საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89112

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1888 წლის პირველ აპრილს სოფელ ოქუმში მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა ქუთაისის გუბერნატორმა გროსმანმა. ის ამბობდა, რომ სოფელში გახშირებული ქურდობის აღმოსაფხვრელად აუცილებელი იყო საზოგადოებას შესაბამისი ორგანოებისთვის მიეწოდებინა საჭირო ინფორმაცია.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის აპრილში გოლუბიევი კავკავის მაზრის უფროსი იყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის აპრილში დუდინსკი გენერალ-ლეიტენანტი იყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის აპრილში ტრეიტერი გენერალ-მაიორი იყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის აპრილში თბილისის ოლქის სასამართლოს პროკურორი ბიკოვი ამავე სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშნეს.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 31 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ დაიბეჭდა ივანე მაჩაბლის მიერ ქართულად ნათარგმნი უილიამ შექსპირის ხუთმოქმედებიანი ტრაგედია „ოტელო“, რომელიც იყიდებოდა ყველა წიგნის მაღაზიაში, წიგნის ფასი 10 შაური იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 31 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „კავკაზის“ ცნობით, სამეურნეო საზოგადოებამ ქიმიკოსებს – გიორგი ალიბეგოვსა და სტრუვეს დაავალა გამოეკვლიათ, გამოდგებოდა თუ არა ვაზისთვის ალავერდის ქარხნის გოგირდი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 31 მარტს პოლიციის მე-5 ნაწილში  სტეფანე სარქისოვის სახლიდან მოიპარეს ფული და სხვადასხვა სახის ნივთები, სულ 300 მანეთისა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 31 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნოტოვიჩს, რომელმაც მოიარა ინდოეთი, ჰიმალაის მთები და თბილისში ჩამოვიდა, სურვილი ჰქონდა, მისი მოგზაურობის შესახებ საგეოგრაფიო საზოგადოების კრებაზე ორი წერილი წაეკითხა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 31 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სოფელ ველისციხის „ბლაღოჩინი“ (მღვდელი) ხარიტონოვი უქმე დღეებში ეკლესიაში გალობდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 31 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ანტონ ყორღანოვის საქმე სენატმა გააუქმა და ხელახლა გასარჩევად ჩანიშნა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 31 მარტს პოლიციის მე-5 ნაწილში სტეფანე სარქისოვის სახლიდან მოიპარეს ფული და სხვადასხვა სახის ნივთები, სულ 300 მანეთისა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 30 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 2 აპრილს თბილისის თეატრში მხატვარი ფილიპოვიჩი დრამატულ სცენისმოყვარეთა, ა. თამაზაშვილისა და გ. კანდელაკის, სასარგებლოდ საღამოს გამართავდა, რომელზეც წარმოდგენილი იქნებოდა სურათები შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“. წარმოდგენის დასასრულს ციციშვილი, ზურაბიშვილი და 6 წლის კობიევი შეასრულებდნენ ლეკურს, ხოლო ჯაფარიძე – კინტაურს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 30 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ფილიმონ ქორიძემ ქუთაისში გამართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მარიამ კლდიაშვილ-ძნელაძისამ, ჭელიძისამ და ვლადიმერ ჟღენტმა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 30 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ალექსანდრე მირიანაშვილის მოთხრობის „უცნაური მუხუდო“ დასასრული.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 30 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სტამბოლიდან მიიღებული ცნობის თანახმად, აპრილის დამდეგს დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე ათონის ქართველთა მონასტრის მონახულებისა და იქაური წიგნსაცავის გაცნობის შემდეგ თბილისში დაბრუნდებოდა.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 30 მარტს საყულიის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იროდიონ მოსეს ძე ნიჟარაძე გარდაიცვალა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 29 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ალექსანდრე მირიანაშვილის მოთხრობა „უცნაური მუხუდო“, მე-12 თავი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი, ელენე გრიგოლის ასული ამირაჯიბი და დარია გრიგოლის ასული თუმანოვისა ნათესავებსა და მეგობრებს აუწყებდნენ, რომ ვასილ გრიგოლის ძე სარაჯიშვილის გასვენება მოხდებოდა 1888 წლის 28 მარტს ელიმირზოვის სახლიდან, რომელიც ახალბებუთოვის ქუჩაზე მდებარეობდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ახალქალაქიდან მიიღეს წერილი ილია ალხაზაშვილისგან, რომ 1888 წლის 28 მარტს უბედური შემთხვევის დროს მძიმედ დაშავდა ვარძიის მონასტრის წინამძღოლი მამა კალისტრატე, რომლის დახმარება სთხოვეს ახალციხის მაზრის უფროსს ნიკოლოზ ალექსი-მესხიშვილს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 27 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გასაყიდად გამოვიდა იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილი რუსული სახელმძღვანელო „русское слово“. წიგნი იყიდებოდა გრიქუროვის მაღაზიაში 10 შაურად, ვინც 20 ცალზე მეტს წაიღებდა 9 შაურად დაუთმობდნენ, ხოლო ვინც 50 ცალზე მეტს წაიღებდა 2 აბაზად.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პოლიციელმა ჯამასპოვმა აღმოაჩინა 2 ტონა განუბაჟებელი ჩაი, გახვეული თხის მატყლში.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 27 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ იონა მეუნარგიამ შეაგროვა მასალა ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფიის შესადგენად, რომლის დამუშავების შემდეგ რამდენიმე ლექციას წაიკითხავდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 27 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ იონა მეუნარგიამ დასაბეჭდად დაწერა ალექსანდრე ჭავჭავაძის ბიოგრაფია და მისი პოეტური მოღვაწეობის კრიტიკული განხილვა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 27 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ დაუდასტურებელი ინფორმაციით ის დაბრკოლება, რომელიც ხელს უშლიდა იონა მეუნარგიას წაეკითხა ლექციები გრიგოლ ორბელიანის შესახებ აღმოიფხვა და საზოგადოება დიდი იმედით ელოდა ლექციების კვლავ განახლებას.