საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87059

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 26 ნოემბერს დაბა ვანის სკოლის მასწავლებელმა ფელიპე ტეტუნაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ 30 უღარიბესი მოსწავლისათვის სჭირდებოდათ ყველა სახელმძღვანელო და სასწავლო ნივთი და გაგზავნა სთხოვა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 26 ნოემბერს დაბა ვანის სკოლის მასწავლებელი ფელიპე ტეტუნაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერს, რომ წიგნები მიიღეს და სკოლაშია, მაგრამ არ არის დაფიქსირებული მიღების დრო და თითოეული სახელმძღვანელოს რაოდენობა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ სოფელ შემოქმედის სკოლის მასწავლებელ ანტონ ცეცხლაძეს გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ, დადგენილება N86.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 29 აპრილს სოფელ შემოქმედის სკოლის მასწავლებელმა ანტონ ცეცხლაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო წიგნები.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ ნიკოლოზ ხუციშვილის ცნობით, 1881 წლის 24 დეკემბრისთვის სოფელ ახალქალაქის სკოლაში სწავლობდა 87 მოსწავლე, 67 ვაჟი და 20 ქალი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 19 დეკემბერს მასწავლებელი გიორგი აღნიევი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ატყობინებდა, რომ შილდის სკოლისა და მოსწავლეთათვის საჭირო იყო „პირველ დასაწყისი კურსი რუსული ენისა“ (კალანდარიშვილის თარგმნილი, გოგებაშვილის რედაქციით) – 28 წიგნი, „ბუნების კარი“ – 20 წიგნი, საღმრთო წერილის სურათები, შვედური საანგარიშო, 20 ცალი ასპიდის დაფა, 6 დუჟინი ფანქრები, ორი კოლოფი კალმები, 40 საწერი კალამი, ერთი ოზმა ქაღალდი N6, უფრო მეტი N7 და სათამაშოები ყმაწვილებისთვის.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 23 ნოემბერს სოფელ შემოქმედის სკოლის მასწავლებელმა ანტონ ცეცხლაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა ცნობები სკოლის შესახებ.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმის მწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ სოფელ ახალქალაქის სკოლის მასწავლებელ ნიკოლოზ ხუციშვილს გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 24 დეკემბერს სოფელ ახალქალაქის სკოლის მასწავლებელმა ნიკოლოზ ხუციშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა ცნობები სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ ნიკოლოზ ხუციშვილის ცნობით, 1881 წლის 24 დეკემბრის მდგომარეობით სოფელ ახალქალაქის სკოლაში 48 ღარიბი მოსწავლე იყო.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით,  ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი იყო საზოგადოების მდივანი.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების საქმისმწარმოებელი გრიგოლ თევდორეს ძე ყიფშიძე იყო.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 19 დეკემბერს შილდის სასოფლო სკოლის მასწავლებელმა გიორგი აღნიევმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა განცხადება სკოლის შესახებ. გამგეობამ წერილი მიიღო 4 იანვარს.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ გიორგი აღნიევის ცნობით, 1881 წლის 19 დეკემბრის მდგომარეობით სოფელ შილდის სკოლის 18 მოსწავლე ქალ-ვაჟი ღარიბი იყო.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 30 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორ ანტონ ფილიპეს ძე კირილოვს გაუგზავნა დადგენილება N186.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 30 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმის მწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორ დიმიტრი დანიელის ძე ორლოვს გაუგზავნა დადგენილება N185.

1879

ტიპი: ავტორობა

გ. დიდებულიძის მიერ რუსულიდან ნათარგმნი რელიგიის სახელმძღვანელო „დაწყებითი სწავლა მართლმადიდებლობითის ქრისტიანებრივის სარწმუნოებისა" გამოიცა 1879 და 1880 წლებში.

1881

ტიპი: ავტორობა

გ. დიდებულიძემ თარგმნა რუსულიდან „ლოცვები, მცნებაები და სიმვოლო სარწმუნოებისა განმარტებით“, რომელიც გამოიცა 1881 და 1883 წელს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 28-29 ივნისს გაიმართა ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის განყოფილების მორიგი საერთო კრება, რომელმაც განიხილა განვლილი 3 წლის (1912-1914) ანგარიში და აირჩია გამგეობა: გიორგი ზდანოვიჩი (თავმჯდომარე), მელანია გველესიანისა, მარიამ ვარდოსანიძე, იოსებ ოცხელი, სილოვან ხუნდაძე, იაზონ ბაქრაძე, ევტიხი ჩხატარაიშვილი, სერგო რობაქიძე, გრიგოლ გიორგაძე, ბართლომე მოსეშვილი, სამსონ ყიფიანი, იაკობ ფანცხავა, გიორგი ტუსკია, რაჟდენ კანდელაკი, ილია ფირცხალაიშვილი.

პირები
წყარო

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ სოფ. ნორიოს სკოლის მასწავლებელ ნ. ჯაჯანიძეს გაუგზავნა დადგენილება, კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 20 ნოემბერს ნორიოს სკოლის მასწავლებელმა ნ. ჯაჯანიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ. გამგეობამ მოხსენება მიიღო 27 ნოემბერს.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ ნ. ჯაჯანიძის ცნობით, 1881 წლის 20 ნოემბრისთვის სოფელ ნორიოს სკოლაში სწავლობდა 29 მოსწავლე ვაჟი და არცერთი ქალი.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ ნ. ჯაჯანიძის ცნობით, 1881 წლის 20 ნოემბრის მდგომარეობით სოფელ ნორიოს სკოლაში 6 ღარიბი მოსწავლე იყო.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 24 დეკემბერს სოფელ ახალქალაქის სკოლის მასწავლებელმა ნიკოლოზ ხუციშვილმა აცნობა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომ მიღებული წიგნები ინახებოდა ბიბლიოთეკაში და მოსწავლეები იყენებდნენ რიგრიგობით.