რეგისტრირებული ფაქტები87053
სორტირება თარიღი კლებადობით
1887
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1887 წლის 21 თებერვლის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ ხონში მოქმედი ორი საქალებო სკოლიდან ერთ-ერთი იულონ შარაშენიძემ დააარსა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 20 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ სოფელ ქარელში, სადაც ებრაელების გარდა 200 კომლი ცხოვრობდა, სამკითხველოს გახსნა გადაწყდა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 20 თებერვლის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ სოფელ ქარელის თავადები, ციციშვილები არ ზრუნავდნენ ადგილობრივი გლეხების განათლებაზე. წერილის ავტორი იმედს გამოთქვამდა, რომ მომრიგებელ შუამავალს, თ. გ. ციციშვილს შეეძლო გლეხებთან სკოლის გახსნაზე მოლაპარაკება.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 20 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ ქარელიდან გუჯარეთისკენ გზატკეცილის კეთება დაიწყო.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 20 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ „ქალაქში დიდი ხანია ტელეფონის გამართვას აპირებდნენ“, მაგრამ მოსახლეობა საჭირო დანადგარების თავიანთ სახლებზე დადგმის უფლებას არ იძლეოდა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 20 თებერვლის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ, გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეს“ ცნობით, პარიზში მიმავალმა „როტშილდების“ ფირმის წარმომადგენელმა არნოლდ ფეიგელმა გზად თბილისში გაიარა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 20 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ „ტფილისის ფურცლის“ ცნობით, უმთავრესი სამხედრო საბჭოს გადაწყვეტილებით 1887 წლიდან მუსლიმები მხოლოდ ორ თავიანთ დღესასწულზე: „ჰაიდი-ფეტერისა“ და „ჰაიდი ყურბანის“ დროს გათავისუფლდებოდნენ.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 20 თებერვლის გაზეთ „ივერიის“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) ინფორმაციით, ფრანგული გაზეთი „Memorial Diplomatique“, ბერლინური „National Zeitung“ ასევე „Daili News“ და „Pestev Lloid“ რუსეთის მიერ ბულგარეთში ჯარების სავარაუდო ჩაყენებაზე წერდნენ, რაზედაც ავსტრია-უნგრეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებს ხისტი პოზიცია ჰქონდათ.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 20 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ პაპმა ლეო XIII ბისმარკს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
1887
ტიპი: თანამდებობა
1887 წლის 20 თებერვლის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ რუსეთმა თავის წარმომადგენლად თეირანში გენერალი ალექსანდრე კაულბარსი დანიშნა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 19 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზაქარია ალექსანდრეს ძე ჯორჯაძემ კავკასიის სამეურნეო საზოგადოების წევრთა კრებაზე წაიკითახა მოხსენება: „რა საშუალებანი უნდა იქნას მიღებული სახელმწიფო სამინისტროს მიერ, რომ მთელი რუსეთის ღვინის კეთება წარმატებაში შევიდეს.“
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 19 თებერვლის გაზეთ „ივერიის“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) ცნობით, ქართულმა დრამატულმა კომიტეტმა სეზონზე 1500 მანეთი იზარალა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 19 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, აკაკი წერეთელი „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ რუსულ ენაზე საჯარო ლექციის წაკითხვას გეგმავდა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 19 თებერვლის გაზეთ „ივერიის“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) ცნობით, 22 თებერვალს ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილის ხორო ქართულ თეატრში ი. ი. რატილის ლოტბარობით კონცერტის გამართვას გეგმავდა.
1887
ტიპი: თანამდებობა
1887 წლის 19 თებერვლის გაზეთ „ივერიის“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) ცნობით,მარტში გაიმართებოდა სამეურნეო საზოგადოების ყრილობა, სადაც ახალ თავმჯდომარეს აირჩევდნენ. ქრისტეფორე ავაკუმის ძე ვერმიშევის ნაცვლად დასახელებული იყო: ი. იოსელიანი და აბელიანცი.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 19 თებერვლის გაზეთ „ივერიის“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) ცნობით, კავკასიის სამეურნეო საზოგადოებას (თავმჯდომარე- ქრისტეფორე ავაკუმის ძე ვერმიშევი) ხარკოვში გამართულ სრულიად რუსეთის გამოფენაში მონაწილეობის მიღებას სთხოვდნენ.

