რეგისტრირებული ფაქტები88484
სორტირება თარიღი კლებადობით
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 7 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სვიმონ პავლეს ძე გოგლიჩიძე გორის სასულიერო სასწავლებელში გალობის პედაგოგად დანიშნეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 7 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ახალციხის 38-ე საარტილერიო ბრიგადის ჯარისკაცებს პოლკოვნიკმა ალექსანდრე მუსხელიშვილმა ნება დართო ეკლესიაში ევლოთ, ეკითხათ საღვთო წერილები და ეგალობათ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 7 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მაისში, ქართულ თეატრს მოსკოვის დრამატული დასის მსახიობი ქალი, ფედოტოვისა ესტუმრებოდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 7 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიდი მარხვის პერიოდში ვლადიმერ აღნიაშვილის ხორო კიდევ ერთ კონცერტს გამართავდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ანასტასია თუმანიშვილისამ ფრანგულიდან თარგმნა საყმაწვილო წიგნი, რომელიც დაიბეჭდებოდა გრიგოლ ჩარკვიანის სტამბაში.
1888
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1888 წლის 7 აპრილს ქართულ თეატრში ალექსანდრე ყაზბეგი გამართავდა სალიტერატურო საღამოს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ: ნატალია გაბუნია-ცაგარლისა, ანდრონიკოვისა, იოსებ რატილი, ვასილ აბაშიძე, მელიტონ ბალანჩივაძე, მაქსიმიძე და სხვანი.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 7 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა მარიამ სოლომონის ასული კოპაძის ნეკროლოგი მეუღლის, დავით იაკობის ძე კოპაძის გარდაცვალების შესახებ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 7 აპრილს ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვმა ყვარელში დაათვალიერა ადგილობრივი პირველი „დრუჟინა“ და ახალ ჯარისკაცებს და ოფიცრებს მადლობა გადაუხადა სამხედრო წესების ზედმიწევნით შესწავლისთვის.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 7 აპრილს ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვი იმყოფებოდა ყვარელში, სადაც მოინახულა 1-ლი კავკასიის მეთოფურთა დრუჟინა და დაესწრო მათ აღლუმს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 6 აპრილს ქუჩაში იპოვეს ალექსანდრე იაკობის ძე მანუჩაროვი, რომელიც თავს შეუძლოდ გრძნობდა, სავარაუდოდ მოწამლული იყო.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 6 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კავკავში ერთ-ერთი ყრილობის დროს მოქალაქე ბატიევის მიერ დაჭრილი ბალაევი მალევე გარდაიცვალა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 6 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კავკავის მცხოვრებნი ბატიევი და ბალევი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სოფლის ერთ-ერთ ყრილობაზე, რა დროსაც ბალაევი ხანჯლით დაჭრა ბატიევმა.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 6 აპრილს სოფ. ივანდიდის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იესე ბუჭუას ძე ბახტაძე გარდაიცვალა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 5 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ნიგოითში მაჭუტაძის ტყიდან სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გაჰქონდათ შეშა, რაც ტყის გაჩეხვასთან ერთად ახალი სათესი მიწების მატებასაც მოასწავებდა.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 5 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ტარას დიაჩკოვი დანიშნეს ახალქალაქის მაზრის უფროსად.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 5 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მიიღეს მიხეილ ნასიძის ახალი წიგნი „ქართველი მწერლები, ვახტანგ მე-VI-ე“, რომელიც დაიბეჭდა გრიგოლ ჩარკვიანის სტამბაში და 3 შაური ღირდა.
1888
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1888 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით სიმონ არჩილის ძე ტარტარაშვილი სოფელ კახის მამასახლისის არჩილ ტარტარაშვილის შვილი იყო.

