რეგისტრირებული ფაქტები88248
სორტირება თარიღი კლებადობით
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 14 ოქტომბერს ეფრემ ეშბა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომას დაესწრო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 14 ოქტომბერს მიხეილ ოკუჯავა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომას დაესწრო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 14 ოქტომბერს სერგო ქავთარაძე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომას დაესწრო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 14 ოქტომბერს ფილიპე მახარაძის მონაწილეობით გამართულ საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომაზე საბჭოთა რესპუბლიკების ფედერაციის შესახებ იმსჯელეს.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 14 ოქტომბერს ბესო კვირკელია საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომას დაესწრო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 14 ოქტომბერს კოტე ცინცაძე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომას დაესწრო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 14 ოქტომბერს არტემ კვირიკაძე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომას დაესწრო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 14 ოქტომბერს მიხეილ ჩიხლაძე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომას დაესწრო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 5 ოქტომბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნინო ნაკაშიძე და საპატიო წევრი დავით კარიჭაშვილი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 5 ოქტომბერს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საინჟინრო ათასეულის სამხედრო კომისარმა გამგეობას ათასეულის ბიბლიოთეკისთვის ქართული წიგნები სთხოვა. გამგეობამ დაადგინა, მათი გამოცემული წიგნების თითო ეგზემპლარი გაეგზავნა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 5 ოქტომბერს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე პოლიტიკური განათლების მთავარმა მმართველობამ გამგეობას სოფლების ბიბლიოთეკა-სამკითხველოებისთვის ფასდაკლებით წიგნები სთხოვა. გამგეობამ დაადგინა, მიეცა მისთვის წიგნები 10%-იანი ფასდაკლებით.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 5 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ბათუმის ვაჟთა გიმნაზიის VIII კლასის მოსწავლე სულეიმან კაიკაციშვილმა გამგეობას მთელი წლისთვის ერთდროული დახმარება 8 მილიონი მანეთი სთხოვა. გამგეობამ დაადგინა, მისთვის სახელმწიფო ბანკით ყოველთვიურად მილიონი მანეთი გაეგზავნა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 5 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მურად ჰუსეინის ძე გუნთაიშვილმა გამგეობას უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად დახმარება სთხოვა. გამგეობამ გადაწყვიტა, გუნთაიშვილს 1-ელი ოქტომბრიდან სამი თვის მანძილზე თვეში 2 მილიონი მანეთით დახმარებოდა, სამი თვის შემდეგ კი, ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, გადაწყვეტდა დახმარების გაგრძელების საკითხს.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 5 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნესტორ გელოვანმა გამგეობას რვეულების ყდებისთვის წარწერიანი ქაღალდი სთხოვა, სანაცვლოდ გამგეობას ცალხაზიანი რვეულები შესთავაზა, თითო 3 000 მანეთად. გამგეობამ გელოვანის წინადადება მიიღო და ამ საქმის მოგვარება გრიგოლ ბურჭულაძესა და ვასილ ედილაშვილს მიანდო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 5 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საქართველოს მსახიობთა საბჭომ გამგეობას ალექსანდრა კარგარეთელისთვის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალული მეუღლის, ნიკოლოზ ქართველიშვილის საფლავის გვერდით დარჩენილი ადგილის მიცემა სთხოვა. გამგეობამ დაადგინა, რომ შეუძლებელი იყო ცოცხალი ადამიანისთვის პანთეონში დასამარხი ადგილი მიეცათ.
1922
ტიპი: ორგანიზაცია
1922 წლის ოქტომბრიდან მარტამდე ამბროსი გალაქტიონის ძე ჭელიძე მეტალების ქუჩა N3-ში მდებარე მთავარი სამმართველოს სახელოსნოში მსახურობდა. 1922-1923 წლებში იგი თეატრ „ნაძალადევის“ სუფლიორი იყო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 23-24 სექტემბერს ვიაჩისლავ მოლოტოვი რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მიერ გამოყოფილ კომისიის სხდომას დაესწრო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 23-24 სექტემბერს სერგო ორჯონიკიძე რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მიერ გამოყოფილი კომისიის სხდომას დაესწრო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 23 სექტემბერს ბუდუ მდივანი ავადმყოფობის გამო რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მიერ გამოყოფილი კომისიის სხდომას ვერ დაესწრო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 23 სექტემბერს რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მიერ გამოყოფილი კომისიის სხდომაზე ერთხმად მიიღეს იოსებ სტალინის რეზოლუციის პროექტი საბჭოთა რესპუბლიკების ავტონომიზაციის შესახებ.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 23-24 სექტემბერს იოსებ სტალინი რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მიერ გამოყოფილ კომისიის სხდომას დაესწრო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 23 სექტემბერს კ. მ. ცინცაძე რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მიერ გამოყოფილი კომისიის სხდომას დაესწრო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 22 სექტემბერს ვლადიმერ ლენინმა იოსებ სტალინს სთხოვა, ეცნობებინა, რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტში როგორ წყდებოდა საბჭოთა რესპუბლიკების ურთიერთდამოკიდებულების საკითხი.

