რეგისტრირებული ფაქტები87053
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს კონსტანტინე იესეს ძე ტყავაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სიღნაღის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს გიორგი ალექსანდრეს ძე ჭანიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სიღნაღის განყოფილების ხაზინადარი იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სიღნაღის განყოფილება გაიხსნა. 1916 წელს მისი თავმჯდომარე იყო ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ჯანდიერი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების გამგეობის (თავმჯდომარე გიორგი ქაიხოსროს ძე დავითიშვილი) შემოსავალი 6.55 მანეთი იყო.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე გიორგი ქაიხოსროს ძე დავითიშვილი იყო, 100 წევრი ჰყავდა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ივანე იასეს ძე ორჯონიკიძე, ნიკოლოზ გაბრიელის ძე ჭონიშვილი და ლაზარე ივანეს ძე კვინიკაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს იოსებ გრიგოლის ძე გოგინაშვილი, გრიგოლ რაჟდენის ძე შათირიშვილი და მიხეილ დავითის ძე კობალაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს გახსნილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჩოხატაურის განყოფილების თავმჯდომარე ალექსანდრე სიმონის ძე ჭურაძე იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ავთანდილ იესეს ძე ცინცაძე, ვალერიან პავლეს ძე ჭანტურია, გიორგი ალმასხანის ძე ჟღენტი და ილია მიხეილის ძე შარაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჩოხატაურის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჩოხატაურის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე ალექსანდრე სიმონის ძე ჭურაძე იყო, მთავარ გამგეობას მუშაობის ანგარიში არ წარუდგინა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილება გაიხსნა. 1916 წელს გიორგი ქაიხოსროს ძე დავითიშვილი ამ განყოფილების თავმჯდომარე იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს დეკანოზი იროდიონ ბესარიონის ძე ოქროპირიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს არჩილ ზინობის ძე დედანაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების მდივანი და ხაზინადარი იყო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ნიკა ქუთათელაძის მოხსენება (რეცენზია) იპოლიტე ვართაგავას „სიტყვათა თეორიის შესახებ“. გამგეობამ ქუთათელაძისთვის 10 000 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს იორდანე მიხეილის ძე გოცაძე, ვანო (ვარლამ) დავითის ძე საყვარელიძე, მელიტონ მალაქიას ძე გაჩეჩილაძე და ბესარიონ ანტონის ძე კელენჯერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის (ზესტაფონის) განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის (ზესტაფონის) განყოფილების გამგეობას თეატრის ფონდის გასაძლიერებელად ჰყავდა დამხმარე კომისია, რომლის წევრებიც იყვნენ: ალექსანდრა ციციშვილი, რევაზ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილი და ვლადიმერ ილიას ძე ჩხეიძე.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს პლატონ თეიმურაზის ძე კიკნაველიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის (ზესტაფონის) განყოფილების მოლარე იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს სამსონ პეტრეს ძე მამალაძე, გედევან გველესიანი და მიხეილ ჩუბინიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის (ზესტაფონის) განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების გამგეობა, რომლის თავმჯდომარეც იყო ბარბარე სპირიდონის ასული წერეთლისა, ეხმარებოდა ხარაგაულის, ძირულის, ღორეშის, საქარის, მუხურის, ჩხარის, საზანოს, წევისა და ყვირილის სამკითხველოებს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე ბარბარე სპირიდონის ასული წერეთლისა იყო, 2 სხდომა გამართა.
1896
ტიპი: ორგანიზაცია
1896 წელს ოლღა ჭავჭავაძისა, ეკატერინე ერისთავისა, ელენე ჟურავსკისა, ეკატერინა გაბაშვილისა და ეფროსინე ჭიჭინაძისა თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადოების „შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისათვის“ განყოფილების ქალთა კომიტეტის წევრები იყვნენ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს დეკანოზი გაბრიელ ცაგარეიშვილი ქუთაისის პროგიმნაზიაში საღვთო რჯულს ასწავლიდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს მღვდელი ალექსანდრე გიორგაძე ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის დედათა სასწავლებელში საღვთო რჯულს ასწავლიდა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს სოლომონ ჩიტაძე საზოგადოება „საქართველოს სამზრუნველო სასულიერო წოდება ღარიბთათვის“ მდივანი იყო.

