რეგისტრირებული ფაქტები90135
სორტირება თარიღი კლებადობით
1888
ტიპი: მფლობელობა
1888 წლის 20 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ისაია ფურცელაძეს ძველ ქართულად ხელნაწერი „კარაბადინის“ რამდენიმე ფურცელი ჰქონდა.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 20 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ისაია ფურცელაძე მერეთის სკოლის პედაგოგი იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 20 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ზაქარია ჭიჭინაძის წერილი, რომლის ცნობითაც სვიმონ გძელიევს „სიბრძნე ბალავარისას“ მეორე ეგზემპლარი ჰქონდა.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 20 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ს. ვ. არღუთინსკისა საყმაწვილო ბაღის ზედამხედველი იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 20 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ს. ვ. არღუთინსკისას საყმაწვილო ბაღში, რომელიც ფრეილინის ქუჩაზე მდებარეობდა რეგისტრაცია 20 აგვისტოს, ხოლო სწავლა პირველ სექტემბერს დაიწყებოდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ჩარკვიანის სტამბაში გლდანელსა და ესებუაზე გამოთქმული ლექსი დაიბეჭდა.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 17 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნაბოსლევში მცხოვრები ერ. სუხიაშვილი თევზაობის დროს დინამიტის ხელში აფეთქების შედეგად არ გარდაცვლილა, ის მდინარეში ბანაობის დროს დაიხრჩო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე ეპისკოპოსი ყოველ კვირას ქაშუეთის ეკლესიაში წირვას აღავლენდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანასტასია თუმანიშვილის თაოსნობით ხელთუბანში სკოლისთვის ახალ შენობას აშენებდნენ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე ცხვედაძის მიერ გორში დაარსებულ ვაჟთა სასწავლებელში სწავლის საფასური 2 მანეთი იქნებოდა, ყმაწვილების მიღება კი 25 აგვისტოდან დაიწყებოდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე ცხვედაძემ გორში თვალიევის სახლში ვაჟთა ერთკლასიანი სასწავლებელი დააარსა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 13 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ურბნელის სტატია პეტრე მირიანაშვილის ქართული ენის მესხეთიდან წარმოშობისა და აღორძინების მოსაზრების შესახებ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 13 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თერგის ოლქის წინამძღოლმა სმეკალოვმა დაამტკიცა ბარისა და მთის ოსების მიერ დადგენილი განაჩენი ურვათის (საქორწინო გადასახადი), ქელეხისა და სხვა ძველ ჩვეულებათა შემცირების შესახებ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 11 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა სტატია „პეტრე უმიკაშვილი და მოძრავი სკოლები“.

