საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89112

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 27 აპრილს ბათუმის ადგილობრივი კომიტეტის წევრმა, ჰუსეინ ბეგ აბაშიძემ ილია ჭავჭავაძეს მისწერა, რომ ბათუმის სკოლის გადატანას ქობულეთში აპირებდნენ. თუ ბათუმში დატოვებდნენ, საზოგადოებას სკოლისთვის სახლს ერთი წლით უფასოდ დაუთმობდა. საზოგადოებას მხოლოდ სახლის თავისი ხარჯით შეკეთება მოუწევდა, რაც 1500 მანეთი დაუჯდებოდა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 27 აპრილს ბათუმის ადგილობრივი კომიტეტის წევრმა ჰუსეინ ბეგ აბაშიძემ ილია ჭავჭავაძეს მისწერა, რომ თავის მამულს (100 კვადრატულ საჟენს) საზოგადოებას შესწირავდა სკოლის შენობისთვის.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისში, ერევნის მოედანზე, იყიდებოდა „კონფექტები რუსთაველი“. თითოეული შეხვეული იყო ქაღალდში, რომელზეც „ვეფხისტყაოსნის“ საუკეთესო, ანდაზებად ქცეული სტრიქონები იყო დაბეჭდილი. კანფეტები დაამზადა კონდიტერმა ი. იუზბაშევმა.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის აპრილში ოლივერ უორდროპი პირველად ჩამოვიდა საქართველოში.

1887

ტიპი: თანამდებობა

1887 წლის 20 მარტს კონსტანტინე მიხეილის ძე ბერეკაშვილი არდაგნის ხაზინაში კანცელარიის მოსამსახურედ გადაიყვანეს.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 19 მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ 22 მარტს „ტფილისის კლუბში“ (მუხრან-ბატონის სასახლე) საღამოს 19:30 სთ. საქართველოს ეგზარქოსის ხორო ვ. აუშევის ლოტბარობით სასულიერო კონცერტს გამართავდა.

1887

ტიპი: თანამდებობა

1887 წლის 19 მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ ევსევი ალექსის ძე კერესელიძე წერა-კითხვის გამავრცელებელმა ორგანიზაციამ სოფელ ხელთუბნის სკოლაში მასწავლებლად დანიშნა.

1887

ტიპი: ორგანიზაცია

1887 წლის 19 მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ თავისი ხელნაწერების კატალოგის შედგენა (900 სახელწოდების ქართული წიგნი და ხელნაწერი იყო) დაამთავრა.

1887

ტიპი: თანამდებობა

1887 წლის 19 მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ თბილისის ბოტანიკური ბაღის სანახავად მნახველებს ბილეთი მებაღე შრერისგან უნდა აეღოთ, რომელიც კუკიაზე ცხოვრობდა.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 19 მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ მეღვინე თ. ზ. ჯორჯაძე ხარკოვში თავისი პროდუქციის გამოფენას გეგმავდა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 19 მარტის გაზეთში „ივერია“ ს. ღონღაძე წერდა, რომ 17 მარტს ფონასა და წიფას შორის ჩამოწოლილმა ზვავმა რკინიგზის საყარაულო სახლი ქვეშ მოიყოლა და მუშა ხალხი დაიხოცა.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 17 მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ საქალებო ისნტიტუტის პედაგოგი ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე ოთხშაბათობით და კვირაობით მასწავლებლებისა და აღმზრდელებისთვის პედაგოგიკის ფსიქოლოგიაზე ისაუბრებდა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 17 მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ ლაიფციგში დაიბეჭდა და გამოიცა არტურ ლაისტის მიერ შედგენილი ქართველი პოეტების კრებული (Georgische Dichter). კრებულის პირველი ნომერი ა. ნებიერიძის რედაქტორობით გამოვიდა.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 17 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ორ-ანის ფსევდონიმით არტემ მირიანის ძე ახნაზაროვმა პოლონურუიდან თარგმნილი პატარა მოთხრობა დაბეჭდა.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 17 მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ თბილისის საგუბერნიო გამგეობა სახელმწიფო ვალის გადაუხდელობის გამო გაბრიელ და მიხეილ მელქუმოვების ავლაბარში მდებარე ერთსართულიან სახლს ყიდდა.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 17 მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ თბილისის საგუბერნიო გამგეობა სახელმწიფო ვალის გადაუხდელობის გამო იოსებ ყაზაროვის ნიკოლოზის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიან ქვითკირის სახლს ყიდდა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 17 მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ დაიბეჭდა ივანე როსტომაშვილის მიერ თარგმნილი სამუელ სმაილსის „თვითგანვითარება“. გამომცემელი იყო ზაქარია ჭიჭინაძე.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 14 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 15 მარტს ვლადიმერ აღნიაშვილის გუნდი რჩეული სიმღერების კონცერტს გამართავდა.

1887

ტიპი: პირადი ინფორმაცია

მომღერალი იოსებ ალექსანდრეს ძე გოძიაშვილი 1887 წლის 13 მარტს დაიბადა თბილისში.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 11 მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ შაბათს, 14 მარტს ქართული დრამატული სცენის მოყვარულთაგან ა. თამაზაშვილის სასარგებლოდ გაიმართებოდა ნაწყვეტები სპექტაკლებიდან: ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“, დავით ერისთავის „სამშობლო“, ანტონ ფურცელაძის „თამარ ღაზნელი“ და შ. რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 11 მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ „კავკაზ. ობოზ.“ ცნობით, გუბერნატორმა ცოფიანი ძაღლისგან დაკბენილ ქრ. კორინთელს ოდესაში სამკურნალოდ წასასვლელად 20 თუმანი გამოუყო.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 11 მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ „კასპის“ ცნობით, როტშილდების ფირმას ბაქოსთან ახლოს სოდის ქარხნის გამართვა ჰქონდა განზრახული.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 11 მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ გაიმართა ქალაქის საბჭოს სხდომა, სადაც ქუჩების ქვით დაგების საკითხი განიხილებოდა. სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ: მ. ი. თამამშევი, ა. ა. ივანენკო, ვასილ იოსების ძე ბებუთოვი, ალექსანდრე იაკობის ძე ზუბალოვი და პავლე იზმაილოვი.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 11 მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ თბილისში, სასახლის ქუჩაზე, ყალამქაროვის სახლში ძმები ასლანიდების „თუთუნისა და პაპიროსის მწეველთა“ მაღაზია გაიხსნა.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 11 მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ თბილისსა და ქუთაისში იყიდებოდა ახლად დაბეჭდილი სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკები ფასი: 15 კაპ. მის: ალექსანდროვის პედაგოგიკის ინსტიტუტი. მ. ა. ნასიძე.