რეგისტრირებული ფაქტები89112
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს განათლების სამინისტროს კანცელარიის დროებითი დირექტორი მიხეილ ივანეს ძე თაქთაქიშვილი იყო.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ქეთევან მიხეილის ასული ფურცელაძე, ლეონტი სტეფანეს ძე ქებურია, აკაკი კონსტანტინეს ძე ქაჯაია, მ. გ. ქათამაძე, ნიკოლოზ მოსეს ძე ქიქოძე და ს. ი. ყაზახიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს მიხეილ როსტომის ძე ჩხატარაშვილი, ონ. ან. ჩოლოყავა, კ. ს. ჩინჩალაძე, გ. მ. ჩარექაშვილი, კ. ვ. შენგელია და დ. ზ. ციციშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების წევრები იყვნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 ივლისს გიორგი ლასხიშვილმა შალვა მესხიშვილს იუსტიციის სამინისტროს განკარგულებაში მყოფი სასწავლებლების აღრიცხვა და განათლების სამინისტროსთვის გადაცემა სთხოვა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს გ. ა. ცხადაძე, გ. მ. წერეთელი, მ. გ. ჭავჭანიძე, ლ. გ. ხარაძე, ს. ხახიშვილი, პ. ბ. ხოშტარია და გიორგი ზაქარიას ძე ჯაფარიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების წევრები იყვნენ.
1932
ტიპი: თანამდებობა
1932 წელს პარტია უმაღლეს სასწავლებლებში ტროცკისტული პროპაგანდის აღკვეთას ითხოვდა. მარგოლინს ტროცკის აზრები გაკრიტიკებული არ ჰქონდა, რის გამოც მარგოლინი და ქანთარია თანამდებობიდან მოხსნეს.
1882
ტიპი: ავტორობა
1882 წლის 11 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ძველი სენაკის სკოლის პედაგოგმა სტეფანე სანებლიძემ მთავარ გამგეობას ღარიბ მოსწავლეთათვის სახელმძღვანელოებითა და სასწავლო ნივთებით დახმარება სთხოვა. 46 მოსწავლიდან (ვაჟი – 40, ქალი – 6) თოთხმეტს მათი შეძენა არ შეეძლო.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ელენე ხარაზიშვილი, ანდრო ჭანტურია, ს. გ. ჯაფარიძე, ი. ბ. ჯანელიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების წევრები იყვნენ.
1882
ტიპი: ავტორობა
1882 წლის 2 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ახუთის სკოლის პედაგოგი დიმიტრი გიორგის ძე ბერულავა მთავარ გამგეობას სახელმძღვანელოებითა და სასწავლო ნივთებით დახმარებას სთხოვს. სკოლის 54 მოსწავლიდან (ვაჟი – 52 , ქალი –2) ოცდათერთმეტს მათი შეძენა არ შეეძლო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 11 ოქტომბერს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, იაკობ გოგებაშვილის დაკრძალვის ხარჯებისთვის 335 მანეთი გადაედოთ.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წელს ალექსანდრე გარსევანიშვილი იყო ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 23 აგვისტოს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დასვეს „დედა ენის“ გამოცემის საკითხი. გამგეობამ მოითხოვა, წიგნის დაბეჭდვის პირობები წარედგინათ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 11 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე ცხვედაძის ქვრივმა დახმარება ითხოვა, რადგან თავისი დანაზოგი ილია წინამძღვრიშვილს დაახარჯა. თანხის უქონლობის გამო გამგეობამ მას უარი უთხრა.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის პირველი იანვრის მდომარეობით, მღვდელი იაკობ ოქროპირის ძე ფხაკაძე ითვლებოდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილ წევრად. მას ერთიანად ჰქონდა გადახდილი საწევრო საადგილმამულო ბანკის ასმანეთიანი ფურცლით.

