საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88256

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ, რომლის თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე იყო, წიგნის მაღაზიის კანცელარიის ქირასა და პატენტში 2 127 949 500 მანეთი დახარჯა, კანცელარიის ხარჯებში – 1 009 510 000, მაღაზიის ხარჯებში – 334 455 000, მდივნის წლიურმა ხელფასმა 2 183 116 400 მანეთი შეადგინა, ბუღალტრის ხელფასმა – 3 461 440 800, ბიბლიოთეკარისამ – 1 619 346 000, ხოლო ბიბლიოთეკარის თანაშემწისამ – 1 256 052 000 მანეთი.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923-1926 წლებში ვიქტორ გაბესკირია იყო გაზეთ „ფუხარას” ლიტმუშაკი ბათუმში.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წელს დავით გაჩეჩილაძე მიიღეს მწერალთა მემარცხენე დაჯგუფების წევრად და მისი ნაწარმოებები იბეჭდებოდა ჟურნალ „მემარცხენეობაში”.

1923

ტიპი: განათლება

1923 წელს პაპუნა წერეთელი შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე.

1923

ტიპი: ავტორობა

1923 წელს სომხურ საბავშვო ჟურნალში დაიბეჭდა სურენ ავჩიანის „კარმირ ცილორ“.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923-1934 წლებში სურენ ავჩიანი იყო ბიბლიოთეკის გამგე მეტყევეთა კავშირის კლუბში.

1923

ტიპი: ღონისძიება

სურენ ავჩიანმა ლიტერატურული მუშაობა დაიწყო 1923 წელს.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923-1924 წლებში მუშნი ხაშბა იყო გაზეთ „აპსნი კაპშის“ რედაქტორი სოხუმში.

1923

ტიპი: განათლება

1923 წელს საქართველოს კ. პ (ბ) ცეკას მივლინებით ალიო მირცხულავა გაემგზავრა მოსკოვის ვ. ბრიუსოვის სახელობის სალიტერატურო ინსტიტუტში სასწავლებლად.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923 წელს კომკავშირის ცეკასთან, ჟურნალ „მომავლის“ რედაქციასთან დაარსდა ამავე სახელწოდების ახალგაზრდა კომკავშირელ მწერალთა წრე, რომლის თავმჯდომარეც ალიო მირცხულავა იყო.

1923

ტიპი: ავტორობა

1923 წელს „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალში“ ა. ნაქერალელის ფსევდონიმით დაიბეჭდა არნო ონელის პირველი ლექსი „შემოღამების ესკიზი“.

1923

ტიპი: ორგანიზაცია

1923 წელს ელიზბარ ზედგინიძე შევიდა ალკკ რიგებში.

1923

ტიპი: ღონისძიება

გიორგი ლეონიძემ დააარსა ქართველ წითელარმიელთა გაზეთი, ასევე ჟურნალები:„გრდემლი“ და „დროშა“.

1923

ტიპი: განათლება

1923 წელს გერცელ ბააზოვმა სწავლა დაწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

1923

ტიპი: განათლება

1923 წელს გერცელ ბააზოვმა დაასრულა თბილისის პირველი ტექნიკუმი.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923 წელს გიორგი ლეონიძე მუშაობდა ჟურნალ „დროშის“ რედაქციის გამგედ, რომლის დაარსების ინიციატორიც თავად იყო, ჟურნალის სახელიც მას ეკუთვნის. შემდეგ მუშაობდა ჟურნალ „გრდემლში“ ფაქტიურ რედაქტორად. ამის შემდეგ იყო პასუხისმგებელი რედაქტორის მოადგილე ჟურნალში „საქართველოს ეკონომისტი“.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წელს გამოქვეყნდა ბონდო კეშელავას პირველი ლექსი გაზეთ „კომუნარში”.

1923

ტიპი: ავტორობა

1923 წელს სერგო ივანეს ძე ყურულიშვილის ლექსების კრებული „მთვრალი ვარდი“ დაიბეჭდა.

1923

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1923 წელს თამარ სიმონის ასული გოგოლაშვილი-პაპავა, აკაკი პაპავას მეუღლე, პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.

1923

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1923 წელს ვანო პეტრეს ძე სარაჯიშვილს საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923-1924 წლებში სერგო ივანეს ძე ქავთარაძე თურქეთში საბჭოთა საელჩოს მთავარი მრჩეველი იყო.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923-1930 წლებში გიორგი ვასილის ძე ჩიჩერინი სსრკ საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი იყო.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წელს გიორგი ვასილის ძე ჩიჩერინი ლოზანის კონფერენციაზე საბჭოთა დელეგაციას ხელმძღვანელობდა.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923 წელს ალექსანდრე დავითის ძე ჩხეიძე პოლონეთის არმიაში მსახურობდა და ბრიგადის გენერალი იყო.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის მარტში ბოლშევიკებმა ვარდენ გრიგოლის ძე წულუკიძე სამხედრო ცენტრის სხვა წევრებთან ერთად დააპატიმრეს.