რეგისტრირებული ფაქტები81451
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს საზოგადოების ხარჯთაღრიცხვა – 1-12 აპრილის შემოსავალი იყო 158 მან. 36 კაპ., ხარჯი – 364 მან. 72 კაპ. საზოგადოებას ჰქონდა სულ 18 927 მან. 71 კაპ. – და სხვა საგანგებო და სათადარიგო თანხები. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში დეკანოზ დავით ღამბაშიძისთვის წიგნების თანხის – 210. 10 მანეთის გადაცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 13 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომა, რომელსაც დაესწრნენ – თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, მდივანი დავით კარიჭაშვილი, წევრები: ალექსანდრე ჭყონია, ივანე რატიშვილი და ივანე ზურაბიშვილი. სხდომას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 16 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს საზოგადოების ხარჯთაღრიცხვა. 1-15 მარტის შემოსავალი იყო 675 მან. 39 კაპ., ხარჯი – 375 მან. 50 კაპ. 15 მარტს საზოგადოებას ჰქონდა სულ 164 69 მან. 27 კაპ. და სხვა საგანგებო და სათადარიგო თანხები. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში გრიგოლ ყიფშიძისთვის პუშკინის თხზულებათა კორექტურაში 20 მანეთის გადაცემის შესახებ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაადგინეს, ბიბლიოთეკის გამგის, ანასტასია წერეთლისთვის გაეგზავნათ წიგნები. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში ალექსანდრე ყიფშიძისთვის 15. 54 მანეთის მიცემის შესახებ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 17 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მდივანმა პეტრე მირიანაშვილმა წაიკითხა მოხსენება დავით კლდიაშვილის მოთხრობების „სამანიშვილის დედინაცვლისა“, „სოლომონ მორბელაძის და ბ. ლომოურის „ყოველ კუთხიდან“ დაბეჭდვის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხის ხარჯთაღრიცხვა – სულ 309 მან. 92კაპ. ოდენობით. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყვიტა, შეეძინათ მწერალ ანასტასია წერეთლის 20 ცალი „ბუნება სურათებში“. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა აკაკი თომას ძე მაჭავარიანის, დავით გიორგის ძე მელაძის, ნიკოლოზ სერგეის ძე მესხის, გიორგი კონსტანტინეს ძე მასხარაშვილის, მელანია მრევლიშვილისა და ალექსანდრე დავითის ძე მამულაშვილის თხოვნა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების დანიშვნის შესახებ.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მღვდელ ვასილ კარბელაშვილის თხოვნა, რომ გამგეობა დახმარებოდა „მწუხრის“ და „ცისკრის“ დაბეჭდვის გამო დადებული ვალის გადახდაში. მას ასევე სურდა საგალობლების მესამე ნაწილის გამოცემა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ კონსტანტინე თავართქილაძისთვის მიეცათ მოთხოვნილი ავანსი. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ნიკოლოზ გიორგის ძე თუხარელის, მირონ ალექსის ძე თოფჩიშვილის, პავლე იესეს ძე ინგოროყვას, ლევან იოსების ძე იოსებაშვილის, ალექსანდრე ბესარიონის ძე იმნაიშვილის, დავით პოლიევქტის ძე კარბელაშვილისა და კონსტანტინე კვერკველაძის თხოვნა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების დანიშვნის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კონსტანტინე თავართქილაძის თხოვნა წიგნებისთვის ავანსის სახით 100 მანეთის მიცემის შესახებ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 17 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ლავრენტი აგლაძის ვაჟის სწავლა 10 თუმნით დააფინანსეს. ფაქტი ხელმოწერით ნიკოლოზ ცხვედაძემ დაადასტურა.