რეგისტრირებული ფაქტები88256
სორტირება თარიღი კლებადობით
1923
ტიპი: ნასამართლეობა
1923 წლის სექტემბრის დამლევს ილარიონ გიორგაძე დაატუსაღეს. ნოე ხომერიკმა ნოე ჟორდანიას საზღვარგარეთ მისწერა ამის შესახებ, აცნობა, რომ გიორგაძე ჩეკაში საშინლად აწამეს. ილარიონ გიორგაძე ჩეკადან ცოცხალი და ჯანმრთელი გამოვიდა, რითაც გამოააშკარავა ხომერიკის ყალბი ინფორმაცია და მენშევიკებს ზურგი საბოლოოდ შეაქცია.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წელს, ლავრენტი მეტრეველის წინამძღვრად ყოფნის დროს, ჭელიშის მონასტერი დაიხურა.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923-26 წლებში გიორგი ბოჭორიძემ რაჭაში მოგზაურობის დროს უნიკალური საეკლესიო ნივთები შეაგროვა და საქართველოს მუზეუმებს ჩააბარა.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923-26 წლებში რაჭაში მოგზაურობის დროს გიორგი ბოჭორიძე ეძებდა კულტურულ ფასეულობათა გამანადგურებლებს და მათ მკაცრად დასჯას ითხოვდა.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923-24 წლებში ვასილ კოპტონაშვილმა თავისი ნაწერების ნაწილი აღმოაჩინა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნთსაცავში, რომელიც ცენტრალურ არქივში იყო განთავსებული.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923-24 წლებში ვასილ კოპტონაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნთსაცავში აღმოჩენილი თავისი ნაწერები რემინგტონის საბეჭდ მანქანაზე გადმოაბეჭდინა.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წელს 63 წლის ასაკში შიო მღვიმელმა შეწყვიტა კორექტორად მუშაობა, რადგან მხედველობის პრობლემა შეექმნა.
1923
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1923 წელს შიო მღვიმელს მხედველობა გაუუარესდა დიდი ხნის განმავლობაში კორექტორად მუშაობის გამო.
1923
ტიპი: თანამდებობა
1923 წლამდე ნიკოლოზ ზანდუკელი იყო დუშეთის მაზრის სამხედრო კომისარიატის სამნეო ნაწილის გამგე.
1923
ტიპი: ორგანიზაცია
1923 წლამდე ნიკოლოზ ზანდუკელი იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის დუშეთის სამაზრო კომიტეტის წევრი.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წელს ლევან კლიმიაშვილი დამკომის დავალებით საიდუმლო ცნობებს აგროვებდა და სამხედრო ცენტრის წევრებს შორის მეკავშირის როლს ასრულდებდა.
1923
ტიპი: თანამდებობა
1923 წელს ვარდენ წულუკიძე იყო საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის წევრი.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლამდე ვარდენ წულუკიძე ხელმძღვანელობდა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის საქმიანობას.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლამდე ვარდენ წულუკიძე აძლევდა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტს საიდუმლო ცნობებს საბჭოთა წითელი არმიის მდგომარეობის შესახებ.
1923
ტიპი: თანამდებობა
1923 წელს როსტომ მუსხელიშვილი საქართველის დივიზიის შტაბის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წელს როსტომ მუსხელიშვილი სამხედრო ცენტრთან თანამშრობლობდა და მას საიდუმლო ცნობებს აწვდიდა.
1923
ტიპი: თანამდებობა
1923 წელს გიორგი ხიმშიაშვილი იყო საქართველოს ბრიგადის სამოსწავლო ბატალიონის უფროსი.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წელს გიორგი ხიმშიაშვილმა მიიღო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის შეთავაზება მათი წარმომადგენელი ყოფილიყო სამხედრო ცენტრში.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წელს გიორგი ხიმშიაშვილი შევიდა სამხედრო ცენტრში და მონაწილეობას იღებდა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყების მომზადებაში.

