საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87050

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თევდორე კიკვაძის განცხადება გაყიდული წიგნების ანგარიშის წარმოების შესახებ. კიკვაძის აზრით, ანგარიშის წარმოება მაღაზიაშივე უნდა მომხდარიყო. გამგეობა დაეთანხმა მის წინადადებას.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 აპრილს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: ი. გიორგობიანი, შ. დედაბრიშვილი, თ. კიკვაძე, ნ. ნაკაშიძე, მ. კაკაბაძე, ქრ. შარაშიძე, თავმჯდომარე: დ. კარიჭაშვილი.

1921

ტიპი: გარდაცვალება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომის 1921 წლის 22 აპრილის ოქმის მიხედვით, სტამბულში გარდაიცვალა საზოგადოების საპატიო თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 აპრილს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების საპატიო თავმჯდომარის გ. ნ. ყაზბეგის სტამბულში გარდაცვალების ამბავი და მისი ხსოვნისთვის პატივის მიგება გადაწყვიტეს. კერძოდ დაადგინეს, გადაეხადათ განსვენებულის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი კვირას, 25 აპრილს, დღის პირველ საათზე, ქაშვეთის ეკლესიაში. ასევე გადაწყვიტეს, როცა შესაძლებლობა იქნებოდა, ნეშტის სტამბულიდან თბილისში გადმოესვენებინათ და პანთეონში დაეკრძალათ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 აპრილს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების თითოეული მოსამსახურე პირისთვის 10000 მანეთის გადახდის საკითხი. გამგეობამ დაადგინა, მიეცა თითოეული მოსამსახურისათვის 10000 მანეთი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 აპრილს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქვემო ჭალის რევკომის შუამდგომლობა ადგილობრივი სამკითხველოს წიგნებით მომარაგების შესახებ. გამგეობამ სამკითხველოსთვის საზოგადოების მიერ გამოცემული 10000 მანეთის წიგნების გადაცემა გადაწყვიტა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წლის 14 მარტის მოხსენებაში სოფელ დიდი თონეთის სკოლის მზრუნველი კონსტანტინე იოსების ძე ყავრიშვილი ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოებას სწერს, სკოლაში წერა-კითხვის გარდა რაიმე ხელობის სწავლების უფლება დაერთოთ. ის ითხოვს ასევე ბავშვების სასწავლებლად 15-20 მანეთს წიგნების ყდის შესაკვრელი და დასაკაზმი იარაღის საყიდლად. მასწავლებელმა ბესარიონ ჭილაძემ იცოდა ეს ხელობა და თანახმა იყო, ესწავლებინა. ასე ბავშვები თავად შესძლებდნენ სასწავლო წიგნების განახლებას.

1921

ტიპი: გარდაცვალება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომის 1921 წლის 4 იანვრის ოქმიდან ირკვევა, რომ გარდაიცვალა ეფემია ინაური.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 18 იანვარს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის გამგის ს. ბახტაძის წინადადება, რომელიც მაღაზიის საქმეთა მოწესრიგებას ეხებოდა. ბახტაძის აზრით, უნდა დაწესებულიყო მაღაზიის მოსამსახურეთა შემდეგი შტატი: გამგე, თანაშემწე, მოანგარიშე, უფროსი ნოქარი, მოლარე, მოწაფე, დარაჯი. მაღაზია გაეღოთ 9-ზე და დაეკეტათ 4-ზე. საღამოს აღარ გაეღოთ. სალაროსა და წიგნების ანგარიშის დროს გადასაყოლებელი მიეცათ გამგისთვისა და მისი თანაშემწისთვის. აგრეთვე მიეცათ მათთვის განსახადისა და მოგების პროცენტი. გამგეობამ დაადასტურა მაღაზიის შემდეგი შტატი: გამგე, რომელსაც დაეკისრებოდა მთელი პასუხისმგებლობა, მისი თანაშემწე, უფროსი ნოქარი, მოლარე და დარაჯი. გადაწყდა მომუშავე ქალების დაუყოვნებლივ დათხოვნა. მოწაფის მოწვევა გადაიდო. მაღაზიას უნდა ემუშავა იმ დროისთვის არსებული განაწესით: 9-დან 3-მდე და 5-დან 7-მდე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 18 იანვარს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას სენაკის განყოფილების გამგეობამ აუწყა, რომ იმ დროისთვის სენაკის განყოფილებაში საზოგადოების 191 წევრი იყო, 89 ნამდვილი და 102 მუდმივი. ყველა წევრს შემოტანილი ჰქონდა საწევრო. 1921 წლის პირველ თებერვალს ეს საკითხი, განჩინების თანახმად, ცნობად მიიღეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 18 იანვარს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ცხინავალის განყოფილების გამგეობამ აუწყა, რომ ის უკვე შეუდგა მოღვაწეობას. 1921 წლის 1 თებერვალს ეს საკითხი განჩინების თანახმად ცნობად იქნა მიღებული.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 18 იანვარს ქართელთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ქართული ბეჭდვითი ამხანაგობამ სთხოვა 150000 მანეთს ავანსად თავისი წიგნების ანგარიშიდან. თავისუფალი თანხის უქონლობის გამო გამგეობამ უარი უთხრა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 18 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ნაკადულის რედაქტორ ნინო ნაკაშიძის წინადადება, რომელიც ეხებოდა ნაკადულის რედქციის მიერ გამოცემული წიგნის „ჩვენებური ფრთოსნების“ 18 ფუთი ქაღალდის ვალში 20%-ის დაკლებით მიღებას. გამგეობამ ამ საკითხის წინასწარი განხილვა პრეზიდიუმს მიანდო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 18 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომის წევრებს სოფიო ლომოურმა ნიკო ლომოურის „პაწია მეგობრების“ ჰონორარიდან 20000 მანეთის გამოყოფა სთხოვა. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 18 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომამ განიხილა წინადადება 24 კიპა ქაღალდის 3 434 000 მანეთად შეძენის თაობაზე და უარჰყო ეს წინადადება.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მუშათა მაგიდის განცხადება არსებული დეფიციტის დაფარვის თაობაზე. განცხადების თანახმად თითოეულ მოსამსახურეზე საჭირო 10000 მანეთი 1 თებერვლამდე უნდა შეეტანათ, წინააღმდეგ შემთხვევაში პურის მიწოდება შეწყდებოდა. ვინაიდან პურის რაციონით 13 მოსამსახურე სარგებლობდა, შესატანი იყო 13000 მანეთი. გამგეობამ თანხის შეტანა დაადგინა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას მაღაზიის ნოქარი ივანე მელაძე სთხოვს 10000 მანეთს ერთდროული დახმარების სახით ან თუ ეს შეუძლებელია, იმავე თანხას თავისი ჯამაგირიდან. გამგეობამ გადაწყვიტა, ვაჭრობის შემცირების მიზეზით ივანე მელაძის თანამდებობიდან განთავისუფლება და მისთვის სალიკვიდაციოს მიცემა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს განათლების სამინისტროს შუამდგომლობა საზოგადოების წინაშე საზოგადოება „შევარდენის“ ყველა გამოცემის 5%-იანი დაკლებით მაღაზიაში მიღების თაობაზე. განჩინების თანახმად ფასდაკლება 10% უნდა ყოფილიყო.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 27 ნოემბერს სოფელ ნოსირის სკოლის მასწავლებელი სილიბისტრო თოფურიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების გამგეობას წერილობით სთხოვდა მათი შემოწირული წიგნებისა და სასწავლო ნივთების დროულად გაგზავნას.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 27 ნოემბერს მასწავლებელი ს. თოფურიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ატყობინებდა, რომ სოფელ ნოსირის სკოლა მოკლებული იყო ყოველივე მარაგს, საჭირო იყო ძველი და ახალი აღთქმის რუკები საღმრთო ისტორიისთვის, რომელიც პროგრამაში იყო.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 24 ივლისს სოლომონ ზაქარიას ძე გენებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ტომსკის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მექანიკურ განყოფილებაზე სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.

1914

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1914 წლის 14 ოქტომბერს აკაურთის სკოლის მასწავლებელ ტრიფონ შუბლაძის ჯამაგირი 30 მანეთი იყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 14 ოქტომბერს საგურამოს სკოლის მასწავლებელმა, კონსტანტინე სეხნიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სკოლის სოფლის შუაში გადატანა სთხოვა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ილ. სონღულაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუზეუმის ხაზინადარი იყო.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს სოლომონ ზაქარიას ძე გენებაშვილი ტომსკის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მექანიკური განყოფილების მეორე კურსის სტუდენტი იყო.