რეგისტრირებული ფაქტები81452
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წლის 17 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ საზოგადოების წევრობის უფლება ჩამოერთმეოდა იმ წევრს, რომელიც ერთი წლის საწევრო გადასახადს არ გადაიხდიდა. წევრობის უფლებას კი მიიღებდა მაშინ, როცა დარჩენილ ერთიან საწევრო გადასახადს დაფარავდა. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, წევრები: გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1905
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სკოლის პედაგოგი ალექსანდრე ალექსანდრეს ძე გარსევანიშვილი იყო 40 წლის, დაოჯახებული.
1905
ტიპი: თანამდებობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1905 წლის ანგარიშის მიხედვით, მღვდელი ზაქარია მიხეილის ძე გულისაშვილი გომარეთის სკოლაში ექვსი წელი ასწავლიდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში ზაქარია გრიქუროვისთვის 83 მან. 20 კაპ. გადაცემის შესახებ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყდა, დაკმაყოფილებულიყო ივანე როსტომაშვილის თხოვნა წიგნსაცავიდან „დროებისა“ და “ივერიის“ რამდენიმე დღით სახლში წაღების შესახებ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში ივანე მაჭავარიანისთვის 8 მანეთის გადაცემის შესახებ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 6 აპრილს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გამგეობის წევრის, ივანე როსტომაშვილის თხოვნა საზოგადოების წიგნსაცავიდან რამდენიმე დღით თითო წლის „დროებისა“ და „ივერიის“ გატანის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში ივანე ლეჟავასთვის 4 მან. 36 კაპ. გადაცემის შესახებ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში ნიკოლოზ ბადრიძისთვის წიგნების დასაკაზმად 11 მან. 25 კაპ. გადაცემის შესახებ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში გადამწერ ეკატერინე ბეჟანიშვილთან წიგნების გასაგზავნად დახარჯული 1 მან. 97 კაპ. შესახებ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში გერცენშტეინისთვის 1 მან. 20 კაპ. გადაცემის შესახებ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წელს ივანე ასლანის ძე ვაჩნაძე მუშაობდა ბაქოში ქართულ-რუსული წიგნსაცავის გამგედ.
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წელს ბათუმის სკოლის მე-4 განყოფილების მოსწავლეებმა ქართული ლექსები კარგად იცოდნენ და ხსნიდნენ აზრს; საქართველოს ისტორიიდან ტექსტები ყველას ახსოვდა; უცნობ ტექსტებს კარგად კითხულობდნენ და ჰყვებოდნენ შინაარსს; რუსული ლექსებიც ზეპირად იცოდნენ და ხსნიდნენ მათ აზრს; გრამატიკა და მათემატიკა უჭირდათ; სამშობლოს აღწერიდან ნასწავლი საკმაოდ კარგად ახსოვდათ. აგრეთვე საკმაოდ კარგად იცოდნენ საღვთო სჯულის ტექსტები. ბათუმის სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წელს ბათუმის სკოლის ყველა განყოფილებაში კარგად ისწავლებოდა ქართული და რუსული ენა; მოსწავლეების უმრავლესობა სუფთად და ლამაზად წერდა; დისციპლინა საკმაოდ კარგი იყო. ზოგადად, სკოლაში მასწავლებლები ნაყოფიერად მუშაობდნენ. ბათუმის სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყდა, ფოტოგრაფ ვასილ როინაშვილის თხოვნით რუსეთიდან გამოეწერათ 226 მანეთის ღირებულების სურათების ბლანკები. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, გერასიმე მათეს ძე ცაგარეიშვილი იყო ქუთაისის სკოლის პედაგოგი.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, მიხეილ ომანის ძე ჩინჩალაძე ქუთაისის სკოლაში ოცი წელი ასწავლიდა და მისი ხელფასი 1860 მანეთს შეადგენდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში ნიკოლოზ ბადრიძისთვის წიგნების დასაკაზმად 5 მან. 50 კაპ. გადაცემის შესახებ. ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე ჭყონია.