საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81379

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 16 ივნისის „დროების“ ცნობით, ზაქარია ჭიჭინაძემ ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანის ყველა მოთხრობა შეაგროვა, რომ შემდეგ ცალკე წიგნად დაებეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 16 ივნისის „დროებაში“ აღალო თუთაევის სტატია „ცხინვალი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 17 ივნისის „დროების“ ცნობით, აღალო თუთაევის კომედია „ცოლი ვიტირო, თუ ფული?“ თელავში, იოსებ კუზმანაშვილის მაღაზიაში იყიდებოდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 17 ივნისის „დროების“ ცნობით, აღალო თუთაევის კომედია „ცოლი ვიტირო, თუ ფული?“ ქუთაისში, იაკობ ოჰანეზოვის მაღაზიაში იყიდებოდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 18 ივნისის „დროებაში“ დაიბეჭდა ზაქარია ჭიჭინაძის ფელეტონის „საათნავა და მისი თანამედროვე მელექსეები“ პირველი ნაწილი.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 20 ივნისის „დროებაში“ დაიბეჭდა ზაქარია ჭიჭინაძის ფელეტონის „საათნავა და მისი თანამედროვე მელექსეები“დასასრული.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 20 ივნისის „დროების“ ცნობით, ბოდესლავ სტატკოვსკიმ პეტერბურგში დაბეჭდა წიგნი ქართველი მუშა ხალხის შესახებ.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 20 ივნისის „დროების“ ცნობით, ნინო ანდრეევსკის მკვლელობის საქმეზე სასამართლო მომავალ აგვისტოში გაიმართებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 20 ივნისის „დროების“ ცნობით, ნინო ანდრეევსკის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ნიკო ჩქოტუას ვლადიმერ სპასოვიჩი დაიცავდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 20 ივნისის „დროებაში“ რაფიელ ერისთავის სტატიის „საქართველოს ვაზის“ საინტერესო ცნობების განხილვა დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 20 ივნისის „დროებაში“ ი. ლაზარიძის სტატია „გორი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 21 ივნისის „დროებაში“ იოსებ ბაქრაძის ფელეტონი „გოდივა“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 21 ივნისის „დროების“ ცნობით, ივანე მირზოევის მაღაზიების დაწვა სამჯერ სცადეს.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 21 ივნისის „დროებაში“ ილია ალხაზიშვილის სტატია „ახალქალაქი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 22 ივნისის „დროებაში“ სპირიდონ დვალის განცხადება დაიბეჭდა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 22 ივნისის „დროების“ ცნობით, სპირიდონ დვალი რაჭაში ნოტარიუსად მუშაობდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 22 ივნისის „დროებაში“ მიხეილ ფავლენიშვილის ლექსი „უხილავი ძალები“ დაიბეჭდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 12 დეკემბერს იოსებ ივანიძემ მეომართა სასარგებლოდ ფულის შესაგროვებლად ქუჩაში გამოსულ ქართულ დასს სამხარი გაუმართა. დასმა 600 მანეთი შეაგროვა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის დეკემბერში გიორგი ჯაბაური სახალხო სახლის სცენაზე დასადგმელად ილია ჭავჭავაძის „განდეგილს“ ამზადებდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 23 დეკემბერს ქუთაისის თეატრში მარგარიტა ქილარჯიშვილის საბენეფისოდ „ახალი მოძღვრება“ უნდა წარმოედგინათ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის დეკემბერში კონსტანტინე ფოცხვერაშვილი ადგილობრივმა ქართველებმა ვორონეჟში დაგეგმილი ღონისძიების მუსიკალური ნაწილის ორგანიზატორად მიიწვიეს.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის დეკემბერში სოფიო ანკარა და მარიამ საფაროვი საბურთალოს თეატრის რეჟსორებად მიიწვიეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის დეკემბერში ალექსანდრე ივანეს ძე სუმბათაშვილმა დრამატული საზოგადოების გამგეობას მადლობის წერილი გაუგზავნა ქართული თეატრის სააღმშენებლო კომიტეტის საპატიო წევრად არჩევისთვის.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 28 დეკემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი მებუკის სტატია „ომიანობა და პარიზის თეატრები“.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანმა ნაძალადევში, თავის სახლში წარმოდგენა გამართა, შემოსავალი სამრევლო სკოლის გახსნის საქმეს მოახმარა.