რეგისტრირებული ფაქტები89466
სორტირება თარიღი კლებადობით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 11 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კ. სვიმონოვმა დააპატიმრა პავლე ივანოვი, რომელსაც ძმის გაქურდვას ედავებოდნენ.
1888
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1888 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იაკობ, ანდრია და პეტრე ივანეს ძე იმნაძეები ძმები იყვნენ.
1888
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1888 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეფემია გიორგის ასული იმნაძე პეტრე იმნაძის მეუღლე იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით ეფემია გიორგის ასული, იაკობ და ანდრია ივანეს ძე იმნაძეები ატყობინებდნენ ნათესავებსა და ნაცნობებს, რომ გარდაცვლილ პეტრე ივანეს ძე იმნაძის პანაშვიდი წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში გაიმართებოდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 8 ივნისს ხაშურში გაქურდეს კონდუქტორ კრავჩენკოს ოთახი, საიდანაც წაიღეს 15 თუმანი და ვერცხლის ნივთები.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 7 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ახალციხეში მცხოვრები ტელეგრაფისტი პოპლავსკი მეხის დაცემის დროს გარდაიცვალა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 6 ივნისს ქალაქის საბჭოს კრებაზე ქოჩორიანცმა განაცხადა, რომ ბებუთოვისთვის სიტყვიერად მადლობის გადახდაც საკმარისი იყო, რადგან გამგეობას არ ჰქონდა ჯილდოდ გასაცემი 100 თუმანი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 6 ივნისს ქალაქის საბჭოს კრებაზე პავლე იზმაილოვმა განაცხადა, რომ ბებუთოვს სამხედრო ბეგარის საჯარისკაცო კრებულმა დაავალა საქმის წარმოება, ამიტომ 100 მანეთი, რომელსაც მას მადლობის ნიშნად გადასცემდნენ, შრომის საფასურის ანაზღაურება იყო და არა დაუმსახურებელი ჯილდო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 6 ივნისს ქალაქის საბჭოს კრებაზე ივანენკომ განაცხადა, რომ რადგან ბებუთოვმა თავისი ინიციატივით მოაწესრიგა და შეადგინა სამხედრო ბეგარის საჯარისკაცო კრებული, საჭირო არ იყო თანხით დაეჯილდოვებინათ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 6 ივნისს ქალაქის საბჭოს კრებაზე ბებუთოვსა და ტიგრანიანს სამხედრო ბეგრის საჯარისკაცო კრებულის შედგენის გამო მადლობა გადაუხადეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 6 ივნისს ქალაქის საბჭოს კრებაზე გადაწყვიტეს, რომ სამხედრო ბეგარის საჯარისკაცო კრებულის შედგენისთვის კონსტანტინე ბებუთოვისთვის ჯილდოს სახით 100 თუმანი გადაეცათ.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 5 ივნისს კუკიის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის დეკანოზი პეტრე ივანეს ძე იმნაძე გარდაიცვალა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 2 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თბილისის თავადაზნაურთა საზოგადოების კომიტეტის ღარიბ ბავშვთა შემწეობის წლიური ანგარიში, რომელსაც ხელს აწერენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, დიმიტრი ფავლენიშვილი, ივანე მაჩაბელი და ლევან ვაჩნაძე.

