საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81763

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 9 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში გრიგოლ ტატიშვილისთვის წიგნების თანხის – 10 მანეთის მიცემის შესახებ. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 9 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში გრიგოლ ჩარკვიანისთვის 5 მანეთის მიცემის შესახებ. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 9 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში წიგნსაცავისთვის ნაყიდი წიგნების, მათ შორის სახარების ძველი გამოცემის თანხის (2. 60 მანეთის) გაცემის შესახებ. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 9 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საორგანიზაციო საკითხებისთვის დახარჯული თანხის ანგარიში 180. 55 მანეთის ოდენობით. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 9 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში, რომლის მიხედვითაც შიო ქუჩუკაშვილისთვის უნდა მიეცათ გასული წლის მოგების წილი – 178. 40 მანეთი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 9 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში, რომლის მიხედვითაც ვასილ ედილაშვილისთვის ვაჟა-ფშაველასა და პუშკინის თხზულებების 59 თაბახის გადასაწერად 11. 80 მანეთი უნდა მიეცათ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 9 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საორგანიზაციო საკითხებზე დასახარჯი თანხების ანგარიში 190. 20 მანეთის ოდენობით. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 24 აგვისტოს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომა, რომელსაც დაესწრნენ ალექსანდრე მიქაბერიძე, გრიგოლ ყიფშიძე, დავით კარიჭაშვილი და ვლადიმერ ლორთქიფანიძე.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 24 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს თბილისის I და II სახალხო ბიბლიოთეკების ივნისის შემოსავალ-გასავლის ანგარიში. 1-ელი ივლისისთვის I ბიბლიოთეკას ჰქონდა 16. 77 მანეთი, II-ს – 10. ოქმს ხელი მოაწერა საზოგადოების თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძემ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 24 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს თბილისის I და II სახალხო ბიბლიოთეკების ივლისის შემოსავალ-გასავლის ანგარიში. პირველ ბიბლიოთეკას ჰქონდა 1. 97 მანეთი, მეორეს – 10. ოქმს ხელი მოაწერა საზოგადოების თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძემ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 24 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წარმოადგინეს ოლღა ნიკოლოზის ასული ბეჟანოვის მიერ საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებლად წაღებული ყულაბა N 146.

1899

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1899 წლის 24 აგვისტოს გამგეობის სხდომაზე ოლღა ბეჟანოვის მიერ წარდგენილ N146 ყულაბაში აღმოჩნდა 2. 16 მანეთი.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის აგვისტოში თომა მთავრიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას უარი განუცხადა ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორობაზე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 24 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა თომა მთავრიშვილის განცხადება ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორობაზე უარის შესახებ და ინსტრუქციის მე-12 მუხლის თანახმად დაადგინა, ახალი კანდიდატის დასახელება სამზრუნველო კომიტეტისთვის ეთხოვათ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის ივნისში ალექსანდრე ისაკის ძე როინაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აუწყა, რომ დაამთავრა კომერციული სასწავლებელი და სახლში დაბრუნებას აპირებდა, რისთვისაც ტანსაცმლისა და გზის ფულს ითხოვდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 31 აგვისტოს ალექსანდრე ჭყონიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ ალექსანდრე მიქაბერიძე, ივანე ზურაბიშვილი, ივანე რატიშვილი, ვლადიმერ ლორთქიფანიძე, გიორგი იოსელიანი და დავით კარიჭაშვილი.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საზოგადოების ხარჯთაღრიცხვა. პირველიდან 30 აგვისტომდე საზოგადოების შემოსავალი იყო 1129. 65 მანეთი, ხარჯი – 1658. 77 მან. 30 აგვისტოსთვის საზოგადოებას ჰქონდა 17248. 54 მანეთი. ოქმს ხელი მოაწერა ალექსანდრე ჭყონიამ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა ანგარიში ზაქარია გრიქუროვისთვის წიგნების თანხის – 40 მანეთის მიცემის შესახებ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საორგანიზაციო საკითხების ხარჯთაღრიცხვა 65. 21 მანეთის ოდენობით. ოქმს ხელი მოაწერა ალექსანდრე ჭყონიამ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ივანე რატიშვილის მოხსენება წინარეხის სკოლის შესახებ და დაადგინა, რომ მოხსენება დასკვნის წარსადგენად სასკოლო კომისიისთვის გადაეცათ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ივანე რატიშვილის მოხსენება ხელთუბნის სკოლის შესახებ და დაადგინეს, მოხსენება დასკვნების გასაკეთებლად სასკოლო კომისიისთვის გადაეცათ.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის აგვისტოში იოსებ ფორაქოვი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა გომარეთის სკოლაში მასწავლებლის თავისუფალ ადგილს.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის აგვისტოში გიორგი ლავრენტის ძე ბოკერია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა გომარეთის სკოლაში მასწავლებლის თავისუფალ ადგილს.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის აგვისტოში ივანე გიუნაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა გომარეთის სკოლაში მასწავლებლის თავისუფალ ადგილს.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხმათა უმრავლესობით გადაწყდა გომარეთის სკოლაში მასწავლებლად დაენიშნათ გიორგი ლავრენტის ძე ბოკერია. გადაწყვეტილება დასამტკიცებლად სახალხო სკოლების დირექტორისთვის უნდა წარედგინათ.