საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81472

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 22 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძის მოხსენება ხელთუბნის სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 22 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ქალთა კრების ოქმი ილია ჭავჭავაძის ფონდის შესახებ. სხდომის ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძემ.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, პეტრე პავლეს ძე ხუნდაძე იყო საზოგადოების დამხმარე წევრი თელავში.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ივანე კოლელაშვილი იყო საზოგადოების დამხმარე წევრი თელავში.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ქაიხოსრო იაკობის ძე გელოვანი იყო საზოგადოების დამხმარე წევრი ლეჩხუმში.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს გამგეობის წევრის, ალექსანდრე ჭყონიას მოხსენება 3 თებერვალს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის დათვალიერების შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში მღვდელ ვასილ კარბელაშვილისთვის 5. 16 მანეთის მიცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მხედველობაში მიიღო ალექსანდრე ჭყონიას მოხსენება 3 თებერვალს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის დათვალიერების შესახებ და დაადგინა, ქუთაისის სკოლათა სამზრუნველო კომიტეტისთვის მიეწერათ, რომ სკოლის ეზოში სავარჯიშო პავილიონი მოეწყოთ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში გრიგოლ ტატიშვილისთვის წიგნების თანხის – 19. 94 მანეთის მიცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების აგენტ ლუკა ჯავახიშვილის ანგარიში სოფელ თიანეთში 28 მარტს საზოგადოების სასარგებლოდ სცენის მოყვარულთა მიერ გამართული წარმოდგენის შემოსავალ-გასავლის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის აპრილში ლუკა ანტონის ძე ჯავახიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირა 28 მარტს გამართული სცენისმოყვარეთა წარმოდგენის შემოსავალი – 70 მანეთი.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს მღვდელ ვასილ კარბელაშვილის მოხსენება, რომ გამგეობას მიხეილის საავადმყოფოს წიგნსაცავისთვის შეეწირა თავის გამოცემათა თითო ეგზემპლარი.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე პეტრე უმიკაშვილმა გამგეობას სთხოვა ლაიფციგის უნივერსიტეტში გასაგზავნად რამდენიმე თავისი ან სხვების წიგნი ისტორიის, სჯულის, ლინგვისტიკის, ბელეტრისტიკის სფეროდან.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში ზაქარია ეგნეტეს ძე ჭიჭინაძისთვის წიგნების თანხის – 20 მანეთის გადაცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში ნიკოლოზ ზაალის ძე ბადრიძისთვის წიგნების დასაკაზმად 1. 5 მანეთის მიცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში ზაქარია გრიქუროვისთვის 54. 90 მანეთის გადაცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე საზოგადოების აგენტის, ლუკა ანტონის ძე ჯავახიშვილისთვის მადლობის გამოცხადება გადაწყვიტეს.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, რომ მღვდელ ვასილ კარბელაშვილს მიხეილის საავადმყოფოს წიგნსაცავისთვის გაგზავნოდა საზოგადოების გამოცემათა თითო ეგზემპლარი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 27 აპრილს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, მდივანი დავით კარიჭაშვილი, წევრები: ექვთიმე თაყაიშვილი, იაკობ გოგებაშვილი და ივანე რატიშვილი. სხდომის თავმჯდომარე იყო ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 27 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს საზოგადოების ხარჯთაღრიცხვა – 1-26 აპრილის შემოსავალი 607. 32 მანეთი იყო, ხარჯი – 949. 45 მან. საზოგადოებას სულ ჰქონდა 18 791. 19 მან., ასევე სხვა საგანგებო და სათადარიგო თანხები. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 27 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში გრიგოლ ტატიშვილისთვის პუშკინის თხზულებების დასაბეჭდად 15 მანეთის გადაცემის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 27 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში ლავრენტი აგლაძისთვის თონეთის სკოლის საორგანიზაციო საკითხების თანხის, 2 მანეთის, გადაცემის შესახებ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წარდგენილი ცნობის მიხედვით, სკოლებისა და ბიბლიოთეკების შემწეობაზე იმ წელს გამგეობას 198. 40 მანეთი ჰქონდა დახარჯული. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორის, ალექსანდრე გარსევანიშვილის მოხსენება 31 მარტს სკოლაში მომხდარი ინცინდენტის შესახებ.