საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81547

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 18 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გომარეთისა და თონეთის სკოლების რევიზია დაევალა ექვთიმე თაყაიშვილს.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 18 მაისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, გომარეთის სკოლის მასწავლებლის, მიხეილ კლიმიაშვილისთვის ზაფხულის ხელფასი სკოლის რევიზიის შემდეგ მიეცათ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის მაისში გომარეთის მასწავლებელი მიხეილ კლიმიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, მაისის ხელფასთან ერთად ზაფხულის თვეების ხელფასიც მიეცათ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის მაისში გივი დავითის ძე ავალიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, რომ მისთვის საზოგადოების ფოტოსახელოსნოში სამსახური მიეცათ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 18 მაისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მოისმინა გამგეობის წევრ ალექსანდრე ჭყონიას მოხსენება ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეთა ქართული ენის გამოცდის შესახებ, რომელიც 15 მაისს ჩატარდა.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილის მოხსენება სოფლებში ქართული სახალხო სკოლების დაარსების შესახებ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 18 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გამგეობის წევრმა, ალექსანდრე ჭყონიამ განაცხადა, რომ საზოგადოების დამფუძნებელი წევრობა სურდა. მას საწევრო – 300 მანეთი თავისი წიგნის, „ისტორიული ნარკვევის“ შემოსავლიდან 20%-ის დაკლებით უნდა გადაეხადა.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 3 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილის მოხსენება თბილისში ქალ-ვაჟებისთვის ქართული სახალხო სკოლის გახსნის შესახებ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 18 მაისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დააკმაყოფილა ალექსანდრე ჭყონიას თხოვნა დამფუძნებელი წევრობის შესახებ. ოქმს ხელი მოაწერეს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ, წევრებმა: გიორგი იოსელიანმა, ივანე რატიშვილმა, ალექსანდრე ჭყონიამ, ექვთიმე თაყაიშვილმა, იაკობ გოგებაშვილმა, ივანე ზურაბიშვილმა და დავით კარიჭაშვილმა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საპრემიოდ წარდგენილი სახელმძღვანელო „მოთხრობანი ბუნებისმეტყველებიდან“, მმართველობამ ვერ ცნო პრემიის ღირსად. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.

1881

ტიპი: ავტორობა

1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საპრემიოდ წარადგინეს შემდეგი სახელმძღვანელოები: ერთი არითმეტიკის, ორი გეოგრაფიის, ერთი საქართველოს ისტორიისა და ერთი „მოთხრობანი ბუნებისმეტყველებიდან“. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.

1881

ტიპი: ავტორობა

1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებამ გორის სამასწავლებლო სემინარიის სტიპენდიატებს სახელმძღვანელოებისა და სასწავლო ნივთების შესაძენად 40 მანეთი გაუგზავნა. აგრეთვე, ბიბლიოთეკისთვის გააგზავნა ქართული წიგნების თითო ეგზემპლარი. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.

1881

ტიპი: ავტორობა

1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების მმართველობა 1883 წლის სექტემბრისთვის ქუთაისში პირველი პროგიმნაზიური კლასის გახსნას გეგმავდა, მაგრამ წესდებით ამის უფლება არ ჰქონდა. ამიტომ საჭირო იყო, ქუთაისში ჩამოყალიბებულიყო თავადაზნაურთა ისეთი საზოგადოება, რომელიც ქუთაისის თავადაზნაურთა სკოლას უხელმძღვანელებდა და მომავალში გიმნაზიად გადააკეთებდა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.

1881

ტიპი: ავტორობა

1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების მმართველობამ წლების განმავლობაში შეიძინა ქართული ხელნაწერი და ნაბეჭდი წიგნები. გარდა ამისა, დაინტერესდა საქართველოსა და ზოგადად კავკასიის შესახებ არსებული რუსული გამოცემებითაც და ადგილობრივ სამეცნიერო დაწესებულებებს სთხოვა, უსასყიდლოდ დაეთმოთ თავიანთი გამოცემები. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.

1881

ტიპი: ავტორობა

1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, რ. ერისთავის ილუსტრირებული იგავ-არაკის დასაბეჭდად 398 მანეთი და 27 კაპიკი დაიხარჯა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.

1881

ტიპი: ავტორობა

1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების ბიბლიოთეკები სრულყოფილად მოწყობილი არ იყო, თუმცა მათი რიცხვი მაინც მატულობდა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.

1881

ტიპი: ავტორობა

1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საპრემიოდ წარდგენილი საქართველოს ისტორიისა და არითმეტიკის სახელმძღვანელოები მმართველობამ განიხილა, თუმცა ვერც ერთი ხელნაწერი ვერ ცნო დაბეჭდვის ღირსად. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.

1881

ტიპი: ავტორობა

1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საპრემიოდ წარდგენილი გეოგრაფიის ორი ხელნაწერიდან მმართველობამ ვერც ერთი ვერ ცნო ჯილდოს ღირსად. მმართველობის გადაწყვეტილების თანახმად, მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი გამოიცემოდა, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ავტორი მას მმართველობის შენიშვნების მიხედვით შეასწორებდა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილის მოხსენება საქართველოს ყველა ქალაქში ქართული სახალხო სკოლების გახსნის შესახებ.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 3 ნოემბერს იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას თბილისში ქართული სახალხო სკოლის გახსნა შესთავაზა. გამგეობა გოგებაშვილის წინადადებას დასთანხმდა.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 3 ნოემბერს იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას თბილისში ქართული სახალხო სკოლისთვის სახლის დაქირავება შესთავაზა, რასაც ოცი-ოცდაათი თუმანი დასჭირდებოდა და როცა სკოლის შემოსავალი გაიზრდებოდა, სკოლა თვითონ დაფარავდა საკუთარ ხარჯებს.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 22 აგვისტოს ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა კრების საბჭო გამოეხმაურა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 5 ივლისის № 163 მოწოდებას და აცნობა, რომ შესაძლებლობისთანავე შეიტანდა 500 მანეთს ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდის გასაძლიერებლად. ხელი მოაწერა საბჭოს კანტორის გამგე იაზონ ბაქრაძემ.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, თუ თბილისის სახალხო სკოლის ადმინისტრაცია ავეჯს 1-ლ იანვრამდე დაამზადებდა, მაშინ სკოლა იანვარში გაიხსნებოდა. გამგეობის სხდომის ოქმს ხელს აწერენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი და ვასილ მაჩაბელი.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 3 ნოემბერს იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებს სთხოვა, წიგნების შესაძენად თანხის გამოყოფა დაეჩქარებინათ.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 3 ნოემბერს იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებს შესთავაზა, რომ არითმეტიკის სახელმძღვანელოს გარდა, თითო წიგნის შესაძენად პრემიის სახით ოც-ოცი თუმანი გამოეყოთ. გამგეობა გოგებაშვილის წინადადებას დათანხმდა.