საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81344

1921

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 იანვარს ფოთის ნავსადგურის უფროსმა, ინჟინერმა გიორგი ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილმა დეპეშით აცნობა გზათა დეპარტამენტის დირექტორს, რომ გატაცებულ გემ „ჭოროხის“ ჩასაბარებლად გზავნიდა მის კომანდირ ცქიტიშვილს.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე გამსახურდიას პუბლიცისტური წერილი „თანამედროვე გერმანიის პოლიტიკისა და კულტურის პრობლემები“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ რუბრიკით „ჩვენი კორესპონდენტები“ გამოქვეყნდა მიხეილ ხერხეულიძის (კიაზოშვილი) წერილი „კახეთის ვითარება“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ტიტე მარგველაშვილის წერილი „სოციალიზმ-კომუნიზმის მარცხი“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „დიპლომატები თუ აგიტატორები?“.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 21 იანვრის გაზეთი „საქართველო“ გაზეთ „ბათუმის ეხოზე“ დაყრდნობით იუწყება, რომ ბათუმის ოლქის საგანგებო რწმუნებულმა გრიგოლ გიორგაძემ მთავრობას თანამდებობიდან გათავისუფლება სთხოვა. შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ დაიბეჭდა შეცდომის გასწორება. 19 იანვრის ნომერში (N13) დაბეჭდილ შემომწირველთა სიაში დასნეულებულ ბელეტრისტ ნიკოლოზ ნათაძის სასარგებლოდ დავით კასრაძის შემოწირულობა იყო 1 500 მანეთი და არა 15 000.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქალაქთა კავშირის საექიმო-სასანიტარო საბჭოს თავმჯდომარემ ექიმ მუხარინსკის მოხსენების მოსმენისა და განხილვის შემდეგ აღნიშნა, რომ ქალაქების თვითმმართველობას უნდა ესარგებლა მომხსენებლის რეკომენდაციებით.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქალაქთა კავშირის საექიმო-სასანიტარო საბჭომ განიხილა საკითხი ქალაქების წყლით უზრუნველყოფის შესახებ. ექიმმა მუხარინსკიმ თავის მოხსენებაში განაცხადა, რომ წყლით უზრუნველყოფა საზოგადოებრივი თვითმმართველობის მთავარი ვალდებულება იყო. წყალსადენის მოწყობის დროს უნდა გამოკვლეულიყო წყლის გეოლოგიურ-სანიტარული პირობები, მდინარის წყლის მიწოდების შემთხვევაში მოწყობილიყო საფილტრაციო სადგური, ეპიდემიების დროს შემოეღოთ წყლის და წყალსადენის დაწესებულების დეზინფექცია, ასევე უნდა განვითარებულიყო კანალიზაცია.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა „საქართველოს ნოტა ა. ს. ს. რ. სრულუფლებიან წარმომადგენელს“, რომელსაც ხელს საგარეო საქმეთა მინისტრის მაგიერ მისი მოადგილე კონსტანტინე საბახტარიშვილი აწერს.

1921

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აზერბაიჯანის პარლამენტის წევრი ჯალილ სულთანოვი აზერბაიჯანის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს სთხოვდა გადამწყვეტი ღონისძიებების გატარებას ჯებრალის მაზრის გარშემო სომეხთა ძალების თავმოყრის თაობაზე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 20 იანვარს სახელმწიფო გვარდიის საგანგებო ბატალიონთან არსებული კ. კაუცკის სახელობის თეატრ „საპიორნში“ (სახელმწიფო საოპერო თეატრის უკან) გაიმართებოდა გიორგი ქუჩიშვილის სალიტერატურო საღამო, აფიშები არ იქნებოდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 20 იანვარს სახელმწიფო დრამის თეატრში პიესა „მარიამ მაგდალელს“ ლადო მესხიშვილის მიზანსცენებით მეორედ წარმოადგენდნენ, რადგან პირველი წარმოდგენის ყველა ბილეთი გაიყიდა და საზოგადოების ნაწილი უბილეთოდ დარჩა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 19 იანვარს მეჰმედ ედიბმა ხოფიდან ანკარაში თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მისწერა, რომ ბათუმის ავტონომიის მომხრეებს სურდათ შეეკრიბათ 40-კაციანი ასამბლეა, რომელიც გადაწყვეტდა ავტონომიის საკითხებს, მაგრამ, რადგან ბათუმში ქართული ჯარი იდგა, ეს გადაწყვეტილება კანონიერი არ იქნებოდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ვახტანგ გარრიკის ეტიუდი „კოცნა პირველი“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა წერილი „ჩაშლილი ოინები“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „ახალი ხელშეკრულება“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სარგის კაკაბაძის „წერ. რედაქციისადმი“, რომელშიც ავტორი ეხმიანება 16 იანვრის ნომერში დაბეჭდილ გარეშეს წერილს „კიდევ ნაციონალიზაცია“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა მიხეილ ღვამიჩავას „წერ. რედაქციისადმი“, რომელშიც ის რედაქციას მიმართავს თხოვნით, დაადასტურონ, რომ 16 იანვრის ნომერში გარეშეს ფსევდონიმით გამოქვეყნებული წერილი „კიდევ ნაციონალიზაცია“ მას არ ეკუთვნის. რედაქციამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) ქიჩიხანის ფსევდონიმით გამოქვეყნდა წერილი „მიწათმოქმედების სამინისტროს მაღაზია და მანდარინები“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ შ. ბ-ძის (შოთა იაკობის ძე ბერიძე) ხელმოწერით გამოქვეყნდა წერილი „პარტია და პროფესია“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სამგლოვიარო დეპეშა. ჯავახეთის ქართველი საზოგადოება გამოთქვამდა წუხილს საზოგადო მოღვაწის, ილია სოლომონის ძე ალხაზიშვილის უდროოდ გარდაცვალების გამო. სამძიმრის წერილს საზოგადოების მინდობილობით ხელს აწერდა ნადირაძე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 19 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ დასნეულებული მწერლის, მელანიას (დეკანოზი ნიკოლოზ ნათიძე) სასარგებლოდ რედაქციამ საზოგადოება „იმედისგან“ მიიღო 3 000 მანეთი და დავით კასრაძისგან − 15 000 მანეთი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 19 იანვარს ჯარში, მესანგრე ათასეულის თეატრში წარმოდგენა გაიმართებოდა. ჯარისკაცები ვალერიან გუნიას სამმოქმედებიან კომედიას „ვაის გავეყარე, ვუის შევეყარე“ წარმოადგენდნენ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 19 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყებოდა, რომ სახალხო განათლების სამინისტროს ნებართვით, ალექსანდრე გ. საათაშვილმა დააარსა პირველი ქართული ბუღალტერიის კურსები. ყველა საგანი ქართულ ენაზე ისწავლებოდა მისამართზე: თბილისი, დუშეთის ქ. სახლი N9, წყნეთის ქუჩასთან ახლოს.