რეგისტრირებული ფაქტები89849
სორტირება თარიღი კლებადობით
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის მაისში ელიზბარ გულისაშვილი წითელი არმიის სამხედრო კომისარიატში მუშაობისას ქაქუცა ჩოლოყაშვილს საიდუმლო ცნობებს აწვდიდა.
1923
ტიპი: თანამდებობა
1923 წლის მაისში დიმიტრი ჩრდილელი იყო წითელი არმიის საარტილერიო დივიზიის უფროსი.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის მაისში დიმიტრი ჩრდილელი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამხედრო ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა.
1923
ტიპი: გარდაცვალება
1923 წლის მაისში საბჭოთა ხელისუფლებამ 41 წლის ალექსანდრე მაჭავარიანი დახვრიტა.
1923
ტიპი: თანამდებობა
1923 წლის მაისის ცნობით ალექსანდრე მაჭავარიანი მეფის რუსეთის არმიის ყოფილი პოლკოვნიკი იყო.
1923
ტიპი: თანამდებობა
1923 წლის მაისში ალექსანდრე მაჭავარიანი ქართული წითელი არმიის დივიზიის პირველი პოლკის უფროსის თანაშემწე იყო.
1923
ტიპი: ორგანიზაცია
1923 წლის მაისში ალექსანდრე მაჭავარიანი საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ამბოხების პერიოდში ალექსანდრე მაჭავარიანი წითელ არმიაში მსახურობდა და ამ დროს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის განკარგულებები გადასცა საექსპედიციო რაზმის შტაბის უფროსს როსტომ მუსხელიშვილს.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის 27 აპრილს დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომის დადგენილებით შემდეგი სხდომა დაინიშნა 3 მაისს, 3 საათზე.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის 27 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომას ესწრებოდნენ დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე, გიორგი პაატას ძე მაჭავარიანი და გრიგოლ პორფილეს ძე პატარაია.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის 23, 24, 25, 26 და 27 აპრილს დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომებზე განიხილეს წიგნის მაღაზიის შემოსავლების დავთარი და შეადარეს ნავაჭრ თანხას.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის 21 აპრილს დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომის განხილვის საგანი იყო 1922 წელს საზოგადოების გამოცემული წიგნების ანგარიში. კომისიამ დაადგინა, 23 აპრილს, 12 საათზე, მოეწვია მორიგი სხდომა ანგარიშის განსახილველად, რომელსაც ყველა წევრი დაესწრებოდა.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის 21 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომას ესწრებოდნენ დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე, გიორგი პაატას ძე მაჭავარიანი და გრიგოლ პორფილეს ძე პატარაია.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის 2 აპრილს თარასხან ეშბას 9-კაციანი ბანდა მილიციასთან შეტაკებაში მოჰყვა, დიდი ხნის სროლის შემდეგ ბანდა 3 ნაწილად დაიშალა და წევრები სხვადასხვა ადგილზე მიიმალნენ.
1923
ტიპი: გარდაცვალება
1923 წლის 20 მარტს ელიზბარ ზაქარიას ძე გულისაშვილი ბოლშევიკებმა თბილისში, დღევანდელ ვაკის პარკის ტერიტორიაზე, დახვრიტეს.
1923
ტიპი: გარდაცვალება
1923 წლის 20 მარტს ვარდენ გრიგოლის ძე წულუკიძე ბოლშევიკებმა თბილისში, დღევანდელ ვაკის პარკის ტერიტორიაზე, დახვრიტეს.
1923
ტიპი: გარდაცვალება
1923 წლის 20 მარტს როსტომ გრიგოლის ძე წერეთელი ბოლშევიკებმა თბილისში, დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე, დახვრიტეს.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის 14-18 მარტს საქართველოს კომუნისტური პარტიის მეორე ყრილობაზე შალვა ელიავა ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის შემადგენლობაში შეიყვანეს.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის 14-18 მარტს საქართველოს კომუნისტური პარტიის მეორე ყრილობაზე ფილიპე იესეს ძე მახარაძე ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის შემადგენლობაში შეიყვანეს.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის 14-18 მარტს საქართველოს კომუნისტური პარტიის მეორე ყრილობაზე მიხეილ კახიანი ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის შემადგენლობაში შეიყვანეს.

