რეგისტრირებული ფაქტები92137
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1879
ტიპი: თანამდებობა
1879 წელს ღარიბ მოწაფეთა შემწე ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოების კომიტეტის წევრებად აირჩიეს: ვ. გ. თულაშვილი, ნიკოლოზ ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ლ. ი. მაღალაშვილი, დავით ერისთავი და ნ. პ. ქანანოვი.
1881
ტიპი: თანამდებობა
1880-1881 სასწავლო წელს ღარიბ მოწაფეთა შემწე ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოების კრების თავმჯდომარე იყო კონსტანტინე მამაცაშვილი, ხოლო მოადგილე – იაკობ გოგებაშვილი.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879 წელს ღარიბ მოწაფეთა შემწე ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოების კომიტეტის თავმჯდომარედ გ. რ. ერისთავი აირჩიეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ღარიბ მოწაფეთა შემწე ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოების სკოლაში გამართულ არისტო ქუთათელაძის გაკვეთილს ილია ჭავჭავაძე და ვანო მაჩაბელი დაესწრნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის ნოემბერში დავით კარიჭაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) განაცხადეს, რომ იმ წელს გერგეთისა და ყალამშის სკოლებში სასწავლო პროცესის შეწყვეტის მიზეზი უცნობი იყო.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 29 მაისს თბილისის სათავადაზნაურო სკოლის გამოცდებს ესწრებოდნენ ილია ჭავჭავაძე, ალექსანდრე ორბელიანი, ლ. მაღალაშვილი და ზაქარია ბარათაშვილი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის გაზაფხულზე სათავადაზნაურო სკოლის შენობაში იმართებოდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებები, რომელთაც საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე და გიმნაზიის გამგე ალექსანდრე ჭიჭინაძე ესწრებოდნენ.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წელს იაკობ გოგებაშვილის თავმჯდომარეობით შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტების ინსტრუქციაში აღნიშნულია, რომ იმ სოფლებს, რომლებშიც საზოგადოების სკოლები გაიხსნებოდა, წელიწადში 30 თუმანი მაინც უნდა გაეღოთ სკოლის მუშაობისთვის.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წელს იაკობ გოგებაშვილის თავმჯდომარეობით შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტების ინსტრუქციაში აღნიშნულია, რომ აგენტებს წევრების დახმარებით საზოგადოების სასარგებლოდ სპექტაკლები, სალიტერატურო საღამოები და სხვა გასართობი ღონისძიებები უნდა გაემართათ.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წელს იაკობ გოგებაშვილის თავმჯდომარეობით შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტების ინსტრუქციაში აღნიშნულია, რომ აგენტის მოვალეობა საუკეთესო მაღაზიების შუამავლობით ან კერძოდ წიგნების გაყიდვა იყო.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წელს იაკობ გოგებაშვილის თავმჯდომარეობით შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტების ინსტრუქციაში აღნიშნულია, რომ საზოგადოების აგენტს სკოლებისა და სახალხო ბიბლიოთეკების გახსნა უნდა ეცადა.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884 წელს მღვდელი თევდორე გულისოვი საგარეჯოში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტი იყო.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წელს იაკობ გოგებაშვილის თავმჯდომარეობით შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტების ინსტრუქციაში აღნიშნულია, რომ საზოგადოების წევრობის კანდიდატები და წევრები აგენტებს საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეების გაკეთებაში უნდა დახმარებოდნენ.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის იაკობ გოგებაშვილის თავმჯდომარეობით შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტების ინსტრუქციაში აღნიშნულია, რომ აგენტს ყოველ შემოდგომაზე საზოგადოების წევრობის კანდიდატებისა და წევრებისგან საწევრო უნდა შეეკრიბა და მმართველობისთვის გაეგზავნა.

