რეგისტრირებული ფაქტები81451
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 12 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ საზოგადოების სასკოლო სექციას, ასევე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძესა და ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილს დაავალა, ორი კვირის შემდეგ გამგეობისთვის ეცნობებინათ მოსაზრება თბილისის სკოლების გადაკეთებისა და ახალი სკოლების გახსნის შესახებ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ანასტასია წერეთელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას განცხადებით სთხოვა, გამგეობას წარმომადგენელი გაეგზავნა კრებაზე, რომელზეც განიხილებოდა ეგნატე ნინოშვილის ძეგლის საკითხი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს საზოგადოების ხარჯთაღრიცხვა – 1-22 მარტის შემოსავალი იყო 729 მან. 10 კაპ., ხარჯი – 1023 მან. 94 კაპ. 22 მარტისთვის საზოგადოებას ჰქონდა სულ 15874 მან. 49 კაპ. და სხვა საგანგებო და სათადარიგო თანხები. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 27 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა – ნიკოლოზ ცხვედაძემ, იაკობ გოგებაშვილმა, დავით კარიჭაშვილმა და გრიგოლ ყიფშიძემ – ანასტასია წერეთლის თხოვნა წიგნის ფასდაკლებით შეძენის თაობაზე განსახილველად გადადეს.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას მდივანმა, სამსონ ფირცხალავამ მოახსენა, რომ სტიპენდიატ იაკობ ორჯონიკიძეს სჭირდებოდა პანსიონის ნახევარი წლის გადასახადი – 87 მანეთი და 50 კაპიკი. საზოგადოების გამგეობამ ორჯონიკიძის სკოლის დირექტორს გადასახადი გაუგზავნა და სთხოვა, ორჯონიკიძის ყოფაქცევისა და სწავლის შესახებ ეცნობებინა.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 5 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ბათუმის სკოლის სამზრუნველოდან თხოვნა ბარნაბა გელაზანიას მასწავლებლად ხელახლა დამტკიცების თაობაზე.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის აგვისტოში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მდივანმა, სამსონ ფირცხალავამ, განუცხადა, რომ საზოგადოების ახალი წევრების მისაღებად საჭირო იყო საგანგებო კრების გამართვა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 20 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე უნდა განეხილათ ბარნაბა გელაზანიას თხოვნა ბათუმის სკოლაში ხელახლა მიღების შესახებ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 23 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძესა და ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილს დაევალათ საზოგადოების წიგნის მაღაზიისთვის ბინის დაქირავების შესახებ მოლაპარაკებოდნენ ძმები ზუბალაშვილების მამულების გამგეს. იმ შემთხვევაში თუ ზუბალაშვილების სახლში ეს ვერ მოხერხდებოდა, გამგეობას ადგილი უნდა ექირავებინა ქაშვეთში.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წელს მწერალი თედო სახოკია წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების გამგეობას აუწყებს, რომ თედო ჟორდანია საზოგადოების წიგნსაცავს სწირავს იმერეთის მეფის, სოლომონ მეორის 1810 წლის წერილს, რომელსაც უგზავნის გამგეობას. ეს წერილი 1899 წლის „მოამბის“ N1-ში დაიბეჭდა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 2 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს აკაკი წერეთლის თხოვნა 3-4 თვის პენსიის წინასწარ აღების შესახებ საზღვარგარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით. გამგეობამ გადაწყვიტა, მისთვის 3 თვის პენსია გადაეცათ. განჩინებას ხელი მოაწერა დავით კარიჭაშვილმა.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წელს იაკობ ორჯონიკიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, მისი სტიპენდიისთვის 25 მანეთი დაემატებინათ და ეს თანხა 6 თვის გადასახადთან ერთად მისი სკოლის დირექტორისთვის გაეგზავნათ. გამგეობამ გადაწყვიტა, დირექტორისთვის გაეგზავნათ 75 მანეთი, ორჯონიკიძისთვის – 12 მანეთი და 50 კაპიკი, თან ეცნობებინათ, რომ შემდეგში დამატებით თანხას ვეღარ მიიღებდა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ელენე ნაკაშიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მიმართა თხოვნით, თბილისის მასწავლებელ ქალთა საზოგადოებას დახმარებოდნენ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 30 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, რომ საზოგადოების წიგნის მაღაზიაში წიგნები დაეთვალათ ალექსანდრე ყიფშიძის თანდასწრებით და ჩაებარებინათ შიო ქუჩუკაშვილსთვის, რომელიც გაყიდულ წიგნებს აღწერდა და ბუღალტერს წარუდგენდა, ხოლო ნავაჭრს მდივანს ჩააბარებდა.
1916
ტიპი: განათლება
1916 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა იროდიონ დიმიტრის ძე ბერეკაშვილის, გრიგოლ გიორგის ძე ვეშაპიძის, შალვა აღლაძის, ვასილ ვასილის ძე გორგაძისა და ალექსანდრე ბესარიონის ძე ლორთქიფანიძის თხოვნა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების დანიშვნის შესახებ.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ალექსანდრე მდივანმა გამგეობას აცნობა იაკობ ღულაძის გადაწყვეტილება, რომ ის უარს ამბობდა თავმჯდომარის ამხანაგის თანამდებობაზე.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე სამსონ ფირცხალავამ აღნიშნა, რომ ამავე საზოგადოების წიგნის მაღაზიის მუზეუმის დამთვალიერებელ ორ ირლანდიელ მოგზაურს უფასოდ გადასცეს წიგნები.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 18 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს გრიგოლ ტატიშვილის თხოვნა, შეესყიდათ მისი გამოცემული წიგნები: „კეთილი ძაღლი“, „გედები“ და „ხუმარა სპილოები“. გამგეობამ მას უსახსრობის გამო უარი უთხრა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 16 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილს, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილსა და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას დაევალათ ქაშვეთის ეკლესიასთან ის ადგილი შეემოწმებინათ, სადაც საზოგადოების მაღაზიის გადატანა იგეგმებოდა.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 2 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე თავმჯდომარის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დაინიშნა დავით კარიჭაშვილი.