საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81811

1908

ტიპი: ავტორობა

სამსონ ფირცხალავამ 1908 წლის 15 ივნისის კრების მონაწილეებს გააცნო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის პოზიცია: ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის გაკეთება უნდა მიენდოთ იაკობ ნიკოლაძისთვის, როგორც ქართველი მხატვრისთვის, რადგან ძეგლის დადგმას ორი მიზანი ჰქონდა: ილიას პატივისცემა და ქართული ხელოვნების ნაწარმოების შექმნა.

1908

ტიპი: ავტორობა

პეტრე სურგულაძემ 1908 წლის 15 ივნისის კრების მონაწილეებს შეახსენა, რომ როცა ფ. შოპენის ძეგლის გასაკეთებლად კონკურსი გამოცხადდა, პოლონელებმა მოითხოვეს, ავტორი უსათუოდ პოლონელი ყოფილიყო. მომხსენებლის აზრით, ასევე უნდა მოქცეულიყო ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოებაც – ქართველისთვის უნდა მიენდო ილიას ძეგლის გაკეთება. ამ თვალსაზრისს მხარი დაუჭირა კრების მონაწილეთა უმეტესობამ: ფილიპე გოგიჩაიშვილმა, გიორგი გვაზავამ, ლუარსაბ ბოცვაძემ, სამსონ ფირცხალავამ. წინააღმდეგი იყო მხოლოდ ივანე გომელაური.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 15 ივნისის კრების მონაწილეებს – ივანე ზურაბიშვილსა და ივანე ჯავახიშვილს – აინტერესებდათ, რამდენი დაჯდებოდა ილია ჭავჭავაძის ძეგლის გაკეთება და საამისოდ რა სახსრები არსებობდა.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 15 ივნისის კრებაზე ილია ჭავჭავაძის ძეგლის გასაკეთებლად კონკურსის ჩატარების მომხრეებს სამსონ ფირცხალავამ შეახსენა, რომ ეს მეტად ძვირი საქმე იყო და მაგალითად მოიყვანა ფ. შოპენის ძეგლისთვის გამოცხადებული კონკურსი, რისთვისაც პოლონელებს 5000 მანეთი ჰქონდათ გამოყოფილი.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის ივნისში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტმა ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძე დროებით თავმჯდომარის მოადგილედ აირჩია.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 24 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძის თხოვნა მასწავლებლის დანიშვნის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, რომ მასვე უნდა წარედგინა კანდიდატი ინსტრუქციის მე-3 თავის მე-2 მუხლის თანახმად.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის 18 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის დადგენილებით, თომა მთავრიშვილი დაინიშნა სენაკის სკოლის ინსპექტორად სამსონ ყიფიანის ადგილას.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის 18 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის დადგენილებით, სენაკის სკოლის ინსპექტორი სამსონ ყიფიანი დაინიშნა ქუთაისში თომა მთავრიშვილის ადგილას.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის აგვისტოში მარიამ ივანეს ასულმა გვარამაძემ უარი განაცხადა კავკავის სკოლაში მასწავლებლობაზე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ლეჩხუმის მაზრის სამრევლო სკოლების ზედამხედველის თხოვნა ღარიბი მოსწავლეებისთვის იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოების: „დედა ენის“, „ბუნების კარისა“ და „რუსკოე სლოვოს“ უფასოდ გაგზავნის შესახებ. გამგეობამ 100 „დედა ენის“ და ამდენივე რვეულის გაგზავნა გადაწყვიტა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დავით კარიჭაშვილს ფოტოსახელოსნოს მდგომარეობის გარკვევა დაევალა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ფოტოსახელოსნოს მოხელე ეკატერინე ივანეს ასული გძელიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნის განხილვა შემდეგი სხდომისთვის გადადო.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა პეტრე კოპლატაძის, ივანე გიუნაშვილის, ვასილ ქელბაქიანის, აბელ ციცქიშვილის, იოსებ ფირაქოვისა და გიორგი ლავრენტის ძე ბოკერიას მოთხოვნა მასწავლებლობაზე გომარეთის სკოლაში.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის აგვისტოში აბელ ციცქიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა გომარეთის სკოლაში მასწავლებლის თავისუფალ ადგილს.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის აგვისტოში ვასილ ქელბაქიანი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა გომარეთის სკოლაში მასწავლებლის თავისუფალ ადგილს.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის აგვისტოში პეტრე კოპლატაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა გომარეთის სკოლაში მასწავლებლის თავისუფალ ადგილს.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 15 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ დავით კარიჭაშვილი, გიორგი იოსელიანი, ვლადიმერ ლორთქიფანიძე, ალექსანდრე ჭყონია, იაკობ გოგებაშვილი, ივანე რატიშვილი, ივანე აბაშიძე და ივანე ზურაბიშვილი.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 15 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საზოგადოების ხარჯთაღრიცხვა: პირველიდან 14 ივნისამდე საზოგადოების შემოსავალი იყო 1076. 27 მანეთი, ხარჯი – 740. 25. 14 ივნისისთვის საზოგადოებას ჰქონდა 18760. 69 მანეთი, ასევე სხვა საგანგებო და სათადარიგო თანხები. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 15 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში ოლღა ჭავჭავაძისთვის მომავალი წლის ბაზრობაზე გასაყიდი ნივთების მოსამზადებლად 100 მანეთის გადაცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 15 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში იაკობ გოგებაშვილისთვის რვეულების თანხის – 100 მანეთის გადაცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 15 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში ალექსანდრე ნათაძისთვის 2. 40 მანეთის გადაცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 15 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში მოსე ნათაძისთვის სათავადაზნაურო სკოლის პანსიონში ობოლი ბავშვის ნახევარი წლის გადასახადის – 50 მანეთის გადაცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 15 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში ივანე რატიშვილისთვის სკოლის სარევიზიოდ ხელთუბანში წასასვლელად 6 მანეთის გადაცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 15 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში ივანე რატიშვილისთვის სკოლის სარევიზიოდ წინარეხში წასასვლელად 9 მანეთის გადაცემის შესახებ.