საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81477

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 აპრილს ელისაბედ ყაზბეგმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს გაბრიელ ყაზიბეგიშვილისთვის მეფეთა და ბატონიშვილთა მიერ მიწერილი ხუთი სხვადასხვა სახის წერილის მისთვის გადაცემის თხოვნით მიმართა .

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის პირველ მაისს ნიკოლოზ ცხვედაძემ მარიამ დემურიას თხოვნით ნაძალადევის ბიბლიოთეკას საზოგადოების დაბეჭდილი ქართულენოვანი წიგნების თითო ეგზემპლარი გადასცა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის პირველ მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა მირაქოვს წიგნებზე მუშაობისთვის 1.80 მანეთი გადაუხადეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის პირველ მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ პავლე რაზმაძეს გომარეთის სკოლის შენობის შვიდი თვის ქირა (14 მანეთი) გადასცა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის პირველ მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა: იაკობ გოგებაშვილმა, ალექსანდრე ჭყონიამ, ივანე რატიშვილმა და სხვებმა პეტრე მირიანაშვილის წინადადება სასკოლო კერძო რევიზორის თანამდებობის დამტკიცების შესახებ განსახილველად გადადეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 მაისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მე-18 სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი, ივანე რატიშვილი, დავით კარიჭაშვილი და გრიგოლ ყიფშიძე.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 9 მაისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას. საზოგადოებას საგანგებო შემთხვევებისთვის განსაზღვრული ჰქონდა – 10674.4 მანეთი, სათადარიგოდ – 9607, წიგნებისთვის კი – 1455.98 მანეთი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 მაისს ივანე რატიშვილს წინარეხისა და ხელთუბნის სკოლების შემოწმება დაევალა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 მაისს პეტრე მირიანაშვილს ბათუმის, ქუთაისისა და სენაკის სკოლების შემოწმება დაევალა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 მაისს პეტრე მირიანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს კრების დანიშვნა სთხოვა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 3 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრება დანიშნა, რომელზეც 1900-1901 წლის ანგარიში განიხილეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 იანვარს გამართულ მე-5 სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი, ვალერიან ლორთქიფანიძე, ალექსანდრე ჭყონია, ივანე რატიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, იაკობ გოგებაშვილი და ივანე ზურაბიშვილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მე-7 სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი, ივანე ზურაბიშვილი, ვალერიან ლორთქიფანიძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და ივანე რატიშვილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის პირველ მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ოლღა ჭავჭავაძესა და საქველმოქმედო კონცერტის მონაწილეებს მადლობა გადაუხადეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 1-ლ მაისს გორის მაზრის მეორე ოლქის მღვდელმა არსენ გედევანიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, მისთვის უსასყიდლოდ მიეცათ წიგნები, კალმები, ფანქრები, ფურცლები და სხვა საკანცელარიო ნივთები.