რეგისტრირებული ფაქტები81459
სორტირება თარიღი კლებადობით
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალ „ივერიაში“ (N4) დაბეჭდილ ანდრია ღულაძის სტატიაში „სკოლა და კომიტეტი“ ნათქვამია, რომ სკოლის სასწავლო პროცესის მართვა არ უნდა ყოფილიყო დამოკიდებული სხვადასხვა მმართველობაზე, რომ „კომიტეტების მოვალეობა უნდა ყოფილიყო მიზანი, რომელსაც სკოლა უნდა ესწრაფვოდეს, და არა მიზნის მიღწევის საშუალება“.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 4; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი) რუბრიკაში „შინაური მიმოხილვა“ ავტორი განიხილავდა რუსეთის გაზეთებში დაიბეჭდილ ცნობას იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ბანკებს ეძლეოდა ნება ფულის გასესხებისა ზომიერი სარგებლით მიწათმფლობელებზე, ეგრეთწოდებული ვექსილის ჩამორთმევით.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N4) რუბრიკაში „შინაური მიმოხილვა“ გაკრიტიკებული იყო სერგეი მესხი, რადგან მან გამოსათხოვარ სიტყვაში (ავადმყოფობის გამო დატოვა გაზეთ „დროების“ რედაქტორის თანამდებობა) არ ახსენა ნიკო ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი, დავით მიქელაძე, კირილე ლორთქიფანიძე და მათი ღვაწლი გაზეთ „დროების“ განვითარების საქმეში.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალ „ივერიის“ (N4; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე, ივანე მაჩაბელი) რუბრიკაში „შინაური მიმოხილვა“ გაკრიტიკებული იყო სერგეი მესხი იმის გამო, რომ გამოსათხოვარ სიტყვაში (ავადმყოფობის გამო დატოვა გაზეთ „დროების“ რედაქტორის თანამდებობა) არ ახსენა მელიქოვის სტამბა, რომელიც 14 წლის მანძილზე „დროებას“ უსასყიდლოდ ბეჭდავდა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 24 აპრილს ილია ჭავჭავაძე სოფელ ვეჯინის სკოლის მასწავლებელ ნიკოლოზ ნათიძეს შეხვდა და მისცა რჩევები რუსული ენის სწავლებასთან დაკავშირებით.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 19 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, მიიღეს ინფორმაცია, რომ ბათუმის სკოლის შენობის მეპატრონეს აღარ სურდა შენობის გაქირავება.
1883
ტიპი: განათლება
1883 წლის 19 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დანიელ დეფოს „რობინზონ კრუზოს“ დასაბეჭდად რუსეთის წერა-კითხვის გამავრცელებელი კომიტეტისთვის კლიშეები და თარგმნის ნებართვა ეთხოვათ.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 17 აპრილს ილია ჭავჭავაძის რეჟისორობით ქართულმა დრამატულმა დასმა პაოლო ჯაკომეტის ხუთმოქმედებიანი დრამა „დამნაშავის ოჯახი“ წარმოადგინა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 13 აპრილს ილია ჭავჭავაძემ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის დადგენილებას, რომ მის წევრად ჩაეთვალათ ყველა, ვინც შეიტანდა საწევრო გადასახადს, ხელი მოაწერა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 30 მარტს ილია ჭავჭავაძემ თბილისელ სირაჯებთან საგურამოს მარნიდან ოცდარვა საპალნე (1500-მდე ლიტრი) ღვინის მიყიდვაზე ხელშეკრულება გააფორმა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 27 მარტის გაზეთ „დროებაში“ და „შრომაში“ ილია ჭავჭავაძის მიერ გრიგოლ ორბელიანის დაკრძალვაზე წარმოთქმული სიტყვა დაიბეჭდა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 23 მარტის დრამატული საზოგადოების გამგეობის განცხადებით, მუდმივი დასის შედგენის მიზნით მსურველთა სიაში ჩასაწერად ილია ჭავჭავაძისთვის და კონსტანტინე ყიფიანისთვის უნდა მიემართათ.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 22 აპრილს ილია ჭავჭავაძემ დრამატული საზოგადოების ახალი დასი შეადგინა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 20 მარტს გრიგოლ არწრუნის თეატრში გამართულ ლიტერატურული საღამოზე ილია ჭავჭავაძის პოემებიდან „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“ და „განდეგილის“ ცოცხალი სურათები წარმოადგინეს.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 18 მარტს ქართული დრამატული საზოგადოების მმართველობის სხდომაზე ქართული თეატრის ახალი დასის შედგენა და წარმოდგენების დაგეგმვა ილია ჭავჭავაძეს დაავალეს.