საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88465

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ივანე ივანეს ძე კერესელიძის განცხადება, რომ ქართულ სამერნეო გაზეთ „ცისკარში“ დაიბეჭდებოდა სხვადასხვა ცნობები ხვნა-თესვის, სოფლის ხელობის, მიწის დასამუშავებელი იარაღების, ვენახის მოვლისა და ღვინის ხარისხის გაუმჯობესების, პირუტყვის მოვლის და ზოგადად ცნობები მამულის შესახებ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ივანე ივანეს ძე კერესელიძის განცხადება, რომ ქართული სამეურნეო გაზეთ „ცისკარში“ დაიბეჭდებოდა მმართებლობის განკარგულებები მამულების მფლობელობის შესახებ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ ივანე ივანეს ძე კერესელიძის განცხადება გამოქვეყნდა, რომ 1887 წლის პირველი იანვრიდან ქართული სამეურნეო გაზეთი „ცისკარი“ გამოვიდოდა კვირაში ორჯერ ხუთშაბათსა და კვირას.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გრიგოლ თევდორეს ძე ყიფშიძის ფელეტონი „ცოდვა სიყვარულისა“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გაზეთ „Русския Въдомости-ს“ პეტერბურგიდან მისწერეს, რომ მთავრობამ დაამტკიცა კავკასიის სამხედრო სასამართლოს განაჩენი პოდპოლკოვნიკ ი. ს. იოსელიანის ტობოლსკის გუბერნიაში გადასახლების შესახებ.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ დავითის ძე ზუბალაშვილი თბილისის მეოთხე ნაწილის მომრიგებელი მოსამართლე იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ დავითის ძე ზუბალაშვილი თბილისის ხმოსანი იყო.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის 20 ნოემბერს ანასტასია ლუარსაბის ასულ ამილახვარს გორის მაზრის სოფელ ჭალაში დაკრძალავდნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული განცხადებით ივანე გივის ძე ამილახვარმა ნაცნობებსა და ნათესავებს აუწყა, რომ გარდაიცვლა დედა ანასტასია ლუარსაბის ასული ამილახვარი.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანასტასია ლუარსაბის ასული ამილახვარი ივანე გივის ძე ამილახვრის დედა იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე გივის ძე ამილახვარი გენერალ-ლეიტენანტი იყო.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს ივანე გივის ძე ამილახვარი თავადი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 19 ნოემბერს არჩილ კიკნაძის სახლი გაქურდეს. მძინარე სახლის მეპატრონეს 60 თუმანი მოჰპარეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 19 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი იაგორის ძე თუმანიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარე იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 19 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლისინოვი ვაჭარი იყო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 19 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვაჭრის ლისინოვის მაღაზია გაძარცვეს. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 19 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე არხიპოვი ჯარისკაცი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 19 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სიმონ აკულოვი ჯარისკაცი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 19 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე სონნიკოვი ჯარისკაცი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 19 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვლადიმერ გერიე მოსკოვის უმაღლესი სასწავლებლის პროფესორი იყო.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 19 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარიამ ნ. ბაქრაძისა იყო ერთადერთი ქართველი ქალი, რომელიც მოსკოვის უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდა და ისტორიის შესახებ პროფესორ ვლადიმერ გერიეს ლექციებს ისმენდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანტონ ნაკაშიძე გურიის მაზრის უფროსის თანაშემწე იყო.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სვიმონ იორაიშვილი ღარიბი აზნაურის შვილი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დ. კობიაშვილი პროკურორი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სვიმონ იორაიშვილი წერდა არზებს, თხოვნებს, აპელაციებს და სხვ.