რეგისტრირებული ფაქტები81880
სორტირება თარიღი კლებადობით
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 4 იანვარს საქალებო გიმნაზიის დარბაზში გამართულ მასწავლებლებისა და აღმზრდელი ქალების ურთიერთშემწეობისთვის დაარსებული საზოგადოების კრებაზე თავმჯდომარედ აირჩიეს ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილისა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 4 იანვარს ილია ჭავჭავაძემ, როგორც გაზეთ „ივერიის“ რედაქტორმა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისგან მიიღო ოფიციალური თხოვნა, რომ რედაქციას გაზეთის ყველა ნომერი უსასყიდლოდ გაეგზავნა საზოგადოებისთვის .
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 4 იანვარს კოტე სიმონის ძე მესხის ბენეფისი გაიმართებოდა და მიხეილ ლერმონტოვის ოთხმოქმედებიან დრამას „მასკარადს“ წარმოადგენდნენ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 3 იანვარს გამგეობის წევრს – იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილს – ამცნობენ, რომ მას ეგზავნება ბათუმის სკოლის სასწავლო გეგმა და ამავე სკოლისთვის 1882 წელს შედგენილი პროგრამები. შეტყობინებას ხელს აწერს საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ მთვარელიშვილი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 2 იანვრის განცხადება იტყობინება, რომ პარასკევს, 3 იანვარს, საღამოს 8 საათზე საზოგადოების შენობაში დანიშნულია გამგეობის წევრთა კრება, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად განიხილავს: ა) თიანეთისა და წინარეხის სკოლების მასწავლებელთა მოხსენებებს მათდამი რწმუნებული სკოლების საჭიროებათა შესახებ და ბ) გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის (ამხანაგის) არჩევის მიზანშეწონილობას, ვინაიდან იმჟამინდელი თავმჯდომარე მოუცლელობის გამო ვერ ესწრებოდა ყველა კრებას. განცხადებას ხელს აწერს საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ (ნიკო) მთვარელიშვილი. ტექსტის გაცნობას ადასტურებენ: იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ცხვედაძე, ალექსანდრე ჭყონია.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 2 იანვარს არწუნისეულ თეატრში კოტე სიმონის ძე მესხის ბენეფისი გაიმართებოდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 2 იანვარს კავკასიის საცენზურო კომიტეტმა წერილობით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს პროკურორს გაზეთ „ივერიის“ პროგრამის ცენზურის ნებადაურთველად დაბეჭდვის გამო და მოითხოვა მესტამბე ექვთიმე ხელაძის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 2 იანვარს გიორგი დავითის ძე ერისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ქართული დრამატული დასი წარმოადგენდა პიესებს „ძუნწსა“ და „უჩინ-მაჩინის ქუდს“, რომელშიც იმერლის როლს კოტე სიმონის ძე მესხი ითამაშებდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 2 იანვარს გიორგი დავითის ძე ერისთავისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე წარმოადგენდნენ პიესას „მეფე და პოეტს“, რომელშიც პოეტის როლს კოტე სიმონის ძე მესხი შეასრულებდა.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 2 იანვარს ბაჯის (ქვედა) წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ექვთიმე ჭოხონელიძე გარდაიცვალა.
1886
ტიპი: ორგანიზაცია
1886 წელს სამფსონ ალექსანდრეს ძე მაჭუტაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი გახდა.
1886
ტიპი: ავტორობა
1880 წელს დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის მიერ შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში აღნიშნულია, რომ თუ საერთო ყრილობის სხდომაზე გამომსვლელი განსახილველ საკითხს გასცდა, თავმჯდომარემ უნდა შეახსენოს საკითხი, თუ გაიმეორა – გააფრთხილოს, მესამედ კი იმ საქმეზე საუბრის უფლება ჩამოართვას.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის პირველ იანვარს გიორგი გრიგოლის ძე უთურგაულმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას საწევრო – 6 მანეთი გაუგზავნა და წინა წლების (1881-1883 წწ.) საწევროს მიღების დადასტურება სთხოვა.
1886
ტიპი: ორგანიზაცია
1886 წელს მათე ქრისტეფორეს ძე კერესელიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გორის განყოფილების დამხმარე წევრი გახდა.
1886
ტიპი: ორგანიზაცია
1886 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების წევრებად აირჩიეს ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილისა, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე, სოლომონ ვახტანგის ძე მაჩაბელი და დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებაში 116 დამფუძნებელი და 297 ნამდვილი წევრი იყო. ხელს აწერენ საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია. წევრები: ეკატერინე რევაზის ასული გაბაშვილისა, ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილისა, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე, დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი, სოლომონ ვახტანგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, ალექსი ივანეს ძე მირიანაშვილი, საქმის მწარმოებელი ნიკოლოზ ვასილის ძე მთვარელიშვილი.
1886
ტიპი: ორგანიზაცია
1886 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ანასტასია დავითის ასული ჩოლოყაშვილისა იყო საზოგადოების დამხმარე წევრი თელავში.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილის ნაცვლად მოლარედ დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი აირჩიეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ნიკოლოზ ვასილის ძე მთვარელიშვილი იყო საზოგადოების საქმისმწარმოებელი.
1886
ტიპი: ორგანიზაცია
1886 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ქაიხოსრო ქაიხოსროს ძე ხერხეულიძე იყო საზოგადოების დამხმარე წევრი სურამში.