რეგისტრირებული ფაქტები89112
სორტირება თარიღი კლებადობით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 7 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაწყობში არისოტელე ქუთათელაძის ქართული გრამატიკა 0.40 კაპიკად იყიდებოდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 7 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაწყობში ანასტასია თუმანიშვილის მიერ თარგმნილი საყმაწვილო წიგნი „ხუთი ამბავი“ 0.15 კაპიკად იყიდებოდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 7 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, საინგილოში მცხოვრებმა ქართველებმა გ. ვაჩნაძის რჩევით ეპისკოპოს პალადის სთხოვეს, რომ მათთვის ეკლესია აეშენებინა და მოძღვარი გაეგზავნა, რადგან სურდათ მამა-პაპის სარწმუნეობას დაბრუნებოდნენ.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 6 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ზედგინიძე მღვდელი იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 6 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გორში მღვდელმა ალექსანდრე ზედგინიძემ თავისი ცხენი მედუქნე ტატო მთვარელიძის სადგომში დააბა, საიდანაც ის ქურდებმა მოიპარეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 5 ივლისს ეკატერინე ფურცელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო საკვინტაციო დავთარი N38, საწევრო დავთარი N32 და საზოგადოების წევრთა სია.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 5 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ველისციხის მოსახლეობა მადლიერებას გამოხატავდა მღვდელ ხარიტონოვის მიმართ, რომელიც შეძლებისდაგვარდ ხელს უწყობდა აქაურ სკოლას.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 5 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ხახანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საჩუქრად გადასცა წიგნი „დავითნი“ მესამე გამოცემა, ხუცურად ნაბეჭდი 1712 წელს, ვახტანგ მეფის სურათით.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 5 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ხახანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საჩუქრად გადასცა წიგნი „სამღვდელოთა წმინდა კრებანი“.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 5 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ხახანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საჩუქრად გადასცა 1711 დაბეჭდილი წიგნი „დავითნი“, მეორე გამოცემა, დავით მეფის სურათით.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 5 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ხახანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საჩუქრად გადასცა კარაბადინი და 1773 წელს რომში დაბეჭდილი წიგნი „საქრისტიანო მოძღვრება“.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 5 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ხახანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საჩუქრად გადასცა წიგნი „სწავლა“.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 5 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფელ სტეფანწმინდაში ექიმმა იულიცკიმ გავრცელებული დაავადების ყვავილის წინააღმდეგ ადგილობრივი მოსახლეობა აცრა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 5 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფელ სტეფანწმინდაში ექიმი გ. კობაიძე ჩავიდა, რომელმაც აღწერა ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 3 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სვიმონეთში მღვდელ გიორგი კლდიაშვილს ღამით თავს დაესხნენ ავაზაკები, რომლებმაც ის აწამეს და გაქურდეს.

