რეგისტრირებული ფაქტები87059
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1913
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 25 ნოემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრთა საგანგებო კრებამ მოიწონა გამგეობის მოხსენება სტამბის დაარსების თაობაზე. სტამბამ მუშაობა დაიწყო 1913 წლის 14 ნოემბერს. ანგარიშის თანახმად, 1913 წელს სტამბაზე დაიხარჯა 5840 მანეთი და 26 კაპიკი. ხელმომწერნი: გიორგი ზდანოვიჩი (თავმჯდომარე), იოსებ ოცხელი (თავმჯდომარის ამხანაგი), ბართლომე მოსეშვილი (მოლარე), წევრები – მელანია გველესიანისა, მარიამ ვარდოსანიძე, იაზონ ბაქრაძე, ისიდორე კვიცარიძე, სამსონ ყიფიანი, სვიმონ ხეჩინოვი, სილოვან ხუნდაძე, ტრიფონ ჯაფარიძე.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წლის 20 დეკემბერს გამართულ კრებაზე დადგინდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჩოხატაურის განყოფილების დაარსება. გამგეობის თავმჯდომარედ დასახელდა სერგო ნიკოლოზის ძე რუხაძე, ხოლო წევრებად – ექიმი მელიტონ გიორგის ძე არიშიძე (არეშიძე), სილიბისტრო რომანოზის ძე თავართქილაძე, გრიგოლ როსტომის ძე თავდგირიძე, ბესარიონ დოლიძე, თომა ბესარიონის ძე მეგრელიშვილი და დიმიტრი კოტრიკაძე.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 24 დეკემბერს მასწავლებელი ნიკოლოზ ხუციშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობებს, რომ სოფელ ახალქალაქის სკოლის შენობის აივანი და კარ-ფანჯრები დარჩა წამალწაუსმელი, რის გამოც სკდებოდა, შენობას აკლდა სხვადასხვა წვრილმანი. სკოლას დიდ სარგებლობას მოუტანდა გამგეობა, თუ 80-100 მანეთს შესწირავდა.
ტიპი: ღონისძიება
ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის განყოფილების 1913 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მარიამ ვარდოსანიძის, მელანია გველესიანისა და ელისაბედ ტყეშელაშვილის თაოსნობითა და ქუთათურ მანდილოსანთა დახმარებით ქალაქის ბაღში გამართულმა ტრადიციულმა საჯარო სეირნობამ, იაფი ვაჭრობითა და გასართობებით, საზოგადოებას შესძინა 1355 მან. და 68 კაპ.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლებში ისწავლებოდა დიმიტრი სოკოლოვის შედგენილი და გ. დიდებულიძის მიერ თარგმნილი რელიგიის სახელმძღვანელოები „დაწყებითი სწავლა მართლმადიდებლობითის ქრისტიანებრივის სარწმუნოებისა" და „ლოცვები, მცნებაები და სიმვოლო სარწმუნოებისა განმარტებით“ (ლოცვები განმარტებით).
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 20 ნოემბერს ნორიოს სკოლის მასწავლებელი ნ. ჯაჯანიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ატყობინებს, რომ 1-ლი ივლისიდან იმ დრომდე ღარიბი შეგირდებისათვის დასარიგებლად მას არ მიუღია წიგნები. გამგეობისგან წიგნები მიიღეს წინა მასწავლებლებმა და გადასცეს მხოლოდ ესენი: 3 ცალი თბილისის საზოგადოების წესდება, თითო-თითო ეგზემპლარი ი. გოგებაშვილის „დარიგება მასწავლებლისათვის“, ნ. ბარათაშვილის ლექსები, დ. ბაქრაძის „მირიან მეფე და წმინდა ნინო“, სოლომონ ლიონიძის „გლოვა ირაკლი მეორისა“, დ. ბაქრაძის „პონტის მეფე მიტრიდატ დიდი“, „ლოცვანი“, ლავრენტი არდაზიანის „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“, „არითმეტიკული ამოცანები“ და დაჭრილი ანბანი.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 20 ნოემბერს ნორიოს სკოლის მასწავლებელმა ნ. ჯაჯანიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ სკოლა საჭიროებდა შემდეგ ნივთებს: მაგიდა და სკამი მასწავლებლისთვის, მაგიდები მოსწავლეებისთვის და დახაზული საკლასო დაფა. სკოლაში საერთოდ არ იყო მაგიდები და ამიტომ არცერთი მოსწავლე გოგონა არ სწავლობდა.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის ნოემბერში მასწავლებელმა ისიდორე ჭანტურიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ სოფელ კირცხის სკოლისთვის საჭირო იყო სახელმძღვანელოები – „დედა ენა“, „როდნოე სლოვო“ (I ნაწილი), ასევე საანგარიშო და მათემატიკის უჯრა. გამგეობას იმდენი სახელმძღვანელო უნდა გაეგზავნა, რამდენსაც საჭიროდ მიიჩნევდა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 29 აპრილს სოფელ შემოქმედის სკოლის მასწავლებელმა ანტონ ცეცხლაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიღებული წიგნები დაურიგა ღარიბ მოსწავლეებს. გამოყენების შემდეგ მათ წიგნები ისევ სკოლისთვის უნდა დაებრუნებინათ სხვა ღარიბი მოსწავლეებისთვის დასარიგებლად.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 23 ნოემბერს სოფელ შემოქმედის მასწავლებელმა ანტონ ცეცხლაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ ყურადღებას აქცევდა, სკოლაში დარიგებულ წიგნებს მოსწავლეები გაფრთხილებოდნენ. მან რამდენიმე ეგზემპლარი აჩუქა ძალიან ღარიბ, მაგრამ კარგი ყოფაქცევის და ბეჯით მოსწავლეებს.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ სოფ. კორცხელის სასწავლებლის პედაგოგ სამსონ თოლარაძეს გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ, დადგენილება N38.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 14 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, გამგეობის წევრი იყო დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 14 დეკემბრის ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების წლიური კრების თავმჯდომარე იყო დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 14 დეკემბერს, დილის 11 საათსა და 20 წუთზე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრება გახსნა თავმჯდომარის მოვალეობის აღმასრულებელმა, გამგეობის წევრმა, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: კალისტრატე ბიჭიას ძე ჯაფარიძე, ვასილ ბურდღუს ძე მალაშხია, ვასილ ივანეს ძე აბულაძე და თამარ ზაქარიას ასული აზმაიფარაშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ ანდრია ზაქარიას ძე ჯაბიშვილი, ნიკოლოზ პავლეს ძე კიკნაძე და კონსტანტინე თომას ძე ხახანაშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

