რეგისტრირებული ფაქტები88484
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15 თებერვალს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თხოვნა, რომელიც ეხებოდა მუშათა მაგიდაში თითოეულ მოსამსახურე მუშაზე 10000 მანეთის შეტანას თებერვლის ზარალის ასანაზღაურებლად. გამგეობამ ეს თხოვნა დააკმაყოფილა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 8 მარტს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ვარლამ ბურჯანაძე, სეით იაშვილი, იოსებ გიორგობიანი, ნინო ნაკაშიძე და იპოლიტე ვართაგავა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ვარლამ რუხაძემ მისგან სტამბის შეძენა ან ორი თვით სტამბის ხარჯების აღება შესთავაზა. გამგეობამ უარი უთხრა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 15 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, იპოლიტე ვართაგავა, ფილიპე გოგიჩაიშვილი, სერგი გორგაძე, შიო დედაბრიშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე და ფილიპე მგელაძე. სხდომაზე იმსჯელეს, სურდა თუ არა გამგეობას ჟურნალ „განათლებაში“ ჰქონოდა თავისი განყოფილება, სადაც დაბეჭდავდნენ საზოგადოების შესახებ ყველანაირ ცნობებს. გამგეობამ დაადგინა: 1913 წლის 1-ლი იანვრიდან ჟურნალ „განათლებაში“ თავისი განყოფილებისათვის გადაედოთ 20 თუმანი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 15 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს საკითხი საქველმოქმედო საზოგადოების სკოლის ქართული ენის მასწავლებლისათვის ხელფასის დანიშვნის შესახებ. გამგეობამ დაადგინა: სკოლის პედაგოგ ევგენია ეგაძესთვის 1-ელი ნოემბრიდან 15 მანეთი დაენიშნათ და მოეთხოვათ გაკვეთილების განაწილების ცხრილი, რათა საზოგადოების წევრებს გაკვეთილებზე დასწრება შეძლებოდათ.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გრიგოლ ბურჭულაძემ გააკეთა მოხსენება ყალამშის სკოლის შესახებ, რის საფუძველზე გამგეობამ დაადგინა: ყალამშის სკოლის შენობისთვის გადაედოთ 512.20 მანეთი, ხოლო ნივთების შესაძენად 91 მანეთი, ასევე სკოლის მოსაწყობად თანხა დაეხარჯათ თავადაზნაურების შემოწირული თანხიდან და ინსპექტორის ჯამაგირიდანაც.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 ნოემბერს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, შალვა მიქელაძე, შიო დედაბრიშვილი, სერგი გორგაძე და ლუარსაბ ბოცვაძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, შალვა მიქელაძე, შიო არაგვისპირელი, სერგი გორგაძე და ლუარსაბ ბოცვაძე მოხსენება გააკეთა სასკოლო სექციამ იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოების შესახებ. გამგეობამ სასკოლო სექციას დაავალა „რუსკოე სლოვოს“ მეორე ტომში გაეკეთებინა შესწორებები და დასაბეჭდად გაემზადებინა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 15 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ბათუმში მცხოვრებმა წიგნების გამომცემელმა, მიხეილ კალანდაძემ, რომ მისგან შეეძინათ „დედა-კაცი“ და „სოციალიზმი“. გამგეობამ მ. კალანდაძისგან საკომისოდ შეიძინა აღნიშნული წიგნები.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარადგინეს ცნობა, რომ 2 წლის წინ გამგეობამ ყვირილის განყოფილებას 300 მანეთის კრედიტი გაუხსნა და პლატონ კიკნაველიძეს გადასცა. მას წიგნის მაღაზია არ ჰქონდა, მიღებული თანხა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა და მხოლოდ 150 მანეთის დაბრუნება შეძლო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა გიორგი ყაზბეგი, წარმოადგინეს ზუგდიდის უფასო სამკითხველოს გამგეობის თხოვნა, რომ ესაჭიროებოდათ წიგნებით დახმარება. გამგეობამ 25 მანეთის წიგნები გაუგზავნა ზუგდიდის სამკითხველოს.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ვაჟა-ფშაველამ, რომ მიეცათ მისთვის დახმარების სახით 100 მანეთი აკაკის ფონდიდან. გამგეობამ განაცხადა, რომ აკაკის ფონდიდან მსგავსი დახმარებისთვის თანხის გატანა არ შეიძლებოდა, ხოლო თავად გამგეობას არ გააჩნდა შესაბამისი თანხა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დაადგინეს, რომ საზოგადოების სახელზე მიღებული ყოველი შემოწირულობის გამგებლობა დაევალებინათ ალექსანდრე ყიფშიძისთვის.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს აწყურის სამრევლო სკოლის გამგე, მღვდელ ეფრემ ინასარიძის თხოვნა, რომ ესაჭიროებოდათ 23.70 მანეთის სახელმძღვანელოები, სკოლის ქართველ მაჰმადიანთა მოსწავლეებისათვის დასარიგებლად. გამგეობამ ე. ინასარიძის თხოვნა დააკმაყოფილა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს წითელი არმიის წარმომადგენლის თხოვნა. მას თბილისში ამიერკავკასიის სარევოლუციო ლიტერატურის მუზეუმის დაარსება ჰქონდა დავალებული და სთხოვდა საზოგადოებას, მის მიერ არჩეულ ხუთ-ხუთ წიგნს საზოგადოების წიგნის მაღაზიიდან. 14 სახელწოდების წიგნი ხუთ-ხუთ ეგზემპლარად 9500 მანეთი ღირდა. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 26 მარტს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: მდივანი: ვ. ბურჯანაძე, წევრები: შ. დედაბრიშვილი, კ. ნინიძე, ა. ჯაჯანაშვილი, იპ. ვართაგავა, ი. გიორგობიანი, ს. იაშვილი, თავმჯდომარე: დ. კარიჭაშვილი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 26 მარტს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას ქართული ბეჭდვითი ამხანაგობის რწმუნებული სამსონ დათეშიძე სთავაზობს ამხანაგობის ყველა გამოცემას საკომისიოდ. დათეშიძის აზრით პროცენტის დაკლების შესახებ საკითხის განხილვას ამხანაგობის წარმომადგენელი უნდა დასწრებოდა. გამგეობამ დაადგინა წიგნების საკომისიოდ მიღება 40%-იანი ფასდაკლებით. გამოცემებზე ფასის მომატება მხოლოდ გამგეობასთან შეთანხმებით უნდა მომხდარიყო. გამგეობა პასუხს არ აგებდა წიგნების დაზიანების ან განადგურების შემთხვევაში.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 26 მარტს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სახალხო განათლების კომისრის, ალექსანდრე სვანიძის განკარგულება ყველა კულტურული დაწესებულების საბჭოთა დაწესებულებად გამოცხადების შესახებ. ამგვარად წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას კერძო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა. ეს განკარგულება ცნობად მიიღეს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 26 მარტს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს „დედა ენის“ პირველი და მეორე ნაწილების გამოცემის საკითხი. სპეციალურად შერჩეულ კომისიას დაევალა ამ წიგნების განხილვა და თავისი აზრის გამგეობისთვის გაცნობა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 26 მარტს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვერის ბიბლიოთეკის საკითხი. ბიბლიოთეკა 1921 წლისთვის აღარ ფუნქციონირებდა. გამგეობამ გადაწყვიტა, ბიბლიოთეკის დაბრუნების მოთხოვნით განათლების კომისარიატისთვის მიემართა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 26 მარტს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობის სხდომაზე წიგნების გამოცემის საკითხი განიხილეს. გამგეობამ პრეზიდიუმს დაავალა გამოსაცემი წიგნების სიის შედგენა და გამგეობისთვის წარდგენა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 5 აპრილს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწნენ სეით იაშვილი, ნინო ნაკაშიძე, იპოლიტე ვართაგავა, იოსებ გიორგობიანი.

