ისეთი, რომლებიც ყიდულობდნენ, მაგრამ დიდი გაჭირვებით.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ დაბა ვანის სკოლის მასწავლებელ ფელიპე მიხაილის ძე ტეტუნაშვილს გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ.